სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ess_1.jpg
01/05/2025 10:22

ჰამლეტ ბერაძე , ხარაგაულის მერის მრჩევლად დაინიშნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით, საკადრო ცვლილებები განხორციელდა მერის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა ჰამლეტ ბერაძე, რომელიც ამ დრომდე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ხელმძღვანელობდა. ჰამლეტ ბერაძე საქმიანობას კულტურის მიმართულებით მერის მრჩევლის რანგში გააგრძელებს. ჰამლეტ ბერაძე 2005 - 2019 წლამდე ბორის სკოლა პანსიონის დირექტორად მუშაობდა, 2022 წლიდან - 2025 წლამდე ხარაგაულის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორის პოზიციაზე.  ნიკოლოზ მაჭავარიანი, რომელიც დღემდე მერის მრჩევლის პოზიციას იკავებდა  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ხელმძღვანელის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას.  ცვლილებები ორიენტირებულია რესურსების სწორ გადანაწილებაზე, ეფექტიან მენეჯმენტზე და იმ შედეგებზე, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9990.JPG
30/04/2025 15:47

ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულები — მოლითის და კიცხის საჯარო სკოლები გახდნენ

ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში, დღეს ხარაგაულის კინოთეატრში პირველი ღონისძიება — ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.   ღონისძიებაში მონაწილეობა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლამ მიიღო. გამარჯვებულებად დასახელდნენ მოლითის და კიცხის საჯარო სკოლები, რომლებმაც სიმბოლურად გაინაწილეს ბუს ქანდაკებები. მეორე ადგილი დაიკავა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდმა.   თამაშს უძღვებოდა კულტურის, ხელოვნების და ტურიზმის ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი. კონკურსის შეფასება განხორციელდა სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიურის მიერ, რომლის წევრები იყვნენ: საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინა ვეფხვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე და მერიის მრჩეველი კულტურის საკითხებში ნიკოლოზ მაჭავარიანი.   გამარჯვებული გუნდების წევრებს გადაეცათ დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები.   ვულოცავთ გამარჯვებულებს და თითოეული სკოლის ადმინისტრაციას — ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/493729060_3507422042730720_7562388340898166805_n.jpg
30/04/2025 13:14

ხარაგაულელი მოსწავლეების წარმატება მუსიკალურ ფესტივალზე „იმერეთის ხმა“

ქალაქ ქუთაისში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე „იმერეთის ხმა“, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის(დირექტორი, ჰამლეტ ბერაძე) საესტრადო სიმღერის წრის გოგონათა გუნდმა (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია) პირველი ადგილი დაიმსახურა. კონკურსზე ასევე წარმატებით წარსდგნენ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის (დირექტორი, ლალი ალექსიძე)  სოლო შემსრულებლებიც (პედაგოგი დარეჯან კაციტაძე): ლალი ხომასურიძე – II ადგილი, ლილე ფცქიალაძე – ჟიურის სიმპათია, ნინო ვეფხვაძე – ჟიურის სიმპათია, გაბრიელ შარიქაძე – წარმატებული მონაწილე კონკურსის მონაწილეები დაჯილდოვდნენ საპატიო დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. ასევე, პროექტის ფარგლებში წარმატებული პედაგოგების დიპლომები გადაეცათ დარეჯან კაციტაძესა და დარეჯან გვაძაბიას. ფესტივალს აფასებდა კომპეტენტური ჟიური შემდეგი შემადგენლობით: კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, მუსიკათმცოდნეები მაია დათუნაშვილი და ნია ბახტაძე, პოეტი ნანა ცინცაძე. „იმერეთის ხმა“ უკვე მეთერთმეტე წელია იმართება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ფესტივალის მიზანი,  ქართული სიმღერის, როგორც ეროვნული ფასეულობის, პოპულარიზაცია და იმერეთის რეგიონის ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა. ფესტივალის ორგანიზატორები და დამფუძნებლები არიან კომპოზიტორი ნანა იამანიძე და სტუდია „იმერეთის ხმის“ ხელმძღვანელი ბექა ბაძნელაძე. მოსწავლეების მონაწილეობა კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ვულოცავთ მონაწილეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ამ ღირსეულ გამარჯვებას!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/es_9.jpg
28/04/2025 20:25

