ყველასათვის ერთნაირად საყვარელი ხარაგაულის თეატრი, აქტიურად იწყებს მუშაობასა და მაყურებლისათვის დაუვიწყარი მოგონებების ჩუქებას.
პანდემიის შემდგომ, ხარაგაულელმა პატარებმა, უკვე მეორედ იხილეს თოჯინების თეატრის სპექტაკლი. პირველი სპექტაკლი სოფელ თეთრაწყაროში გაიმართა, სადაც ასევე მრავლად იყო პატარა მაყურებელი.
თეატრი, პატარა მაყურებელს, წელს კიდევ პირდება ახალ დადგმებს.
შეუძლებელია იმ ემოციის გადმოცემა, რასაც პატარების აღტაცებულ სახეზე ამოიკითხავდით. სწორედ ეს აძლევს თოჯინების თეატრის მსახიობებს უდიდეს მუხტს, რომ ჩაატარონ საინტერესო წარმოდგენები, თუნდაც რეგულაციების ფონზე, ღია სივრცეში.