სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0286.JPG
03/12/2018 17:07

ხარაგაულის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირებზე სტატუსის მინიჭება გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/sxfghdxgcbnmbn.jpg
03/12/2018 12:41

„შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში,,

25 წელია, რაც ცივილიზებული მსოფლიო ყოველწლიურად, 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ერთვება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.  2018 წელს კამპანია იმართება მოწოდებით - „შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში“. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გამოხატავს სოლიდარობას მთელ მსოფლიოში მიმდინარე კამპანიის - „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვუერთდებით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას. ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი დასტურიც გახლავთ ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი ღონისძიება , როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა არჩილ მაღრაძემ და თემურ ჩხეიძემ და მერის თანაშემწემ გენდერული თანასწორობის საკითხებში ინგა ბერაძემ, დღეს მერიის თანამშრომლებს 16 დღიანი კამპანიის შესახებ საინფორმციო ბუკლეტები დაურიგეს და აღნიშნეს, რომ ქალთა შრომითი უფლებების დაცვისა და შრომის სამყაროში თანაბარუფლებიანობის ხელშეწყობისთვის ბევრის გაკეთებაა საჭირო, რასაც საზოგადოებასთან ერთად, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმს“ საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/dghjfghjhj.jpg
03/12/2018 10:28

ხარაგაულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 1-2 დეკემბერს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურ ფაზაშია. მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობდა, 2 დღის განმვალობაში დროულად ახდენდა ზარალის აღწერას.  მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ჩრდილში 4 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. დაზარალებული ოჯახები ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ და მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ მოინახულეს და დაზიანებები ადგილზე დაათვალიერეს.  ამ დროისთვის, მერიას უკვე შეძენილი აქვს დაზიანებული 39 შენობა ნაგებობებისა და სახლებისათვის საჭირო ხის მასალა და თუნუქის სახურავები (ჯამში 2 612 კვ.მეტრი). მიმდინარეობს გადასახური მასალის ადმინისტრაცუილ ერთეულებში გადანაწილება.  ორი დღის განმავლობაში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა დაბა ხარაგაულში, ბაზალეთის, ბორითის, ვახანის, ვარძიის, ღორეშის, ხუნევის, ზვარისა და წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/fhgjfhkghjlkj.jpg
21/11/2018 10:56

კიბოს სკრინინგ პროგრამაში  ხარაგაული აქტიურადაა ჩართული

საქართველოში ონკოლოგიური დაავადებები სიკვდილიანობის გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე სახელმწიფო არაერთ სკრინინგ პროგრამას ახორციელებს. მოქალაქეებს უტარდებათ უფასო გამოკვლევები, რითაც სიკვდილიანობის შემცირების მიღწევაა შესაძლებელი. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს 4 კომპონენტს, ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით: ძუძუს კიბოს სკრინინგი-40-70 წლის ასაკის ქალებში 2 წლიანი ინტერვალით; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი -25-60 წლის ქალებში 3 წლიანი ინტერვალით; პროსტატის კიბოს სკრინინგი- 50-70 წლის მამაკაცებში წელიწადში ერთხელ; მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ორივე სქესის ბენეფიციარებში 2 წლიანი ინტერვალით. იმერეთის მასშტაბით პროგრამას  ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული. სისტემატურად ხდება  მოსახლეობის ინფორმირება და ჯგუფების გადაყვანა  ქუთაისში, „ევექსის“ ონკოლოგიურ კვლევით ცენტრში. აღსანიშნავია, რომ  ტრანსპორტირებისა  და  კვლევის ხარჯები ანაზღაურდება პროგრამის ფარგლებში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან  თითქმის  ყოველ კვირას ხორციელდება ბენეფიციარების  გამოკვლევა, ამ ეტაპზე ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის (დირექტორი-შმაგი ხიჯაკაძე) ორგანიზებით  სკრინინგ პროგრამაში  300-მდე  ადამიანი ჩაერთო. ბენეფიციარების ინფორმირებას  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ცენტრის თანამშრომელი ნანა ბერაძე უზრუნველყოფს.     
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dxghjfcghnjmvcb_1.jpg
19/11/2018 11:42

ხარაგაულს იაპონიის ელჩი სტუმრობდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა სტუმრობდა.  ელჩს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძემ უმასპინძლეს. ტადაჰარუ უეჰარას ვიზიტი ხარაგაულში რამაზ ბლუაშვილის მოწვევით შედგა.  ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩმა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ საღანძილეში სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dxfhdfghjvhkmbn.JPG
19/11/2018 10:23