,,კაცი, რომელიც დააკლდა ხარაგაულს" — თამაზ კიკნაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო

დღეს 28 აპრილს, ხარაგაულის კინოთეატრმა ხსოვნის  საღამოს უმასპინძლა, რომელიც ქართული თეატრისა და სიმღერის გამორჩეულ წარმომადგენელს, თამაზ კიკნაძეს მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხარაგაულის მერი, ბატონი კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი და ხარაგაულის საზოგადოების წარმომადგენლები. განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ისაუბრა ბატონ თამაზზე ხარაგაულის მერმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ თამაზ კიკნაძე იყო და რჩება ხარაგაულის სულიერების სიმბოლოდ. ასევე დაანონსდა, რომ მომავალში მისი სახელი უკვდავყოფილი იქნება — თამაზ კიკნაძის სკვერში დაიდგმება მისი ბიუსტი. საიუბილეო საღამო ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორმა, ირინე ჩხეიძემ წარმართა, რომელმაც მაყურებლის თვალწინ გააცოცხლა ბატონი თამაზის ცხოვრება და შემოქმედება. ხარაგაულის ძველმა და ახალმა თაობამ კიდევ ერთხელ გაიხსენა თამაზ კიკნაძის თეატრალური მემკვიდრეობა. მაყურებელმა იხილა ფრაგმენტები მისი შესრულებული როლებიდან, მოისმინა გულწრფელი და ემოციური სიტყვები და მოგონებები. საღამოზე სიტყვით გამოვიდა ბატონი თამაზის შვილი, ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის თეატრის მსახიობი, ვასილ კიკნაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა ხარაგაულის საზოგადოებას მამის ხსოვნისადმი გამოხატული სიყვარულისა და პატივისცემისთვის. საღამოზე შესრულდა დუეტი მამა-შვილის ვასილ და ლიზი კიკნაძეეების, ანსამბლ „ხარაგაულის ხმების“ და „ხარაგაულის კვარტეტის“ მიერ,  ხოლო ბატონი თამაზის შვილიშვილმა, პატარა ლუკა კიკნაძემ, ბაბუის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა. ეს იყო საღამო, სადაც ხმა, სიტყვა და მოგონება ერთიან სურათად იქცა — ხარკად კაცისა, რომელიც დღემდე უყვართ და ახსოვთ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9469-Recovered.jpg
28/04/2025 15:06

სოციალური მხარდაჭერის ახალი ეტაპი ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 200 სასაჩუქრე ამანათი მიიღო. ჰუმანიტარული ტვირთი უკვე ხარაგაულის მერიაშია დასაწყობებული და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე ეტაპობრივად გადანაწილდება.   ტვირთის ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო. დარიგების პროცესში დღეს ჩაერთვნენ მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი თეა ბერიძე, თანამშრომლები და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი ლალი ვაქერ-სებისკვერაძე.   პირველ ეტაპზე სასაჩუქრე ამანათები  მოწყვლად ოჯახებს, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ბენეფიციარებს გადაეცემა. სასაჩუქრე ამანათები ასევე დაურიგდებათ  სხვა სეგმენტ ჯგუფებს. ხარაგაულის მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება უკვე სამი წელია წარმატებით თანამშრომლობენ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/494171716_9674064892630699_3414672963349262623_n_1.jpg
28/04/2025 13:24

"ჭირიმე" ქართულ ლიგაზე ნახევარფინალშია!

