სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/VSP-2023/_DSC0132.JPG
17/01/2023 16:00

30 იანვრიდან ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ ზამთრის სერია იწყება

ინტელექტუალური თამაშის მოყვარულთათვის! ხარაგაულში „კულტურისა და ხელოვნების“ ცენტრის ორგანიზებით 30 იანვრიდან ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ზამთრის სერია იწყება. შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა 26 იანვრამდე ექვსკაციანი გუნდის განაცხადი „კულტურისა და ხელოვნებიოს ცენტრში“ უნდა წარადგინონ. თამაშში მონაწილეობის მიღება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს შეუძლია. თითოეული გუნდი  ექვსი მოაზროვნით დაკომპლექტდება. სეზონზე დარეგისტრირებული გუნდის წევრები პარალელურად ხდებიან სეზონის კლუბის წევრები და აქვთ გარკვეული ვალდებულებები, კერძოდ: თითოეული გუნდის ფორმა იქნება მკაცრად განსაზღვრული,  თეთრი პერანგი და პეპელა ჰალსტუხი („ბაბოჩკა“); სეზონის ყველა შეჯიბრზე სავალდებულოა აღნიშნული ფორმით გამოცხადდნენ როგორც მონაწილეები, ასევე კლუბის წევრები; თითოეული გუნდი ითამაშებს მრგვალ მაგიდასთან ექვს მომგებიან ქულამდე; თითოეული კითხვის პასუხისათვის გუნდს მოსაფიქრებლად ექნება ერთი წუთი; გუნდს შეუძლია მოითხოვოს ვადამდელი პასუხი, შესაბამისად დაზოგოს ერთი წუთი და ეს წუთი დაუმატოს ნებისმიერ მომდევნო შეკითხვის დროს; სეზონის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ითამაშებს სეზონის ფინალს; იმოქმედებს გადამწყვეტი რაუნდის პრინციპი იმ შემთხვევაში, თუ გუნდი იგებს, თუმცა ანგარიში არ არის საკმარისი ფინალში გასასვლელად; ორი ერთნაირი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბოლოს მოთამაშე გუნდს; გუნდს, რომელიც თამაშის მსვლელობის დროს აგებს, ექნება ერთი დახმარება კლუბის წევრებისაგან. დახმარებისათვის განკუთვნილი დრო განისაზღვრება 20 წამით; მოთამაშე გუნდის წევრები, ასევე, კლუბის წევრები ყველა თამაშის ბოლოს ასახელებენ დღის მოაზროვნეს, რომელიც დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით; შეჯიბრში იქნება სუპერ-ბლიცი, რომელსაც ითამაშებს გუნდის ერთი მონაწილე, რომელსაც დაასახელებს მოაზროვნე გუნდის კაპიტანი. მაგადასთან მარტო დარჩენილი მონაწილე ერთ წუთში უპასუხებს სამ შეკითხვას. ( 20 წამი ერთ შეკითხვას); კონკურსს ეყოლება წამყვანი და სარედაქციო კოლეგია; პასუხის სისწორეზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის წამყვანი; კონკურსის წამყვანთან კამათი შეჯიბრის მსვლელობის დროს დაუშვებელია; სეზონის გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით და და ფასიანი საჩუქრით. ასევე, გამოვლინდება სეზონის მოაზროვნე, რომელსაც გადაეცემა „ბროლის ბუ“.                  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/325139558_857378578712006_7166734358479955721_n.jpg
17/01/2023 12:10

დიმიტრი კოჩაძე ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის კლინიკურ მენეჯერად  დაინიშნა

