სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/dgyhjukl%2Cj.jpg
11/02/2019 11:16

რა პრიორიტეტები შეარჩია თეთრაწყაროს, საქარიქედისა და კიცხის იგორეთის მოსახლეობამ

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თეთრაწყაროს, საქარიქედისა და კიცხის იგორეთის მოსახლეობამ სოფლის საერთო კრებებზე მთავარ პრიორიტეტად წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა დაასახელა.  თეთრაწყაროში ვეფხვაძეების, გველესიანების, გიორგიძეების, ბერაძეების უბნებისთვის წყლის მიწოდებისთვის 12 000 ლარი დაიხარჯება. კიცხის იგორეთში ასევე წყლის პრობლემას 10 000 ლარი მოხმარდება. ამდენივე თანხა დაიხარჯება საქარიქედის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად.  სოფლის საერთო კრებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 28 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება ტენდერების გამოცხადება.  სოფლის საერთო კრებებს ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე, მერის წარმომადგენელი კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში გია ჩხიკვაძე და მაჟორიტარი დეპტატი აკაკი ლურსმანაშვილი დაესწრნენ. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG
11/02/2019 10:17

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/DSCN1731.JPG
08/02/2019 16:35

ხარაგაულის სკოლების სარეაბილიტაციოდ 200 000 ლარი გამოიყო

აღნიშნულის შესახებ 7 თებერვალს გამართულ ბიუროს სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა განაცხადა და ბიუროს წევრებს საბიუჯეტო ცვლილების შესახებ შემდეგი საკითხები გააცნო. ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N13 განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის მიზნობრივი ტრანსფერი-200 000 ლარი გამოეყო, ხოლო მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად  დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად - 108 743 ლარი. საბიუჯეტო ცვლილების მიზეზი გახდა ასევე, მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის N45 განკარგულება, რის საფუძველზეც, პირველ ეტაპზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს - 430 000 ლარი გამოეყო. სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ (2015-2018 წლებში) აღებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭიროა მუნიციპალიტეტის 2019 წლის პირველი იანვრისთვის არსებული ნაშთიდან, ბიუჯეტის ხარჯებში ამ ეტაპისთვის მიიმართოს 462 505 ლარი. აქედან: სახელმწიფო ფონდებით გამოყოფილი სახსრების ნაშთიდან-43 005 ლარი, რომელიც ძირითადად გზების, ხიდებისა და ბოგირების რეაბილიტაციაზეა გათვალისწინებული და საკუთარი სახსრების ნაშთი 419 500 ლარი, რომელიც  შემდეგ მიმართულებებზე გაიხარჯება: 289 700 ლარი მონიტორინგის ჯგუფის ანაზღაურებაზე მიიმართება; 7300 ლარი – ხიდ-ბოგირების შეკეთებაზე; 64 ათას ლარი – ანეულაში სარიტუალო სახლის მშენებლობაზე; 43 ათას ლარი – მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესაძენად; 10 ათას ლარი – საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მომსახურებისთვის; 5 500 ლარი - „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ სუბსიდიაში მიიმართება – სახალხო თეატრში ერთი მსახიობის შტატის დამატების გამო. აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებას შესაბამისი კომისიები განიხილავენ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები 11 თებერვლის რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/IMG_5876.jpg
08/02/2019 12:42

საბავშვო ბაღებში ღონისძიება  „მამა მიკითხავს ზღაპარს“ ჩატარდა

დღეს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში(დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) შემავალ ყველა საბავშვო ბაღში ღონისძიება  „მამა მიკითხავს ზღაპარს“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ზღაპრები პატარებს მამებმა წაუკითხეს.  N1 საბავშვო ბაღის 3-4 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელებს, ზღაპარი გაბრიელ შარიქაძის მამამ,  ლევან შარიქაძემ , წაუკითხა. მან პატარებს ანა კატერინა ვესტლის ზღაპარი „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო  მანქანა“ გააცნო. პატარებს ასევე  ქართული ზღაპარი „წუნა და წრუწუნა“ წაუკითხა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ანტონმა. 5-6 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელმა კი- მოისმინეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „მეფე ერეკლე და ინგილო ქალი“, რომელიც აღსაზრდელებს ერეკლე კურტანიძის მშობელმა, გივი კურტანიძემ წაუკითხა. კითხვის დასრულების შემდეგ ზღაპრის გმირები დახატა სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა და აღნიშნა, რომ მამების ჩართულობა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და მათი ჩართულებით მომავალშიც არა ერთი ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfgjhfjk%2Cnm%2C.jpg
05/02/2019 16:48

