სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/djhfgjkfhgjhgjkh.JPG
22/10/2018 15:57

ინტელექტუალურ თამაშში - „ვიცნობდეთ ხარაგაულს“  ფინალისტები გამოვლინდნენ

დღეს ხარაგაულის კინოთეატრში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მონაწილეობით ინტელექტუალური თამაშის - „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. ნახევარფინალში საღანძილის, ლაშის, დაბის მეორე და მესამე საჯარო სკოლების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდები მონაწილეობდნენ, რომელთა შორისაც ფინალში მონაწილეობის საგზური გიმნაზიის ჯგუფმა მოიპოვა. ფინალში ასევე, ითამაშებენ, სხვადასხვა დროს, შეჯიბრის პირველ ადგილზე გასული გუნდები (კიცხის ზონა - ბორის სკოლა-ინტერნატი; ტრასის ზონა - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა; მოლითის ზონა - მოლითის საჯარო სკოლა; მოლითის ზონა - მარელისის საჯარო სკოლა (საუკეთესო მეორე ადგილი)). ინტელექტუალური თამაშები ხარაგაულში  დაახლოებით ორი კვირაა მიმდინარეობს. სკოლის გუნდები 6-6 მონაწილით იყო დაკომპლექტებული. ფინალური თამაში დეკემბრის ბოლოს გაიმართება. „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ - იდეის ავტორი მამუკა ჭიპაშვილი გახლავთ და პროექტი უკვე მეხუთე წელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ა(ა)იპ „სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ერთობლივი ორგანიზებით მიმდიმანარეობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfghfhjfgjkhjkjhkrty.JPG
22/10/2018 15:50

ხარაგაულის საკათედრო ტაძარზე ჯვარი აღმართეს

ხარაგაულში, 21 ოქტომბერს, მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღმართეს.  „მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს, უფლისა და ეკლესიის მიმართ უდიდესი სიყვარულისთვის, ძალიან მალე ტაძრის მოპირკეთება დასრულდება და ეკურთხება... საუკუნეების განმავლობაში მოიხსენიება ამ წმინდა ტაძრის მშენებლობაში მონაწილეთა სახელები. მადლობა ხელისუფლებას, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ჩვენს გვერდით ყოფილიყო" - ამ სიტყვებით მიმართა მრევლს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) და ჯვარი აკურთხა. პროცესს ეპარქიის წარმომადგენლები, ხარაგაულის სამლოცველოს წინამძღვარი, მამა ანტონი (სულთანიშვილი), ეკლესიის მრევლი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელის, ცეზარ ბუბულაშვილის ინფორმაციით, ტაძარს, რომლის მშენებლობა ხარაგაულში 2010 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე, 124 000 შემომწირველი ჰყავს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/ghjghjhjkhjk_1.jpg
22/10/2018 15:33

Black see group-მა ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები უკვე დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მოადგილესთან, თემურ ჩხეიძესთან და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსთან, ჯაბა ბერაძესთან ერთად, ძირულა-მოლითის გზის მშენებელი კომპანიის Black see group -ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.  შეხვედრაზე მუშაობის პროცესში გასათვალისწინებელ სხვადასხვა ფაქტორებსა და გარემოებებზე ისაუბრეს.  კომპანიამ ძირითადი სამუშაოები სოფელ ძირულას მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო.   Black see group -ის წარმომადგენლების ინფორმაციით, 2-3 დღეში ძირულა-ლაშის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ ლოკაციაზე საყრდენი კედლების მშენებლობა დაიწყება.  სრული დატვირთვით მუშაობენ ხარაგაულსა და საღანძილეში განთავსებული მინი საწარმოები, რომლებიც მშენებლობისთვის საჭირო ქვა-ღორს ამუშავებენ და გზის სავალი ნაწილის დამცავ ბარდიულებს ასხამენ.  როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს კომპანია, ასფალტის საფარის დაგებამდე, მუშაობის პროცესში, პერიოდულად უზრუნველყოფს გზების შეკეთებას, რათა ტრანსპორტმა უსაფრთხო გადაადგილება შეძლოს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfghfgjjkljkl.jpg
22/10/2018 15:19

ხიდარში ახალი სკოლა გაიხსნა

ხარაგაულის სოფელ ხიდარში ახალი დაწყებითი განათლების საჯარო სკოლა გაიხსნა. მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა 20 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარითაა აღჭურვილი.  სკოლის ახალი შენობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზვიად როსტომაშვილმა ერთობლივად გახსნეს. ხიდრის ახალ, ოპტიმიზირებულ სკოლაში ამჟამად, 16 აღსაზრდელი განაგრძობს სწავლას.  შენობა აგებულია თანამედროვე, ენერგო ეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალით. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობის კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო.  სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სკოლის მშენებლობაზე ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/fhjukghjkgfhjkh_1.jpg
22/10/2018 10:20