„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების კლინიკურ მენეჯერად დიმიტრი კოჩაძე დაინიშნა.   დიმიტრი კოჩაძე წარმოშობით ხარაგაულიდანაა, სოფელ ვარძიიდან, მისთვის უცხო არაა ხარაგაული და ის კლინიკა სადაც ახალ თანამდებობაზე დაინიშნა და ის საჭიროებებიც კარგად ესმის რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.    ახალ კლინიკურ მენეჯერს ,„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“  ცენტრალურ ოფისთან ერთად, ბევრი  მნიშვნელოვანი გეგმა აქვს და მზადაა საერთო იდეების განსახორციელებლად საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოს. „იდეები ეხება როგორც ჩვენს არაჩვეულებრივ კოლექტივს, ასევე, ცხადია პაციენტებს და ინფრასტრუქტურას, რომელის გაუმჯობესებაზეც ყველა ერთად ვიზრუნებთ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ოფისის დახმარებით. მიხარია, რომ კლინიკაში მეგობრული, მოტივირებული და დიდი პასუხისმგებლობის მქონე სამედიცინო გუნდი დამხვდა. ვფიქრობ, მათი მხარდაჭერითა და კონსტრუქციული თანამშრომლობით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. რაც მთავარია, შევძლებთ ეფექტური ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფას. ჩვენი პერსონალის სრული შემადგენლობით მზად ვარ, რომ გავაგრძელო და გავაუმჯობესო ყველა ის სერვისი, რომელიც ჩვენი ხარაგაულის მაცხოვრებლების ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს სჭირდება.“ ახალმა კლინიკურმა მენეჯერმა სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფექციური სნეულებების სარეზიდენტო პროგრამის მიმართულებით მიიღო. როგორც დიმიტრი კოჩაძე, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს სამუშაო გამოცდილების პირველი წლები კლინიკა „ჯერარსის“ ბავშვთა კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის დეპარტამენტში დაიწყო, უმცროსი ექიმის თანამდებობაზე მუშაობდა „ამტელ ჰოსპიტალის“ ბავშთა რეანიმაციულ განყოფილებაშიც. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატის აღების  შემდეგ, კი კარიერა „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გააგრძელა. დიმიტრი კოჩაძე აქტიურად გახლდათ ჩართული კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მუშაობდა კოვიდ-თერაპიულ განყოფილების ექიმ-ინფექციონისტად, პარალელურად, იმავე პასუხისმგებლობით საქმიანობდა „თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ სავადმყოფოში“. დიმიტრი კოჩაძე, ამჟამად, „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში“ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ექიმი-ინფექციონისტის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას. შეგახსენებთ, რომ „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულება  თერაპიულ და ქირურგიულ პაციენტებს ემსახურება. ადგილზე ფუნქციონირებს მაღალი სტანდარტის საოპერაციო ბლოკი, ლაბორატორია, რადიოლოგიური სერვისი. პაციენტებს უტარდებათ ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1_2_3_1_2.png
16/01/2023 16:14

ხარაგაულის საკრებულო 18 იანვარს რიგგარეშე სხდომას გამართავს

 სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ: 1.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ; მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: კახაბერ გოლუბიანი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: პავლე კიკალიშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. მომხს: ინგა ლურსმანაშვილი      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd445asd.jpg
16/01/2023 12:55

ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით კიკნაძე უძღვებოდა. სხდომაზე მერის პირველმა მოადგილმ, ვარლამ ჭიპაშვილმა დეპუტატებს 2023 წლის საბიუჯეტო ცვლილება გააცნო. ცვლილების თანახმად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 643 963 ლარი გამოეყო. აქედან, 3 619 544 ლარი გზების რეაბილიტაციას, 24 419 ლარი კი უბისაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობას მოხმარდება.    ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტში აისახება, ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელები პროექტებისთვის გამოყოფილი 890 000 ლარი და წინა წლებში აღებული ვალდებულებების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ნაშთებიდან გამოყოფილი 538 059 ლარი, რაც ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის შემოსულობები 17 266 963 ლარით, ხოლო გადასახდელები  19 252 023 ლარით განისაზღვრება. ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: კახაბერ გოლუბიანი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: პავლე კიკალიშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. მომხს:ინგა ლურსმანაშვილი აღნიშნულ საკითხებს დეპუტატები 18 იანვრის საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/xf.jpg
14/01/2023 11:13

იზა ვეფხვაძე - თეატრი ჩემი ცხოვრების სტიმული და აღმაფრენაა!

იზა ვეფხვაძე, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი „თეატრი ჩემთვის სათქმელის ადამიანებამდე მიტანის საუკეთესო საშუალებაა, იგი ჩემი ცხოვრების სტიმული და აღმაფრენაა. ლიტერატურული თეატრი 27 წლისაა, დადგმული მაქვს 67 ლიტერატურული წარმოდგენა. თეატრის მიზანია დიდებული ქართველების და  მათი ღვაწლის წარმოჩენა, მათი ცხოვრების  ემოციური მომენტების მიტანა მაყურებლამდე, ღირსეული ადამიანების ღვაწლის დაფასება, ქართული მწერლობის, ხელოვნების, მეცნიერების, კულტურის პოპულარიზაცია, მომავალ თაობებში ეროვნული მუხტის გაღვიძება.“ ხარაგაულის მერია ულოცავს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულ თეატრს ქართული თეატრის დღეს!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asad.jpg
14/01/2023 11:06

ირინე ჩხეიძე - თეატრი ჩემი ცხოვრებაა!

