კულტურა
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8918.JPG

კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა, საკრებულოს ანგარიში წარუდგინა

დღეს საკრებულოს, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა საკრებულოს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. საკრებულომ ანგარიში დადებითად შეაფასა.

წარმოგიდგენთ ანგარიშის სრულ ვერსიას.

_____________________________

ა(ა)ი.პ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი შეიქმნა   2018 წელს, რომელშიც გაერთიანდა ხარაგაულის კულტურის ცენტრი, ისტორიული მუზეუმი, ლიტერატურული თეატრი, ხალხური შემოქმედების სახლი და ხარაგაულის  ცენტრალური ბიბლიოთეკა.

 

2023 წელს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბიუჯეტი განისაზღვრა 927 ათასი ლარით, მოხდა სახელფასო ფონდის 10 პროცენტიანი მატება.  

ეს წელი  დატვირთულია უამრავი ღონისძიებით. (იხილეთ მთელი წლის პროგრამა)

 

იანვარი

17-24 იანვარი- ხარაგაულის ბიბლიოთეკებში აქტიური მკითხველების გამოვლენა -დაჯილდოება.

30 იანვარი -ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“. ზამთრის სერია

თებერვალი

თებერვალი - წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებში, ლიტერატურულ თეატრში.

8 თებერვალი -დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში

6, 13, 20, 27 თებერვალი -ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“. ზამთრის სერია, ყოველ ორშაბათს.

28 თებერვალი -კონცერტი ხარაგაულის მომღერალი ოჯახების შესრულებით.

  • თებერვალი -ანსამბლ „უბისისა“ და ანსამბლ „მთიელის“ მონაწილეობა ბაკურიანში გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალში.
  • თებერვალი -ლიტერატურული კონკურსი „ოდეონის“ წიგნად გამოცემული ნაწარმოებების წარდგენა

მარტი

2 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

12 მარტი -ხარაგაულის იუმორისტული გუნდის „ჭირიმეს“ მონაწილეობა ქართულ ლიგაზე

18 მარტი -„შემოქმედი ქალბატონები“-ვიდეორგოლის მომზადება და წარდგენა ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის მიერ. პრეზენტაციის პარალელურად შეხვედრა შემოქმედ ქალბატონებთან.

  • მარტი -მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო
  • მარტი - თეატრის საერთაშორისო რისადმი მიძღვნილი ღონისძიება

 აპრილი

1აპრილი -ახალგაზრდული ფესტივალი „წინ ხარაგაული -2023“-ის გახსნა

3 აპრილი -1 მაისი ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.

4-11 აპრილი -საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა მწერლებთან.

3, 15 აპრილი -„მან-სან-კანი“ მოსწავლეთა შორის.

 6,13, 20, 27 აპრილი -ინტელექტუალური კონკურსი „ლიდერი“.

  • აპრილი - ქართულ ლიგაზე ხარაგაულის იუმორისტული გუნდის „ჭირიმეს“ გამოსვლა.

 

  • აპრილი -საპატიო ხარაგაულელის, პედაგოგ მერი გიორგაძისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია

 

  • აპრილი -ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოჭვეული ბიბლიოთკარების დაჯილდოვება.

27 აპრილი -პროექტი „პატარა რესტავრატორები“ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით. მაისი

1 მაისი -ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული -2023“ საზეიმო დახურვა.

8 მაისი -„ მსოფლიო ფაშიზმის წინააღმდეგ“- ისტორიული მუზეუმის მიერ დაგეგმილი ღონისძიება

15 მაისი -თოჯინების თეატრის პრემიერა

26-27 მაისი - ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“

29 მაისი -ანსამბლ „უბისისა“ და ანსამბლ „მთიელის“ მონაწილეობა თბილისში გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალში.

20 მაისი -ფესტივალ „არტ-გენზე“ ანსამბლ ოდილას მონაწილეობა

18 მაისი -ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა

ივნისი

10 ივნისი -სპექტაკლის პრემიერა

15 ივნისი -„ იმერეთის თეატრალური ფესტივალი -2023“

17, 22, 30 ივნისი -პროექტ „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში ღონისძიებები მუნიციპალიტეტის სოფლებში.