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის წევრები, ა(ა)იპ-ების დირექტორები, ბუღალტრები და საკითხით დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი მოისმინეს და ა(ა)იპ-ების საბიუჯეტო მოთხოვნები განიხილეს. იხ. ბმული როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა განაცხადა: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის შემოსულობების გეგმა 736 600 ლარით გაიზარდა, მიზნობრივი ტრანსფერი 138 000 ლარს, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები - 5 997 800 ლარს, სხვა შემოსავლები კი 145 000 ლარს შეადგენს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთლიანი ბიუჯეტი პროექტი კი 7 625 800 ლარით განისაზღვრა. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ა(ა)იპ-ებისთვის გათვალისწინებულია: ა(ა)იპ „ეთერ კიკნაძის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება“ – 1 130 000 ლარი; ა(ა)იპ „მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლი“ – 100 000 ლარი; ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“ – 380 000 ლარი; ა(ა)იპ „შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა“ – 110 000 ლარი; ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ – 647 000 ლარი; ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“ – 50 000 ლარი; ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ – 125 000 ლარი; ა(ა)იპ „სათნოების სახლი“ – 93 000 ლარი; კომისიის სხდომაზე  კულტურის სფეროში მოღვაწე  ა(ა)იპ-ებში აღსაზრდელების მხრიდან სწავლისათვის არსებული გადასახადის გაუქმების შესახებ დაისვა საკითხი. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, მაია ბლუაშვილი თანახმაა გაუქმდეს აღნიშნული გადასახადი, თუკი ა(ა)იპ-ის ბიუჯეტი ამ დანაკლისის მიხედვით (ამ შემთხვევაში 2 800 ლარით) გაიზრდება. ამავე მოსაზრებას ეთანხმება მუსიკალური სკოლის დირექტორი, ლალი ალექსიძე, თუმცა მიიჩნევს, რომ არსებული გადასახადი (10 ლარი) მინიმალური  თანხაა და ამის საფუძველზე  აღსაზრდელთა კონტიგენტის გაზრდას არ მოელის. სხდომაზე დებატები მოჰყვა ორი ა(ა)იპ-ის „სათნოების სახლისა“ და “მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ დაფინანსების საკითხს. კომისიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ა(ა)იპ-ების მიერ შესასრულებელი მომსახურებები მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერზე უნდა გაიტანოს, რითაც უკეთეს მომსახურებას მიიღებს და თანხების დაზოგვაც მოხდება. კომისიის სხდომაზე, ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის საკითხი, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში 380 000 ლარია გათვალისწინებული. საფინანსო-საბიუჯეტო კომისია შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dtyhjufgchjfcghj.JPG
19/11/2018 10:02

დეპუტატებმა 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს  საკრებულოს ბიუროსა და  საფინასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომებზე.   იხ. დანართი ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა  და სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარუდგინა საკრებულოს დეპუტატებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცხრა თვის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში  60,3 %-ით შესრულდა, დაგეგმილი 11 997 700 ლარის ნაცვლად მიღებულია 7 234 200 ლარი. შემოსულობების გეგმის შეუსრულებლობა გამოწვეულია რეგიონალური განვითარების ფონდიდან მისაღები თანხების გამო. გადასახადების გეგმა მუნიციპალიტეტს შესრულებული აქვს 151, 1 %-ით. დაგეგმილი 295,5 ათასი ლარიდან მიღებული აქვს 447,9 ათასი ლარი. გადასახდელების ნაწილში გეგმა შესრულებულია 58,8 %-თ.  ანგარიშის გაცნობის შემდეგ დეპუტატებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ცხრა თვის შედეგების მიხედვით   47,2%-ით შესრულდა. ასევე ისაუბრეს ერთჯერად დახმარებებზე, რომელიც ბიუჯეტიდან მცირე თანხით დაფინანსდა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პაატა გოგოლაძემ განმარტა, დაგეგმილი 12 383 000 ათასი ლარიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მხოლოდ 5 840, 7 ათასი ლარია გახარჯული. მისი განცხადებით, ბიუჯეტში შემოსულობები იზრდება, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებელი  დაბალია, რაც მოსახლეობის პროტესტს იწვევს. დეპუტატ მალხაზ ფხალაძის განცხადებით, წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  ინდმეწარმემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ვერ მოახერხა ლახუნდარის გზაზე სამშენებლო სამუშაოების დასრულება. გზის დაგება მიატოვა და სამუშაოები სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გააგრძელა.  მაჟორიტარი დეპუტატის, დავით კიკნაძის განცხადებით, საღანძილის ხიდის რეაბილიტაციისათვის ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა. მისი აზრით, როდესაც ტენდერი ვერ შედგა და მასში მონაწილეობა არცერთმა მეწარმემ არ მიიღო, აუცილებელია სატენდერო პირობები შეიცვალოს. ვერტყვიჭალის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატმა, ლენა აბაშიძემ ბჟინევის გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განმარტებით, თუ დროულად არ დაიწყება სამუშაოები პროექტის შესრულებას უამინდობა შეუშლის ხელს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით,  ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნანიტაშვილებისა და დევდარიანების უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. მისი განმარტებით, ბაზალეთში გზების რეაბილიტაცია სტიქიის სალიკვიდაციო ფონდის დაფინანსებით უნდა განხორციელებულიყო, რისთვისაც თანხა  გასული წლის დეკემბერში ჩაერიცხა მუნიციპალიტეტს. ვარლამ ჭიპაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ დაგეგმილი შემოსულობები არ შესრულდა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლიდან,  ისევე როგორც არა ფინანსური აქტივების  კლებიდან. ანგარიშის  დასასრულს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, რიგი მომსახურებების ტენდერის გზით შესყიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საკრებულოს სხდომაზე გაგრძელდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0179.JPG
16/11/2018 12:35