ნიკოლოზ თოფურიძემ ხარაგაულის განვითარების შესახებ იდეები მოისმინა

რამდენიმე კვირაა ხარაგაულში, ლაშა გელაშვილის ინიციატივით შექმნილი ჯგუფი იდეების შესამუშავებლად იკრიბება. საინიციატივო ჯგუფში, ათობით ახალგაზრდაა გაწევრიანებული, რომლებიც ხარაგაულის განვითარებისთვის საინტერესო იდეებს ერთად განიხილავენ.  ჯგუფის წევრებმა ამ დრომდე შემუშავებული იდეები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს წარუდგინეს. „ძალიან საინტერესო იდეები მოვისმინე. მათ უნდათ სასიკეთო ცვლილებები შეიტანონ ხარაგაულის ცხოვრებაში და ზუსტად ვიცი, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ყველა საქმეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ დამოუკიდებლად, თავისუფალ გარემოში და ისე განახორციელონ აქტივობები. მადლობა ლაშას, რომ ორგანიზება გაუწია იდეების თავმოყრას და ათეულობით ახალგაზრდა ერთი საერთო საქმისთვის გააერთიანა. ჩვენ აუცილებლად გავივლით ახალგაზრდებთან ერთად თითოეული პროექტის ბიუჯეტს და უკვე კონკრეტული იდეების დაფინანსებაზე ვიმსჯელებთ“ - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/sdfghsfdgfd.JPG
17/10/2018 12:05

ხარაგაულში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაულში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს. ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ტარდება. სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში პირველი თამაში, 12 ოქტომბერს, სოსო და მურთაზ აბაშიძის სახელობის სტადიონზე  „გეზრბენში“ გაიმართა. შეჯიბრში 8 სკოლის უფროსკლასელ გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. გუნდები ოთხ-ოთხი მონაწილით იყო დაკომპლექტებული. თამაშში  პირველ სამ ადგილზე გასული გამარჯვებულები გამოვლინდენ. გოგონებს შორის პირველი ადგილი ხევის საჯარო სკოლამ მოიპოვა, მეორე-უბისის საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილზე დაბის #2 საჯარო სკოლა გავიდა.   ვაჟებს შორის პირველი ადგილის მფლობელი კვლავ ხევის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი #2 საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე საღანძილის საჯარო სკოლა გავიდა. სასკოლო სპორტული-ოლიმპიადა გრძელდება. შემდეგი თამაშები გაიმართება: კალათბურთი - 19 ოქტომბერს, ხოლო მინი ფეხბურთი - 1-2 ნოემბერს. ოლიმპიადა მხიარული სტარტებით 9 ნოემბერს დასრულდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfghjdghdfgh.JPG
15/10/2018 18:15

ევსემ შველიძემ  დავით გობეჯიშვილის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის სპორტსმენმა, ევსემ შველიძემ (მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი) დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში, თავისუფალ ჭიდაობაში,  ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა. გამარჯვებულს (79 კგ. წონით კატეგორიაში)  ოქროს მედალი და თასი გადაეცა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, თავისუფალ ჭიდაობაში,  ახალგაზრდებს შორის, წელს, მეთხუთმეტედ რაჭაში გაიმართა. ტურნირში ქართველ სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანის და რუსეთის, მოჭიდავეები.         
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/ghnjmcnmvcnm.JPG
15/10/2018 17:02

