ახალი ამბები
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/sxfghdxgcbnmbn.jpg

„შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში,,

25 წელია, რაც ცივილიზებული მსოფლიო ყოველწლიურად, 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ერთვება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. 
2018 წელს კამპანია იმართება მოწოდებით - „შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გამოხატავს სოლიდარობას მთელ მსოფლიოში მიმდინარე კამპანიის - „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვუერთდებით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას.
ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი დასტურიც გახლავთ ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი ღონისძიება , როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა არჩილ მაღრაძემ და თემურ ჩხეიძემ და მერის თანაშემწემ გენდერული თანასწორობის საკითხებში ინგა ბერაძემ, დღეს მერიის თანამშრომლებს 16 დღიანი კამპანიის შესახებ საინფორმციო ბუკლეტები დაურიგეს და აღნიშნეს, რომ ქალთა შრომითი უფლებების დაცვისა და შრომის სამყაროში თანაბარუფლებიანობის ხელშეწყობისთვის ბევრის გაკეთებაა საჭირო, რასაც საზოგადოებასთან ერთად, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმს“ საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.

ნანახია: 3581 - ჯერ