სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/gasflrtfcccsdg.jpg
14/02/2023 15:58

,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერიაში სპარტაკ ლაცაბიძის ექვსეულმა ითამაშა

ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერიის მორიგი თამაში გაიმართა. დღეს წამყვანის წინააღმდეგ სპარტაკ ლაცაბიძის ექვსეული თამაშობდა. თამაშს ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე. გუნდის წინაშე სპეციალური კითხვით წარსდგა, მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი, თეა ტალახაძე. დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ: სპარტაკ ლაცაბიძე კობა კაკიაშვილი თენგიზ ჭყოიძე როლანდი ცუცქირიძე ვახტანგ ცხოვრებაძე გიორგი კაკიაშვილი თამაში ანგარიშით 5:6 დასრულდა. დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის წევრი, გიორგი კაკიაშვილი. 20 თებერვალს, ინტელექტუალური თამაშების, ზამთრის სერიაში- მარელისის საჯარო სკოლის დირექტორის, ვერა ოდიკაძის ექვსეული მიიღებს მონაწილეობას. ინტელექტუალური თამაშები, 27 თებერვალს ზამთრის სერიის ფინალური თამაშით დასრულდება. ,,რა? სად? როდის?“ მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, რომელიც გამარჯვებულ გუნდს ფულად პრიზს გადასცემს.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdfgjhwasdasd.jpg
14/02/2023 15:56

წიფასა და გედსამანიაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მერიამ, მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან ერთად განხორციელებული მუშაობის შედეგად, უკვე შეძლო დაფინანსების მიღება, რომლითაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში წიფასა და გედსამანიაში გზების რეაბილიტაცია მოხდება. მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, ორ მაღალმთიან სოფელში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ხარაგაულის მერიას 510 051 ლარი უკვე გამოეყო.  კობა ლურსმანაშვილი: - ყოველწლიურად, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით გამოიყოფა თანხები მუნიციპალიტეტებისთვის. ამ კუთხით, აქტიური გახლავთ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი პაატა კვიჟინაძე, რომელიც უშუალოდაა საბჭოს წევრი. ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, ხარაგაულმა მიიღო თანხა, რომლითაც ორ სოფელში წიფაში და გედსამანიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვგეგმავთ. მთავრობის განკარგულება უკვე გამოიცა, თანხაც გამოყოფილია და მერიის შესაბამისი სამსახურები მალე დაიწყებენ პროცედურებს ტენდერის მოსამზადებლად.“ მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ამ დრომდე, მთის საბჭოს დაფინანსებით ხარაგაულში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა. ,,გასულ წელს სოფელ ჩრდილში ორი პროექტი განხორციელდა, მანამდე ზვარეში, ასევე გედსამანიასა და ბჟინევში, რომელიც დასასრულებელია. ასევე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა ნუნისში და ცხადია ჩვენი მოსახლეობა სარგებლობს ამ პროექტებით. მთავარი არის ერთი რამ, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებოდ არ აქვს ეს ზონა დატოვებული. ადგილობრივი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არაა თვით დაიმედებული, რომ ყველაფერი კარგადაა, ცხადია კიდევ ბევრი საჭიროებაა და ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები გადავჭრათ. ვფიქრობთ, ორ-სამ წელიწადში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწერიგებას მაღალმთიან დასახლებებში სრულად დავასრულებთ. უპირველესი მოთხოვნაა იყოს გზა, ამის შემდეგ, ვეცდებით სხვა საჭიროებები დავაყენოთ პრიორიტეტად“- აცხადებს ხარაგაულის მერი. კობა ლურსმანაშვილი საუბრისას მოლითი-ჩუმათელეთი - ფონას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის თემასაც შეეხო. ,,პროექტი უპასუხისმგებლო კომპანიის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებების გამო წლების განმავლობაში ვერ განხორციელდა. ამ ეტაპზე, ტენდერი დასრულებულია და შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს. საერთო ღირებულებით, ამ გზის რეაბილიტაციისთვის 87 მილიონი დაიხარჯება".        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdfg.jpg
14/02/2023 15:54

ფორუმზე ხარაგაული ხუნევის მაჟორიტარმა დეპუტატმა  ლენა აბაშიძემ წარადგენდა.