ხარაგაულის ბიუჯეტი 7 625 800 ლარით განისაზღვრა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო.  ბიუჯეტის პროექტი განსახილველად  დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა. ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 7 625,8  ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ბიუჯეტზე  736 400 ათასი ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საკრებულოს წევრებმა საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები გამოთქვეს. საკრებულოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ ფხალაძის განცხადებით წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად დაგეგმილი 80  ათასი ლარი ცოტაა, რადგან აღნიშნული თანხით  ვერ მოხერხდება მუნიციპალიტეტში არსებულ წყალთან დაკავშირებული პრობლემების სრულად მოგვარება. ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯომარის, გია თავზარაშვილის განცხადებით, თანხა, რომელიც მომატებულია ბიუჯეტში, პირველ რიგში უნდა მოხმარდეს პრიორიტეტულ პროექტებს, როგორიცაა სოციალური სფერო და სოფლის მეურნეობა. დეპუტატი იუზა კელენჯერიძე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოფლის მეურნეობის სფეროსთვის ბიუჯეტში თანხების გათვალისწინების საკითხს. მისი განცხადებით ხარაგაული აგრარული მუნიციპალიტეტია, სადაც შესაძლებელია მევენახეობის განვითარება. „მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობა დაფინანსებული იყო 10 ათასი ლარით, თუმცა ამ მიმართულებით წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან თანხა არ გახარჯულა, 2019 წლის ბიუჯეტში კი ამ მიმართულებაზე დაფინანსება საერთოდ არ არის. ვფიქრობ,   ჩვენს მუნიციპალიტეტს ძალიან კარგი რესურსი აქვს რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს, ამიტომ საჭიროა ამ მიმართულებებით შევქმნათ პროგრამები, სადაც შეიძლება დასაქმდეს მოქალაქეებიც.  “   2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მსჯელობა კომისიებისა და ფრაქციების სხდომის  ფორმატში გაგრძელდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgdfgfjk%2Cjnm%2C.JPG
15/11/2018 14:22

შეხვედრა დიპლომატ გოჩა ბუაჩიძესთან

ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ აგრძელებს პროექტს - „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“. ამჯერად, შეხვედრა ხარაგაულელ დიპლომატ გოჩა ბუაჩიძესთან გაიმართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები და დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორი, ნიკოლოზ მაჭავარიანი: „ის ადამიანები რომლებიც ჩვენთან მოდიან მაგალითი არიან საზოგადოებისთვის. დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ხარაგაულში გაზრდილი ადამიანი არის ჩვენი სტუმარი. გოჩა ბუაჩიძემ ძალიან საინტერესო ცხოვრების გზა განვლო, მან თავისი სიცოცხლის გარკვეული წლები საქართველოს ფარგლებს გარეთ გაატარა, მაგრამ არასდროს  დაუკარგავს ხარაგაული.“ გოჩა ბუაჩიძე დამსწრე საზოგადოებას თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ესაუბრა: „ბავშვობიდანვე მიყვარდა კითხვა და შრომა, ვსწავლობდი პირველ საშუალო სკოლაში, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩამოყალიბებაში.“ გოჩა ბუაჩიძემ  აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც არაბულ ხელნაწერებზე დაიწყო მუშაობა, რომელიც იერუსალიმში ინახებოდა. აქვს სხვადასხვა სტატიები და მონოგრაფიები გამოქვეყნებული ქართველ მამლუქებზე. მოღვაწეობდა სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიურ საკითხებზე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sxfhjncghn.jpg
15/11/2018 12:05

ხევის საზოგადოებრივ სახლში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხევის საზოგადოებრივ სახლში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ექსპერტი გია აბაშიძე უძღვებოდა. საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის , მათ შორის, უვიზო რეჟიმით არამართლზომიერად სარგებლობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შემდეგ დაგეგმა. საინფორმაციო კამპანიის მთავარი მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის პროცედურის ბოროტად გამოყენების შესაძლო შედეგების შესახებ.
სრულად