ქართულ ლიგაზე ხარაგაულის იუმორისტულმა გუნდმა "ჭირიმემ" მეოთხედფინალური ეტაპი წარმატებით გადალახა და ორი კონკურსის ჯამში საუკეთესო შედეგი აჩვენა. გუნდი ასპარეზობას ნახევარფინალში განაგრძობს. "ჭირიმეს" უკვე მეხუთე სეზონია გვერდში უდგას ხარაგაულის მერია, რომლის მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გუნდის განვითარებასა და წარმატებაში. გუნდს წარმატებას ულოცავს ხარაგაულის საზოგადოება და გულშემატკივრები, რომელთა მხარდაჭერაც ყოველთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს "ჭირიმესთვის". „ჭირიმეს“ შემადგენლობაში არიან: აჩი მეიფარიანი, დავით ბირკაძე, ნიკა ოკრიბელაშვილი, უჩა ტაბატაძე, მარიამ და ნინო ჭიპაშვილები ხარაგაულის მერია მადლობას უხდის გუნდის შემქმნელს, სცენარისტს და რეჟისორს , მამუკა ჭიპაშვილს და  გუნდის წევრებს თავდადებისთვის და მომავალში  წარმატებულ გამოსვლას და ახალ გამარჯვებებს უსურვებს!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/494103176_1561081748629979_1495158023323427664_n.jpg
28/04/2025 11:10

„მთიების“ და გოგონათა გუნდის წარმატება ხობში – ფესტივალი „ჰარიდა 2025“

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, ბორის საჯარო სკოლასთან არსებული ხალხური სიმღერებისა და საკრავების ანსამბლი „მთიები“ (ხელმძღვანელი რეზო შარიქაძე) და გოგონათა მომღერალთა გუნდი (ხელმძღვანელი დარეჯან გვაძაბია) მონაწილეობდნენ ქალაქ ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალში „ჰარიდა 2025“.   მონაწილეთა შესრულებებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ვალერიან შიუკაშვილი, ნინუკა შარაშიძე, მიშო ჯავახიშვილი, პუსკა გამსახურდია, ტარიელ სუარი, ქეთევან მანელიშვილი და ლაშა კვიკვინია.   ფესტივალის მიზანი იყო ნიჭიერი მომღერალი ბავშვების აღმოჩენა და ახალი კუთხური სიმღერების პოპულარიზაცია.   ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საესტრადო-კლასიკურმა გუნდმა (ხელმძღვანელი დარეჯან გვაძაბია) ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა და მეორე პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა.   სიმღერისა და საკრავების ანსამბლმა „მთიები“ (ხელმძღვანელი რეზო შარიქაძე) წარმატებით წარსდგა მაყურებლისა და ჟიურის წინაშე და მესამე პრემია და ლაურეატის წოდება მიიღო. ვულოცავთ მოსწავლეთა - სახლს, პედაგოგებსა  და ბავშვებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/493954314_1078378001002255_1039094035309567674_n.jpg
24/04/2025 18:56

ხარაგაულის მერის - კობა ლურსმანაშვილის თავმჯდომარეობით, ა.თ.ე.ა-ს სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა, სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრები დაიწყო

ხარაგაულის მერის - კობა ლურსმანაშვილის თავმჯდომარეობით, ა.თ.ე.ა-ს სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა, მუნიციპალიტეტების საჭიროებების გადასაჭრელად, სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრები დაიწყო. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) სამართლებრივ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით,  სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბუნებრივი რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ უწყებებთან – სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარესთან – დავით ნარმანიასთან. შეხვედრაში, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა ასევე ჩართულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის შესაბამისი  კომიტეტების წევრები და ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის მიზანი იყო ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან გამართული კონსულტაციების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების განხილვა და სამართლებრივი ცვლილებების შესაძლებლობებზე მსჯელობა. კომიტეტის მიერ წარდგენილი საკითხები შეეხებოდა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არსებულ რეგულაციებს, რომლებიც, შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში ქმნის დაბრკოლებებს მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი რესურსების ეფექტიანად მართვის პროცესში. გარემოს დაცვის საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე იმსჯელეს ენერგეტიკის სფეროში არსებული რეგულაციების გაუმჯობესების შესახებ, რაც მუნიციპალიტეტებს უფრო ეფექტურად მუშაობაში დაეხმარება. როგორც კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი გააგრძელებს სამუშაო შეხვედრებს, როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე  სხვა სახელმწიფო უწყებებთან, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დაგროვილი გამოცდილებისა და ხედვების სამართლებრივ ჩარჩოში ინტეგრირებას. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მონაწილე უწყებების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ათეა-ს კომიტეტის ფორმატი და გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ სამართლებრივი მექანიზმების დახვეწასა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. სამუშაო შეხვედრის მიზანი გახლდათ ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან გამართული კონსულტაციების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების განხილვა და სამართლებრივი ცვლილებების შესაძლებლობებზე მსჯელობა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/0b17cb61-8d41-4bac-8891-4fa6c5cd2365%20(1).jpg
24/04/2025 15:45