16-23 ივნისი -ისტორიული მუზეუმის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების კვირეული

25, 28 ივნისი -ლიტერატურული თეატრის  გამართვა        მუნიციპალიტეტის         სოფლებში

ივლისი

2-22 ივლისი -ცოცხალი წიგნები“ სოფლებში. (ნადაბური, სარგვეში, ღორეშა, ვერტყვიჭალა)

7,14, 21, 28 ივლისი - ზაფხულის სერია ინტელექტუალურ თამაშში „რა, სად, როდის“

2-12 ივნისი - თოჯინების თეატრი სოფლებში

28-30 ივლისი- იუმორის ფესტივალი

აგვისტო

15 აგვისტო -ხუმრობენ ხარაგაულელი „მან-სან-კან“-ელები (ძველი და ახალი თაობა) ხარაგაულის კინოთეატრში

17-20 აგვისტო -ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის გასვლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 22-30 აგვისტო -„ცოცხალი წიგნები“ სოფლებში

 

  • აგვისტო -საზაფხულო კონცერტი კინოთეატრში „ერთი ლამაზი საღამო“

 

  • აგვისტო -ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის პროექტი დამსვენებელი ბავშვებისათვის „პატარა არქეოლოგები“

სექტემბერი

5-6 სექტემბერი -სამხატვრო პლენერი „გამა“

20 სექტემბერი -საგალობლების საღამო

22 სექტემბერი - სპექტაკლის ჩვენება

24 სექტემბერი -კონკურსი „უძველესი ტრადიციები“ მუზუმის ორგანიზებით

ოქტომბერი

6 ოქტომბერი -„ვარინკობის“ ფესტივალი ზესტაფონში და ხარაგაულის სიმღერის ანსამბლების მონაწილეობა

22 ოქტომბერი -ლიტერატურული სპექტაკლის პრემიერა

  • ოქტომბერი -თოჯინების თეატრის პრემიერა
  • ოქტომბერი -ღონისძიება „ფოტოფირების გაცოცხლება“ ისტორიულ მუზეუმის ორგანიზებით

ნოემბერი

4 ნოემბერი -„ხარაგოულობის“ დღესასწაულის აღნიშვნა, საზეიმო ღონისძიებები

9 ნოემბერი -ანსამბლ „უბისისა“ და ანსამბლ „მთიელის“ მონაწილეობა თბილისში გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალში.

15 ნოემბერი- რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო

12, 28 ნოემბერი -ფოლკლორის ფესტივალი ქუთაისსა და თბილისში და მასში ხარაგაულის ანსამბლებისა და სახალხო მთქმელების მონაწილეობა

დეკემბერი

10 დეკემბერი -დოკუმენტური ფილმის „პანთეონის მკვიდრი ხარაგაულელები“ პრემიერა ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის მიერ

15 დეკემბერი -ხარაგაულის თეატრის სპექტაკლის ჩვენება ქ. თბილისში

20-30 დეკემბერი - საახალწლო ღონისძიებები

 

           რაც შეეხება 2024 წელს, ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბიუჯეტი განისაზღვრა  1 061 700  ლარით, (მ.შ. შრომის ანაზღაურება 951396 ლარი, საქონელი და მომსახურება -124 800 ლარი, ოფისის ხარჯი 49500 ლარი, კომუნალური 22000 ლარი და სხვ.) ისევე, როგორც გასულ წელს, მოხდა 10 პროცენტიანი ხელფასების მატება. 

10 იანვარს, სამკითხველო დარბაზში, წარმოდგენილი იყო 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა-პრეზენტაცია, აქვე თანამშრომლებს დეტალურად გაეცნო 2024 წლის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბიუჯეტი, ასევე 2024 წლის სამოქმედო გეგმა, დასახული მიზნები და ამოცანები,  რომელიც გაწერილი გახლავთ თვეების მიხედვით.

       12 იანვრიდან ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ინიციატივით დაიწყო ახალი პროექტი, „როცა ერთმანეთს ვჭირდებით“, პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ შშმ პირებზე, ასაკით პენსიონრებზე, სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებზე, რომელთაც უჭირთ საზოგადეობაში ინტეგრაცია და ხელეწიფებათ სხვადასხვა შემოქმედებითი საქმიანობა : წერა, ხატვა, ძერწვა, სიმღერა, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შექმნა და ა. შ  მათზე გაკეთდება მცირე ვიდეორგოლები, სადაც ასახული იქნება მათი საქმიანობის და ინტერესის სფერო. პროექტი გაგრძელდება წლის ბოლომდე.