ხარაგაულის საკრებულოს წევრებმა, პროექტის "ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის" დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტის შემაჯამებელ ფორუმს ,,კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში," პროგრამის დირექტორი - დოქტორი ქრიტოფ ბაიერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი და ასევე, საპილოტე ათივე მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, პროექტის ფარგლებში ჩართული, მონაწილეები ესწრებოდნენ. ფორუმზე ხარაგაულს ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი,საკრებულოს წევრი, ლენა აბაშიძე წარადგენდა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა პროექტის „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ძირითადი მიღწევები: პროექტის ფარგლებში შექმნილი ძირითადი პროდუქტები - პორტალი chemisakrebulo.ge საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების გზამკვლევი; საკრებულოს წევრის ბლოკნოტი, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ნორმატიული აქტის პროექტი; 2022 წელს 10 საპილოტე მუნიციპალიტეტებში გამართული პილოტირების შედეგები; ღონისძიების დასასრულს გაიმართა საკრებულოს წევრების დაჯილდოვება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს წევრი, ეკა შველიძე , ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ირმა ვეფხვაძე და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, ივანე ჭიპაშვილი. პროექტი საქართველოს მასშტაბით ათ მუნიციპალიტეტში ხორციელდებოდა. ხარაგაული იმ სამ მუნიციპალიტეტს შორისაა , რომელიც ფორუმზე, საზოგადოებას საუკეთესო პრაქტიკის და ინოვაციური გადაწყვეტილებების მაგალითები წარუდგინა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ, კონსორციუმი, რომელიც შედგება სამი ორგანიზაციიგან: მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC), კარგი მმართველობის ინსტიტუტი (GGI) და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC). პროექტი ხორციელდებოდა 2021 წლის ივლისიდან და დაფინანსებული გახლდათ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ (GGLD) ფარგლებში.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90.jpg
14/02/2023 15:51

სამედიცინო აქცია ხარაგაულში

20 თებერვალს, ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით, კიდევ ერთი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის კლინიკის, კლინიკური მენეჯერი დიმიტრი კოჩაძე, 20 თებერვალს ბენეფიციარებს კვლავ აქციის ფარგლებში უმასპინძლებს. კონსულტაციას ქ. თბილისის შპს "ზურაბ ტყეშელაშვილის სახელობის ტრავმატოლოგია ორთოპედიის ცენტრის“ სპეციალისტები ჩაატარებენ. ექიმი ანგიოლოგი/ანგიოქირურგი - ოთარ ფილიშვილი, ექიმი ნეიროქირურგი: ველოდი გახარია და ალექსანდრე კორძაძე. შეგიძლიათ გვეწვიოთ თუ თქვენთვის ნაცნობია შემდეგი სიმპტომები: ტკივილი ხერხემლის არეში(კისერი , გულმკერდი, წელი) ტკივილი, დაბუჟება, ძალის დაქვეითება კიდურებში თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევები ტკივილი სახის არეში შუილი ყურებში ხერხემლის გამრუდება ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ( ქვედა კიდურების წვა, სიმძიმე, სიმხურვალე, ტკივილი, ვენური ქსელის არსებობა, გართულებულ შემთხვევაში შეშუპება და დაწყლულება). კიდურების ათეროსკლეროზი - ( ტკივილი კანჭის კუნთებში, სწრაფი დაღლა) საძილე არტერიების სტენოზი - ( ხშირი თავბრუსხვევა, ხანმოკლე ბარბაცი, მხედველობის ამოვარდნა, ტრანზიტორულ–იშემიური შეტევა ) ანამნეზში იშემიური ინსულტი სხვადასხვა ხარისხის. მუცლის აორტის ანევრიზმა - ( პულსაცია მუცლის არეში ) თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რაიონიდან გაუსვლელად, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის კლინიკაში მიიღოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების უფასო კონსულტაცია, საჭიროებისამებრ ადგილზე ჩაიტაროთ საჭირო ლაბორატორიული ან/და ინსტრუმენტული კვლევა. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების დიაგნოსტიკის შემდეგ ადგილზე მოხდება სამკურნალო-პრევენციული ღონისძიებების შერჩევა და დაგეგმარება. უფასო კონსულტაციის დღეს, ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, მიკროავტობუსები პაციენტებისათვის უსასყიდლოდ იმოძრავებს ხარაგაულის რამოდენიმე სოფელში. კერძოდ: ვარძია, წყალაფორეთი, კიცხი, ხიდარი, დაბა ხარაგაული. ხარაგაულის სამედიცინო ცენტრი, მადლობას უხდის შპს“ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორს ბატონ - გიორგი აბაიაძეს, შპს“ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დირექტორს ქალბატონ ნანა მგალობლიშვილს, მოწვეულ სპეციალისტებს, ადგილობრივ მერიას და ხარაგაულის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისის თავმჯდომარეს ბატონ შმაგი ხიჯაკაძეს, გაწეული დახმარებისთვის. შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 თებერვალს, გაიმართება უფასო სამედიცინო აქცია რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის კლინიკაში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/330163145_1417765579051212_868777594845981784_n.jpg
10/02/2023 18:57