28 აპრილს თამაზ კიკნაძის 90 წლისადმის მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

28 აპრილს თამაზ კიკნაძის 90 წლისადმის მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება ,,კაცი რომელიც დააკლდა ხარაგაულს" - ამ სახელწოდებით გაიმართება საიუბილეო საღამო, რომელიც ყველასათვის კარგად ნაცნობი და დაუვიწყარი შემოქმედის, თამაზ კიკნაძის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება. 28 აპრილს ხარაგაულის საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს  ხარაგაულის კულტურის დიდ მოამაგეს, ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრის რეჟისორსა და მსახიობს , ქართული სიმღერების უბადლო შემსრულებელს,ლოტბარსა და დეკლამატორს - თამაზ კიკნაძეს. საიუბილეო საღამოზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიება მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით იმართება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/festt.JPG
23/04/2025 13:07

30 აპრილს ახალგაზრდული ფესტივალი ,,გაზაფხულის ხარაგაული - 2025“ იწყება

ახალგაზრდული ფესტივალის პროგრამა 30 აპრილი 13.00 -14.00.  ინტელექტის დღე. ინტელექტუალური თამაში მოსწავლეთათვის „რა, სად, როდის“  ხარაგაულის კინოთეატრში 13.00-14.00- „ერუდიტი“ სასკოლო ტური  (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით)   2 მაისი: 14.00 -პრეზენტაცია ახალგაზრდებისათვის „თანამედროვე პროგრამები და ტექნოლოგიები“ (ინოვაციების ცენტრი)   6 მაისი 12.00-14.00     „ჯომარდობა“ მდინარე ჩხერიმელაზე   12.00 -14.00- ხატვის კონკურსი მოსწავლეთათვის ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში (მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი)   7 მაისი 11.00-15.00 – „სათავგადასავლო გასართობი ტურ-თამაში“ მოსწავლეთა შორის. შესარჩევი ტური (შეკრების ადგილი ე. წ. „დევების“ მონუმენტთან) 10.00-17.00 სამაგიდო თამაშები კულტურისა და დასვენების პარკში (ჭადრაკი, ნარდი, შაში, დომინო) 13.00 -„ერუდიტი“ -ფინალი  (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით)(საბიბლიოთეკო დარბაზში) 8 მაისი: 14.00 - „სამწუთიანი ფილმების კონკურსი“ -ჩვენება-დაჯილდოება (საბიბლიოთეკო დარბაზში)   11-12 მაისი 10.00 – „სათავგადასავლო ტურ -თამაშების“ ფინალი ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნულ პარკში!   12 მაისი 09.00 -ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებით მოლაშქრეთა პილიგრიმული ტური რკინისჯვარზე 13 მაისი   14 მაისი 15.00-  „მან-სან-კანის“ ფესტივალი.  (ხარაგაულის კინოთეატრში)   13.00-15.00 პროექტ „წარმატების გასაღები“-ს ფარგლებში ახალგაზრდების შეხვედრა წარმატებულ ხარაგაულელებთან. (ღონისძიების ორგანიზატორია ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანება. პროექტი განხორციელდება ხარაგაულის რამოდენიმე ბიბლიოთეკის განყოფილებაში)   15 მაისი: 18.00 -ანსამბლ  „ხარაგაულის ხმების“ სოლო კონცერტი 20.00-20.00 „ღამე მუზეუმში“ (ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი)   17 მაისი: 12.00-13.00  ველო-ტური      (ღონისძიების ორგანიზატორია ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახური)   18 მაისი: 12.00-14.00 – „ქართული სამოსის დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიება. 14.00-15.00 -ფესტივალის დახურვა    
სრულად