22 იანვარს,  ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის  დარბაზში გაიმართა 2023 წლის ლიტერატურულ კონკურს " ოდეონის" მონაწილეთა ნაწარმოებების წიგნად აკინძული კრებულის წარდგინება-პრეზენტაცია.

26 იანვრიდან ხარაგაულის "თოჯინების თეატრმა" დაიწყო მოგზაურობა მუნიცაპალიტეტში შემავალ საბავშვო ბაღებში, (ვარძია, კიცხი, ხიდარი, წყალაფორეთი, ვერტყვიჭალა, ბორითი,  ხუნევი, გედსამანია და სხვ.)სადაც ჩვენი პატარებისათვის  თოჯინების წარმოდგენა გამართა. ეს მოგზაურობა წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 7თებერვალს, საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა  ცენტრალური ბიბლითეკის სამკითხველო დარბაზში, აქვე მოეწყო  საიუბილეო მწერლების ლექსების გამოფენა. ასევე, ამ დღესთან დაკავშირებით  ჩატარდა ღონისძიება „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“, სასოფლო ბიბლიოთეკების ორგანიზებით ღონისძიებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

 

8 თებერვალს,  დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღსანიშნავად ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გაიმარტა ღონისძიება, რომელშიც 50 მდე ახალგაზრდა იყო ჩართული.

22 თებერვალს გაიმართა წიგნის „ამბები ღიმილის არომატით“ პრეზენტაცია.

 

28 თებერვალს, ზეპირსიტყვიერების დარგის სპეციალისტის, ნიკო წიკლაურის ორგანიზებით  გაიმართება ,,ექსპრომტების საღამო". 

1 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება ფოტოგამოფენა

,,გარდასულ დღეთა მშვენიერება". მუზეუმმა დამთვალიერებელს თვის ბოლომდე უმასპინძლა.

3 მარტს, ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,უბისი" წარმატებით წარსდგა ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამართულ ფესტივალზე.

სერთაშორისო საბავშვო ქორეოგრაფიულ ფესტივალში ,,მომავალი ჩვენია" მონაწილეობისთვის და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის ,,უბისი" ლაურეატის დიპლომით დაჯილდოვდა, ხოლო ანსამბლის ხელმძღვანელებს, ელისო და ზაზა ლურსმანაშვილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ.

მათთან ერთად წარმატებით მოღვაწეობს ანსამბლი „მთიელი“, რომლებმაც ხარაგაულის სახელით არაერთ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა და ყოველთვის წარმატებულად.

 

6 -12 მარტს  ქალთა სეართაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა სპექტაკლის პრემიერა „იუბილე სიურპრიზებით“, რომელმაც მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა და მოგვიანებით სპექტაკლი ნაჩვენები იქნა ბორითის სასოფლო კლუბში.

17 მარტიდან კვლავ აქტიურად ჩაერთო ქართული ლიგის ჩემპიონატში ხარაგაულის იუმორისტული გუნდი „ჭირიმე“, რომელიც დღეს უკვე ნახევარფინალშია.

15 აპრილს საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით მოხდა ანსამბლ „ოდილას „ სიმღერების აუდიო და ვიდეო ჩაწერა.

საინტერესოდ ჩატარდა საბიბლიოთეკო კვირეული, რომელიც 22 აპრილს დაიწყო და 30 აპრილს დასრულდა.

კვირეულის ფარგლებში არა ერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა სოფლის ბიბლიოთეკართა ჩართულობით და ორგანიზებით. დასკვნით ღონისძიებაზე მოხდა გამოჩეული და აქტიური ბიბლიოთაკარების დაჯილდოება. წარმატებით მუშაობს პროექტი „მოძრავი ბიბლიოთეკა“, რომელშიც ჩართულები არიან სოციალურად დაუცველთა პროგრამით დასაქმებული თანამშრომლები. ამ პროგრამის ფარგლებში დამატებით 300ზე მეტ ოჯახს მოემსახურენ წიგნების მიტანით სახლიდან გაუსვლელად.