სოფელ ჩრდილში ახალი სკოლა აშენდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარის საჯარო სკოლასთან შერწყმული სოფელ ჩრდილის დაწყებითი სკოლის მშენებლოსთვის ტენდერი გამოცხადდა. სკოლის მშენებლობისთვის 1,109,149  ლარია გათვალისწინებული. 20 მოსწავლეზე  გათვლილი სკოლის  სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, ელექტრონული ტენდერი, განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.  პროექტის მოსამზადებლად და სამშენებლო სამუშაოებისთვის  17 კალენდარული თვე არის გათვალისწინებული. მათ შორის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად განსაზღვრულია 5,  ხოლო სამშენებლო სამუშაოებისთვის 12 კალენდარული თვე. სოფელ ჩრდილში სკოლის მოსწავლეები ამ დროისთვის ალტერნატიულ ფართში სწავლობენ.          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/330126145_735206931288754_4972165694870805093_n.jpg
08/02/2023 17:12

ხარაგაულში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დავითობა აღნიშნეს

დღეს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიისა და N2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგებმა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ ერთობლივი  ლექცია წაიკითხეს და მოსწავლეების ჩართულობით დისკუსია გამართეს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, ჰამლეტ ბერაძე - „ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა, ბავშვებმა არაფორმალურ გარემოში მოისმინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ჩაერთვნენ დისკუსიაში.“ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ისტორიის პედაგოგი, ზეინაბ ბუაჩიძე - „ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა დავითის პიროვნება, საშინაო რეფორები და საგარეო პოლიტიკა, ახალგაზრდებიც ჩაერთვნენ. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ“.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/lena_7.jpg
07/02/2023 13:06

ლენა აბაშიძე  ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ფორუმზე ხარაგაულს წარადგენს

ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებლოს წევრი, ლენა აბაშიძე  ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ფორუმზე ხარაგაულს წარადგენს. ფორუმი სახელწოდებით ,,საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიიისთვის”,  თბილისში 9 თებერვალს გაიმართება. ლენა აბაშიძე ფორუმზე საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების კარგი პრაქტიკის მაგალითებს გაუზიარებს საზოგადოებას. ღონიძიებას ასევე დაესწრებიან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე,  მზია გიორგობიანი. კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში, პროგრამის დირექტორი, დოქტორი ქრიტოფ ბაიერი.  საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, კახი კახიშვილი და სხვა ოფიციალური პირები. ფორუმის თემა გახლავთ,  ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ადგილობირივი თვითმმართველობის დონეზე - საუკეთესო პრაქტიკა და ინოვაციური გადაწყვეტილებები. ღონისძიების მიზანია: თვითმმართველობის, წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის გაძლიერების ხელშეწყობა. წარმოდგენილი იქნება: პროექტის „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ძირითადი მიღწევები, პროექტის ფარგლებში შექმნილი ძირითადი პროდუქტები:  პორტალი www.chemisakrebulo.ge ; საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების გზამკვლევი;  საკრებულოს წევრის ბლოკნოტი;  ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ნორმატიული აქტის პროექტი; ასევე 2022 წელს 10 საპილოტე მუნიციპალიტეტებში გამართული პილოტირების შედეგები. ფორუმის ორგანიზატორია: კონსორციუმი, რომელიც შედგება სამი ორგანიზაციიგან: მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი MSDC, კარგი მმართველობის ინსტიტუტი GGI და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი ICCC. პროექტი ხორციელდება 2021 წლის ივლისიდან და დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ GGLD ფარგლებში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ra.JPG
07/02/2023 11:33