ირინე ჩხეიძე, ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი: ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი 123 წლისაა , 2004 წლიდან ვარ ამ თეატრში და 17 სპექტაკლი მაქვს დადგმული, თოჯინების თეატრში კი 7 სპექტაკლი. მარჯანიშვილი წერდა, თეატრის დანიშნულებაა მიანიჭოს ადამიანებს სიხარული. ჩვენი სლოგანიც ასეთია - თეატრი აბედნიერებს, მაგრამ თეატრი, ასევე,  აუცულებლად უნდა საუბრობდეს  პრობლემებზე და საჭირბოროტო საკითხებზე. ასე რომ, თეატრი ტრიბუნაცაა საიდანაც  ადამიანებს შეიძლება შეახსენო უმთავრესი ღირებულებები.“ ხარაგაულის მერია ულოცავს ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორს ირინე ჩხეიძეს და თეატრალურ დასს ქართული თეატრის დღეს. ასევე ვულოცავთ ხარაგაულის თოჯინების თეატრს, რომელსაც დაარსებიდან ირინე ჩხეიძე ხელმძღვანელობს და უკვე მრავალი წელია პატარებს აბედნიერებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_2_1_5.png
13/01/2023 20:20

16  იანვარს ბიუროს  რიგგარეშე  სხდომა გაიმართება

       სხდომა 11 საათზე დაიწყება და მასზე 18 იანვრის რიგგარეშე  საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის  დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ. ბიუროს   რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა. 1.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ  მომხს: ვლადიმერ გელაშვილი            ვარლამ ჭიპაშვილი   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის  პროფესიულ საჯარო მოხელეთა  თანამდებობრივი სარგოების  განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში   ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: პავლე კიკალიშვილი        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/VSP-2023/324876595_1314417532740021_1742559106598736911_n.jpg
12/01/2023 12:05

ხარაგაულში ძლიერი ქარის შედეგად, კინოთეატრის მიმდებარედ ორი ნაძვის ხე წაიქცა

საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხარაგაულის კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის მიერ დროულად მოხდა ტერიტორიის გასუფთავება.  როგორც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აცხადებს ხარაგაულის სოფლებში ამ ეტაპზე, ძლიერი ქარის შედეგად  რამე სახის დაზიანება არ გვაქვს. მერიის სამსახურები მუდმივ კავშირზე იმყოფებიან მერის წარმომადგენლებთან. მოსახლეობის საყურადღებოდ! ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში , აუცილებლად მიმართეთ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ს, ასევე შეგიძლიათ დარეკოთ მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე: ხარაგაული,  ცხელი ხაზი: 595 51 98 10;  0433 223 -225
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sofeli_progra.jpg
11/01/2023 15:44

24 იანვრიდან ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

ხარაგაულს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2023 წელს 890 000 ლარი გამოეყო. მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში საერთო კრებები 24 იანვრიდან დაიწყება და 3 თებერვალს დასრულდება. კობა ლურსმანაშვილი: - „მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნება მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური, ასევე, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობისთვის სასურველი პროექტების შერჩევა და შემდეგ მათი განხორციელება.“ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პირველი საერთო კრება 24 იანვარს ხევისა და ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება. შეხვედრების განრიგს გაეცანით ლინკზე: https://bit.ly/3k1au54 მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი წინადადებები ელექტრონული ფორმით შეავსონ მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე ან გამოგზავნოთ ფოსტაზე: petresharikadze@gmail.com        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/SDjv_1.jpg
09/01/2023 20:01

დეპუტატებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს ანგარიში მოისმინეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე უძღვებოდა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით კიკნაძემ გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2022 წელ გაწეული მუშაობის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია. საკრებულოს წევრებმა, ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რამდენიმე სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ  მიიღეს გადაწყვეტილება.  
სრულად