ცალკე გამოსაყოფია ინოვაციების ცენტრის პროექტი, რომელიც გერმანიის მხარის დაფინანსებით განხორციელდა და რომლის ფარგლებშიც 100 ათასი ლარის ღირებულების ინვენტარი იქნა შეძენილი, მათ შორის ავეჯი, მაღალი დონის კომპიუტერები, დრონი, ფერადი პრინტერი, ჭკვიანი დაფა, მონიტორი, ფოტოაპარატი და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოხდა ინოვაციების ოთახისა და დარბაზის კეთილმოწყობა.

წლის ბოლომდე არა ერთი საინტერესო ღონისძიება გველოდება, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრი ამ წუთებში ემზადება მორიგი პრემიერისათვის, რომლითაც წარსდგებიან ქუთაისის თეატრალურ ფესტივალზე.

რამოდენიმე სიტყვით მინდა აღვნიშნო პრობლემებზე. დავიწყოთ ინფრასტრუქტურით:

ჯერჯერობით კვლავ პრობლემაა კინოთეატრის შენობის უკან მხარე, სადაც განთავსებული გახლდათ საცეკვაო დარბაზი. მოგეხსენებათ სტიქიის შედეგად დაზიანდა კედელი და მიმდინარეობს როგორც ჯებირის მშენებლობა, ასევე კედლის აღდგენა. კედელთან ერთად დაზიანდა გათბობის სისტემაც, რომელიც საშემოდგომოთ იქნება გამართული. ასევე პრობლემაა კულტურის ცენტრის შენობის შიდა მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას და ამის მზაობა უკვე დაანონსებული აქვს მერიას, სადაც განთავსდება და ჩამოყალიბდება ახალგაზრდული ცენტრი და ვფიქრობთ, რომ ეს ადგილი გადაიქცევა ახალგაზრდების საყვარელ ადგილად.

კვლავ პრობლემად რცჩება მაღალი სიხშირის და ხარისხის აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ღია ცის ქვეშ ღონისძიებების გამართვა.

კვლავ პრობლემატურია არაერთი ბიბლიოთეკის შენობა. მაგალითად, საღანძილის ბიბლიოთეკა სულ ახლახანს იძულებით განვათავსეთ ავარიულ სკოლაში, სადაც სპეციალისტების დასკვნით სახიფათოა ყოფნა, ხევში ველოდებით ახალ შენობას, რათა მოხდეს ნაქირავები შენობიდან წიგნების დროულად გამოტანა. კვლავ სავალალო მდგომარეობაა ბაზალეთის ბიბლიოთეკისთვის დროებით გამოყოფილ შენობაში, სადაც არც ელექტროენერგიაა და არც საჭირო პირობები, თუმცა  ვიცით, რომ მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება ახალი ბიბლიოთეკის აშენების თაობაზე და ეს პრობლემა იმედია მალე მოგვარდება.

 სარემონტო სამუშაოები ჩასატარებელია ბორითის კულტურის დარბაზში,  გასარემონტებელია კიცხის სარეპეტიციო ოთახი, სადაც ანსამბლი „ოდილა“ მეცადინეობს.

  აუცილებლობას საჭიროებს კულტურის ცენტრის შენობაში განთავსებული საცეკვაო სივრცის გვერდით მოეწყოს ბავშვებისათვის ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახი, შეკეთებას აღარ ექვემდებარება და გამოცვლას  საჭიროებს მუზეუმის ღობე, ასევე ხარაგაულის თეატრი საჭიროებს გარდირობის ოთახის მოწყობას, სადაც განთავსდება თეატრის ტანსაცმელები.

გარდა ინფრასტრუქტურისა პრობლემებში კვლავ მინდა ხაზი გავუსვა საბიბლიოთეკო ქსელში მომუშავეთა დაბალ ხელფასებს, ყოველწლიური ზრდის ტენდენციის მიუხედავად ჯერ ასევე დაბალია მსახიობებისა და მომღერლების სახელფასო ანაზღაურებები.  

 

 

        კულტურისა და ხელოვნების  ცენტრი:                                            /მ. ჭიპაშვილი/

 

 

   

 

 

 

ნანახია: 467 - ჯერ