მოლითის, ბეჟათუბანის, ნებოძირისა და ანეულის მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია

  საერთო კრებები, სოფელ მოლითში, ბეჟათუბანში, ნებოძირში და ანეულაში გაიმართა.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე, ზემოთ აღნიშნული სოფლების მოსახლეობას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ესაუბრა და საპროექტო წინადადების განხილვისა და კრების ჩატარების პროცედურები პირადად გააცნო.   სოფელ მოლითში მოსახლეობამ რამდენიმე იდეა გააერთიანა და მათთვის გამოყოფილი 12 000 ლარით სარიტუალო დარბაზისთვის სამზარეულოს ასაშებელად მასალებს შეიძენენ, ასევე, სოფლის ერთ უბანში მოაწყობენ სანიაღვრე არხს, შეიძენენ წყლის მილებს, მოლითის ცენტრიდან ყოფილი რკინიგზის სადგურამდე გააკეთებენ გარე განათების ქსელს, რკინიგზის ბინების მიმდებარე ტერიტორიაზე კი, სოფლის თავშეყრის ადგილისთვის ძელსკამებს და საქანელას შეიძენენ, ასევე, შეაკეთებენ სოფლის წყლის წისქვილის ღარს.   ნებოძირის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით, სოფლის სასაფლაოს შემოღობვა, წყლის სისტემის შეკეთება და სოფლის თავშეყრის ადგილის კეთილმოწყობა გადაწყვიტა, რისთვისაც 12 000 ლარი დაიხარჯება.  რაც შეეხება ანეულას და ბეჟათუბნის მოსახლეობას, რომელთაც სოფლის პროექტების ფარგლებში 10-10 ათასი ლარი გამოეყოთ, სოფლის ცენტრალური გზების შეკეთებას დაუჭირეს მხარი.  სოფლის საერთო კრებებს ესწრებოდა მერის წარმომადგენელი მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში სპარტაკ ლაცაბიძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ტალახაძე. კრების ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/fghkjcvbhmn.JPG
05/02/2019 12:06

