კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/_DSC0175_1.JPG

ხარაგაულის თეატრი თეატრის საერთაშორისო დღეს მოსწავლეებს სპექტაკლზე იწვევს

27 მარტს თეატრის საერთაშორისო  დღე აღინიშნება.

ამ თარიღთან დაკავშირებით,  ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის სპექტაკლი - „მაცეკვე ტანგო“ გაიმართება.

სპექტაკლი, 27 მარტს, 15:00 საათზე, დაიწყება. 

სკოლის მოსწავლეებისთვის დასწრება თავისუფალია.

ირინე ჩხეიძე: - „ვუერთდებით თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და სპეციალურად მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის ვმართავთ სპექტაკლს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იხილონ სპექტაკლები და გაეცნონ ჩვენს შემოქმედებას. თეატრი ნამდვილად აბედნიერებს.“

ამავე დღეს კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი იქნება ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სიგელები და აფიშები, რომელიც თეატრის საუკუნოვან ისტორიას ასახავს.

ნანახია: 1549 - ჯერ