დავით ჩადუნელის ექვსეულმა თამაში ანგარიშით 6:1 დაასრულა

ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერიის მორიგი თამაში გაიმართა. დავით ჩადუნელის ექვსეულმა თამაში წამყვანის წინააღმდეგ ანგარიშით 6:1 დაასრულა. დღის მოაზროვნედ , გუნდის წევრი , ნიკოლოზ მაჭავარიანი დასახელდა. თამაშს მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სპმთპ - ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლალი სებისკვერაძე. დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ: დავით ჩადუნელი, კახა გოლუბიანი, ნიკოლოზ მაჭავარიანი,ბესო დავაძე,კობა ყრუაშვილი, ვასილ კიკნაძე ინტელექტუალური თამაშების, ზამთრის სერიაში 13 თებერვალს - სპარტაკ ლაცაბიძის, ხოლო 20 თებერვალს - ვერა ოდიკაძის ექვსეული მიიღებს მონაწილეობას. ზამთრის სერიის პირველი თამაში გივი კურტანიძის ექვსეულმა ანგარიშით 6:2 დაასრულა. ინტელექტუალური თამაშები, 27 თებერვალს ზამთრის სერიის ფინალური თამაშით  დასრულდება. ,,რა? სად? როდის?“ მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, რომელიც გამარჯვებულ გუნდს ფულად პრიზს გადასცემს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfbb.jpg
06/02/2023 16:38

მუდმივი კომუნიკაცია ხალხთან - რას სთხოვს ხარაგაულის მერი წარმომადგენლებს

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა. თათბირს მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი და მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გახლდათ. ხარაგაულის მერიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 20 ადმინისტრაციულ ერთეულში, 74 შეხვედრა ჩაატარა. თათბირზე მერმა განაცხადა, რომ ახლა მთავარია  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიღებული წინადადებებმა დროულად მიიღოს პროექტის ფორმა , რომელზედაც მერია შესყიდვას,  პროცედურების დაცვით, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. მერმა კიდევ ერთხელ ნათლად განმარტა რა გზას გადის მერია თითოეული პროექტის განხორციელებისთვის იდეიდან - სამუშაოების შესრულებამდე, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ხარაგაულის მერმა შეხვედრის დროს ყურადღება კიდევ ერთხელ   გაამახვილა მოქალაქეებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე. კობა ლურსმანაშვილი თვლის,რომ ხარაგაულის მერიას აქვს მზაობა, სხვადასხვა სეგმენტ ჯგუფების საჭიროებები, შესაძლებლობების ფარგლებში დააკმაყოფილოს. სწორედ ამიტომ მერის წარმომადგენლებს ხალხთან ახლო და მუდმივი კომუნიკაცია დაევალათ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/medlebi.JPG
06/02/2023 16:17

კობა ლურსმანაშვილმა წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცა

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მედლების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.  წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცა.  კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა მოგილოცოთ თქვენი დაუღალავი შრომის და ნიჭიერების შედეგი. წარმატება აგებულია ბევრ შრომასა  და შინაგან სიძლიერეზე და მიხარია რომ თქვენ ეს შეძელით. მინდა იცოდეთ, რომ ხარაგაულის მერია, როგორც საჯარო ინსტიტუცია, ყოველთვის შეგიძლიათ განიხილოთ თქვენს მეგობრად და პარტნიორად.  თქვნ ხართ გამორჩეული ხარაგაულელები , ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გაგვაჩნია თქვენგან, როგორც გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდებისგან."  მედლების გადაცემის საზეიმო ცერემონიას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი,მარინა ვეფხვაძე, სპმთპ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლალი სებისკვერაძე და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ოქროს მედალი 20 მოსწავლეს გადაეცა, ხოლო ვერცხლის მედლით 1 მოსწავლე დაჯილდოვდა. მედლები გადაეცათ: გიორგი სებისკვერაძე - დაბის  N2  სკოლა  გრიგოლ ხიჯაკაძე - დაბის  N2  სკოლა  ანა კვინიკაძე - დაბის N 3 სკოლა    ანა მაისურაძე - დაბის N 3 სკოლა    ვაჟა მაღრაძე - დაბის N 3 სკოლა     ანი მეიფარიანი - დაბის N 3 სკოლა   ბერიკა მაჩაიძე - ბორითის საჯარო სკოლა თათია ხიჯაკაძე - ვარძიის საჯარო სკოლა მარიამ ხიჯაკაძე - ვარძიის საჯარო სკოლა   მარიამ ნიქაბაძე - ვარძიის საჯარო სკოლა    ანი ბლიაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა ნინო გოგოლაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა გოჩა ლომიძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა ინოლა ღონღაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა სალომე კვირიკაშვილი - ლაშის საჯარო სკოლა ნონა ყიფიანი - მარელისის საჯარო სკოლა საბა ებანოიძე - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია მარიამ მანჯავიძე - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია ნინო მიქაბერიძე - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია ბაქარი ორბელაძე - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია     თეო გოლუბიანი - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო
სრულად