ბიუროს სხდომაზე სოციალურ საკითხებსა და საპრივატიზაციო ობიექტებზე იმსჯელეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, პირველ საკითხად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის გაწეული მუშაობის შესახებ 9 თვის ანგარიში განიხილეს. აღნიშნული ანგარიში, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ წარადგინა. როგორც ნანა კიკნაძე აღნიშნავს,  ხარაგაულის მერია  6 ძირითად პროგრამას და 17 ქვეპროგრამას ახორცილებს.  9 თვის მონაცემებით სოციალურ მიმართულებებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სულ  434 800 ლარია გაცემული, აღნიშნული თანხით დახმარება 1789 ბენეფიციარს გაეწია. ნანა კიკნაძემ, ასევე, ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა ა(ა)იპ „სათნოების სახლისა“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ მიერ  გაწეული  მომსახურებების შესახებ. განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაჭირვებულ მოქალაქეებზე  ერთჯერად, 100 ლარიანი სოციალური დახმარებების გაცემას. მისი განმარტებით, ხარაგაულში სოციალური ფონი მძიმეა ამიტომ, ერთჯერადი დახმარებები, როგორც გაიცემოდა წინა წლებში ასევე უნდა გაგრძელდეს მომავალშიც. ნანა კიკნაძის განმარტებით,  ერთჯერადი დახმარებებზე მერიაში ძალიან ბევრი  განცხადება შემოდის, რასაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ვერ გაწვდება: „იმის გამო, რომ ხშირია ერთჯერად დახმარებებზე მოქალაქეთა მომართვიანობა, ბევრმა მუნიციპალიტეტმა ერთჯერადი დახმარებების პროგრამა შეწყვიტა. ხარაგაულის მერიაში ეს პროგრამა ამ დრომდე მოქმედებს, თუმცა ამ მიმართულებით თანხა  მიმდინარე წელს თითქმის არ გაცემულა. სამწუხაროდ, მოიმატა ონკოლოგიურ ავადმყოფების და ოპერაციების დაფინასებაზე მოქალაქეთა მომართვიანობამ და ძირითადი თანხები, რომელიც სოციალურ მიმართულებებისთვის იყო გათვალისწინებული აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე გაიხარჯა.“ კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ფხალაძემ წყალაფორეთის საექიმო ამბულატორიაში  სარემონტო სამუშაოების საჭიროებაზე ისაუბრა. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ რამდენიმე სოფლის ამბულატორიის ექიმი,  სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, ამიტომ ისინი ხშირად არ არიან ამბულატორიაში, რის გამოც სოფელში პაციენტები  სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ. სხდომაზე  ბიუროს წევრებმა სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში ბევრი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი სოციალურ დახმარებას ვერ იღებს. „არიან  გაჭირვებული ოჯახები, რომელთაც არც საცხოვრებელი პირობები, არც სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ და მაინც არ ქვთ საარსებო შემწეობები. -აღნიშნა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გივი თხელიძემ. საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ მომავალ წელს აუცილებელია ბიუჯეტში სოციალური მიმართულებებით თანხების გაზრდა. სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა,  ჯაბა ბერაძემ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხა წარადგინა. მისი განმარტებით საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხას დაემატა სოფელ თეთრაწყაროში არსებული 2830 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართი, რომელიც შეფასებულია 8 200 ლარად.  ასევე, დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის N105  მდებარე 6579 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა (შეფასებულია 66 000 ლარად) და სოფელ საღანძილეშია არსებული რკინის მილები საერთო სიგრძით  286 მ. (შეფასებულია 10 ათასი ლარად). საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხასთან დაკავშირებით, დეპუტატმა ოთარ ლურსმანაშვილმა გამოთქვა შენიშვნა. მისი  განცხადებით, თეთრაწყაროში აღნიშნულ საპრივატიზაციო ობიექტს მოსახლეობა იყენებს პირუტყვის საძოვრად და ობიექტის გასასხვისებლად გადაწყვეტილება მოსახლეობასთან უნდა იყოს  შეთანხმებული. საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ საკითხის შესწავლა  ზედამხედველობის, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიას დაავალა.  სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები: 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით უვადოდ გადაცემის თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე 2 .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლი 04 ივნისის N 27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: მანანა ბარბაქაძე        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/sfdghdfgjfghjn.jpg
15/10/2018 10:32

„რა? სად? როდის?“ - საქართველოს მასშტაბით მეცხრე ადგილი ხარაგაულის გუნდმა დაიკავა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის (დირექტორი ვალერი გოგნაძე)  გუნდმა, თბილისში, ინტელექტკლუბის მიერ ჩატარებულ თამაშში - „რა? სად? როდის?“  მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ გასული სასწავლო წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მონაწილეობით გაიმართა ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?". სწორედ ამ ტურში გამოვლინდა გამარჯვებული - მეორე საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც მონაწილება მიიღო საქართველოს მასშტაბით გამართულ კონკურსში. ინტელექტუალურ თამაშში სულ 77 გუნდი მონაწილეობდა. ხარაგაულის გუნდმა, რომელიც 8 მოსწავლისგან შედგებოდა,  საქართველოს მასშტაბით მეცხრე,  ხოლო იმერეთის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა. ინტელექტუალურ თამაშში ხარაგაულის გუნდის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfjhdgjhfghj.jpg
15/10/2018 10:27

სამხატვრო პლენერის დახურვა ხარაგაულში

ორი დღის მანძილზე ხატავდნენ ცნობილი მხატვრები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ხარაგაულის ხედებს. რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) ინიციატივით, სამხატვრო პლენერი „გამა“ ხარაგაულში უკვე მესამედ ჩატარდა. მხატვართა ნამუშევრების გამოფენა და პლენერის საზეიმო დახურვა სოფელ უბისაში ღია სივრცეში შედგა, რომელსაც ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.  თემურ ჩხეიძემ მერიის სახელით ხუთი მხატვარი სამადლობელი სიგელით და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა.  სამხატვრო პლენერის ფარგლებში 17 მხატვარმა 2-2 ნამუშევარი შექმნა, რომელთაგან ერთი საჩუქრად იმ ოჯახებს გადასცეს, სადაც ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დანარჩენი ნამუშევრები კი, ტრადიციულად, ლიტერატურულ თეატრს გადაეცა. იზა ვეფხვაძემ მადლობა გადაუხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მხარდაჭერისთვის და პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის. პლენერის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებსა და მხატვრებს, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ ხარაგაულის ხედებით და სტუმარ-მასპინძლობით, საშემოდგომო ნობათით გაუმასპინძლდნენ და ჩურჩხელები ამოავლეს.
სრულად