კულტურა
https://new.admin.kharagauli.ge/images/1221431242345565a46s5fd4asfasf.jpg

ხარაგაულის სკოლებში სწავლა დაიწყო

დღეს სკოლის კარი პირველად 218 პირველკლასელმა შეაღო

სწავლა საკლასო ოთახებში კოვიდპანდემიის რეგულაციების სრული დაცვით განახლდა.

  მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ, სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან,  ლალი სებისკვერაძესთან და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პედაგოგთან, თინათინ ბოჭორიშვილთან ერთად მიულოცა.

მარინა ვეფხვაძე: ,,ვულოცავ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებული ემოცია ახლავს დღევანდელ დღეს, ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ ერთად, ბევრჯერ მოგვიწია  გამოწვევების წინაშე დგომამ, მაგრამ იმედი მაქვს ჩვეულებრივ რიტმში გაგრძელდება სწავლა, დავიცავთ კოვიდ პანდემიის წესებს და შევძლებთ რომ მთელი წლის განმავლობაში, სასწავლო პროცესი  სკოლის კედლებში გავატაროთ“.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსთან , მეუფე მელქისედეკ ხაჩიძესთან, ერთად განსაკუთრებული საზეიმო განწყობით შეხვდა ახალ სასწავლო წელს, ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია.

პირველკლასელებს სასკოლო სახელმძღვანელოები და პორტაბელური კომპიუტერები, როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც საჩუქრად გადაეცათ.

ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდა კიცხის, მარელისისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლები.  

კიცხში  მოსწავლეებმა ახალ, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკოლაში დაიწყეს სწავლა.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდათ  მარელისისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებს.

სკოლამდელი დაწესებულებები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს 6 ოქტომბრიდან დაიწყებენ. 

 

 

 

ნანახია: 179 - ჯერ