დეპუტატებმა მერიის 2018 წლის შესყიდვების ანგარიში უარყოფითად შეაფასეს

4 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული  ოთხი საკითხი განიხილეს. პირველი საკითხი  მერიის მიერ 2018 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად  განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის შეფასების შესახებ ინფორმაცია გახლდათ. საკითხი სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, ზურაბ იჩქიტიძემ წარადგინა. ზურაბ იჩქიტიძის განმარტებით, გასულ 2018 წელს მუნიციპალიტეტის მერიამ შეასრულა 112 ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პროექტი, რომელთაგან  64 შედგა, 2-შეწყდა, ხოლო-12 მათგანი უარყოფითად დასრულდა,  33  ტენდერი კი, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ვერ შედგა. ერთი ტენდერი კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებმა ძირითადი შენიშვნები რამდენჯერმე გამოცხადებულ,  არ შემდგარ ტენდერებზე, პროექტების ხშირ გადავადებებზე და უპასუხისმგებლო ინდმეწარმეებზე გამოთქვეს, რომლებმაც პროექტები მიატოვეს და ხელშეკრულება არ შეწყვეტიათ. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით კიკნაძე აღნიშნავს, რომ საღანძილე-ზარანის დამაკავშირებელ ხიდის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტის შესყიდვაზე  მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 6-ჯერ გამოაცხადა: „მაინტერესებს სატენდერო კომისიამ რა შეცვლა, როდესაც პროექტი რამდენჯერმე ჩაიშალა. მოგეხსენებათ ხიდი დაზიანდა წყალდიდობის შედეგად, თანხები დროულად გამოიყო სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან და შესაბამისად ეს საკითხი   დაჩქარებული წესით უნდა მოგვარებულიყო“ - განაცხა დავით კიკნაძემ. ზურაბ იჩქიტიძის განმარტებით, აღნიშნული პროექტის შესყიდვაზე ტენდერი თავიდან 5 ათასი ლარზე გამოცხადდა, რომელიც ყოველ ჯერზე იზრდებოდა და  8 ათას ლარამდე ავიდა. მისივე თქმით იყო მცდელობა ასევე პროექტის ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, გამარტივებული წესით შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ინდმეწარმეებმა უარი განაცხადეს, რადგან შესყიდვების სააგენტო აწესებს რეგულაციებს, რომელიც ინდმეწარმეებისთვის არც ისე ხელსაყრელია. საკრებულოს „ფრაქცია ქართულ ოცნება-დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა გოგოლაძის აზრით რამდენიმე თვის განმავლობაში მიზანმიმართულად ფერხდებოდა  შესყიდვების მიმდინარეობა „საბოტაჟს ვერ დავარქმევ, მაგრამ ჩემი აზრით, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იყო პროექტების შესყიდვისას, რადგან ვფიქრობ უფრო მარტივად შეიძლებოდა პროექტების შესყიდვა.“ პაატა გოგოლაძე ასევე დაინტერესდა, მიმდინარე წელსაც, ხომ არ განმეორდება იგივე და ტენდერები ხომ არ ჩაიშლება? საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტები სათანადოდ არ არის მომზადებული „პროექტები შესაბამისად არ არის მომზადებული, ისევე როგორც, არ არის სწორად დათვლილი საბაზრო ღირებულება და სწორედ ამ მიზეზით ხდება პროექტების დაწუნება.“ ზურაბ იჩქიტიძის განმარტებით, არშემდგარი ტენდერების მიზეზი ფასები იყო და არა დოკუმენტაციის არასათანადოდ მომზადება. „პროექტები, რომ  მაღალი ხარისხით შესრულებულიყო, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გეოლოგიური და გეოდეზიური კვლევების აუცილებლობა მოვითხოვეთ. ეს კვლევები დამპროექტებელს ხარჯებს უზრდის, რაც გახლდათ ალბათ ერთ-ერთი მიზეზი არშემდგარი ტენდერების“ - აღნიშნა შესყიდვების განყოფილების უფროსმა. ვარლამ ჭიპაშვილის თქმით,  2018 წელს  რამდენიმე პროექტის გადავადება მოხდა, რომლის  მიზეზად ინდმეწარმეები ძირითადად ნალექს ასახელებდნენ. იგი მიიჩნევს, რომ ნალექი არ უნდა იყოს სამუშაოების შესრულებისათვის შემაფერხებელი. ვარლამ ჭიპაშვილმა ასევე  ისაუბრა არაკეთილსინდისიერ ინდმეწარმეებზე, რომლებმაც პროექტები არ დაასრულეს და მიუხედავად ამისა, არ მომხდარა ხელშეკრულებების შეწყვეტა. სხდომაზე, საბოლოოდ დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით შესყიდვების ანგარიში უარყოფითად შეფასდა. სხდომაზე ასევე განიხილეს სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესში შესატანი ცვლილებები. ცვლილებასთან  დაკავშირებით ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ წარადგინა. ნანა კიკნაძის განმარტებით, შაქრიანი დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებულ პაციენტებზე მედიკამენტების შესაძენად მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა და ამ მედიკამენტების შეძენა მუნიციპალიტეტის სოციალური  პროგრამებიდან აღარ გაგრძელდება. მისივე განცხადებით სოციალურ პროგრამებს დაემატა განსაკუთრებით მძიმე შეზღუდვის მქონე შშმ პირების დახმარება, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მომვლელს ან მეთვალყურეს და არ არიან სოციალური შემწეობის მიმღები, მათ მუნიციპალიტეტის მერია თვეში 30 ლარის ოდენობით დაეხმარება. დეპუტატებმა სხვადასხვა ნაწილში განიხილეს საკრებულოს ფრაქციების „თვითმმართველობა ხალხისთვის“ და „ძალა ერთობაშია“ საერთო განცხადება. განცხადებაში ფრაქციების თავმჯდომარეები, ინგა მაღრაძე და თორნიკე ავალიშვილი დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევას მოითხოვენ, რათა შესწავლილი იქნას მერისა და მერიის სამი წლის საქმიანობა. როგორც, თორნიკე ავალიშვილმა განმარტა, საკრებულოს უმრავლესობას კითხვები და შენიშვნები აქვს მერისა და მერიის სამსახურების მიმართ: „უამრავი კითხვები არსებობს, უარყოფითად აფასებთ სამსახურების საქმიანობას, ჩვენ მოგმართავთ, რომ მოვიწვიოთ დამოუკიდებელი აუდიტი და შეისწავლოს მათი საქმიანობა, რათა ერთხელ და საბოლოოდ  გაეცეს  კითხვებს პასუხები“.  საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა გოგოლაძის თქმით დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა გაიმართება და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.                 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/fghncvbnc.jpg
04/02/2019 16:57

რა გაკეთდება ბაზალეთის თემში სოფლის პროექტებით

1 თებერვლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრებების ჩატარება დაიწყო.  პირველი საერთო კრება ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, სადაც  წინასწარ წარმოდგენილ იდეებზე,  ფარული კენჭისყრით,  სოფლის საჭიროებებისთვის, საკუთარი ნება ბაზალეთის, ღარიხევის, ქროლისა და წიფის მოსახლეობამ დააფიქსირა.  საერთო კრებებს ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე უძღვებოდა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, თენგიზ ჭიპაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი.   საერთო კრებების დასრულების შემდეგ მოსახლეობამ შემდეგი პროექტები აირჩია:  სოფელ ბაზალეთში საუბნო გზებზე გარე განათების ქსელის მოწყობა - 12 000 ლარი.   ქროლში სოფლის ცენტრალურ გზაზე, ასევე, გარე განათების ქსელის გაკეთება - 10 000 ლარი.  რაც შეეხება სოფლებს ღარიხევსა და წიფს აქაურმა მაცხოვრებლებმა იდეები გააერთიანეს და 20 000 ლარით ორი სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის ავზს და მილებს შეიძენს, ასევე მოაწყობენ გარე განათების სისტემას და რემონტს ჩაუტარებენ სოფლის კლუბს. შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა. პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სოფლის პროექტებისთვის 830 000 ლარი გამოეყო. თანხა სოფლის მოსახლების მიერ შერჩეულ პროექტებზე გადანაწილდება.  საერთო კრებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 28 თებერვალს დასრულდება.  იხილეთ ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd.jpg
04/02/2019 12:56

ყურადღება აუქციონი!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზნით  ელექტრონული აუქციონი ცხადდება. ლახუნდარის მიწები                                   აუქციონი 2019 წლის 7 თებერვალს,  16:00 საათზე, დაიწყება და 26 თებერვალს, 16:00 საათზე, დასრულდება. აუქციონი ცხადდება ასევე შემდეგი ქონების პრივატიზებისა და იჯარით გაცემის მიზნით. რკინის მილები უბისის სარიტუალო აუქციონი 2019 წლის 11 თებერვალს,  16:00 საათზე, დაიწყება და 21 თებერვალს, 16:00 საათზე, დასრულდება. ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge  ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/ghjfghjnmvcb.jpg
04/02/2019 12:31

ტრენინგი ეფექტური მუშაობისთვის

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით „პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის“ წარმომადგენელმა, თამარ ჩიბურდანიძემ ერთდღიანი ტრენინგი ჩაუტარა მერიის სამსახურებისა და განყოფილების უფროსებს, ასევე ა(ა)იპ-ის დირექტორებს. ანგარიშის მომზადება, ეფექტური პრეზენტაცია და პროექტების წერის თანამედროვე ტექნოლოგიები - ეს ის თემებია, რომლის შესახებაც  ტრენერმა შეხვედრაზე ისაუბრა.  ტრენინგის დასასრულს თამარ ჩიბურდანიძემ მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfghbfjrfyjhdfgh.JPG
01/02/2019 10:33

დღეიდან ხარაგაულში სოფლის კრებები დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებების გამართვა დაიწყო. 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით ხარაგაულის ყველა სოფელში გაიმართება კრება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა განსაზღვრავს თუ რა პროექტი განხორციელდება მათ სოფელში გამოყოფილი თანხით. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა, რათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოხდეს პრიორიტეტების შერჩევა. დღეს სოფლის კრება ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ოთხ სოფელში გაიმართება: ბაზალეთი - 11:00 საათი; ქროლი - 13:00 საათი; ღარიხევი - 15:00 საათი; წიფი - 17:00; შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა. სოფლის კრებების განრიგი.
სრულად