სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/sss.jpg
06/04/2023 15:46

ხარაგაულში მსოფლიო სპორტის დღე აღნიშნეს

დღეს ხარაგაული მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის, ასევე, სპორტისა და  ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და დასვენებზის პარკში გეზრბენი მოეწყო, სადაც პირველი ადგილი  ნიკა კაკოიშვილმა დაიკავა. გეზრბენში მონაწილე ახალგადზრდებს  სიგელები გადაეცათ. 2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 2014 წლიდან საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს. სწორედ ამ დღეს - 1896 წლის 6 აპრილს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/sdvdv.jpg
04/04/2023 20:39

სოფელ მაქათუბანში , გზის მობეტონების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო. 27 სოფელში გზების რეაბილიტაციას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი უშუალოდ უწევს კონტროლს და მონიტორინგს. სოფელ მაქათუბანში წიქარიშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ზურა ბანცაძესთან ერთად გაეცნო. რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ბეტონის საფარი, სოფელ მაქათუბანში 212 მეტრ სიგრძეზე დაიგება. ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულს პირველ ეტაპზე 3 643 963 ლარი გამოეყო. 12 ახალი პროექტის განსახორციელებლად 2 132 888 ლარი დაიხარჯება. 1 511 075 ლარი მოხმარდება 12 გარდამავალი პროექტის განხორციელებას. ხარაგაულის მერიის ოფიციალურ გვერდზე თქვენ ეტაპობრივად გაეცნობით სიახლეებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ვრცელ ინფორმაციას რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ გაეცანით აქ https://bit.ly/42Ziy8p    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/foto%201.jpg
04/04/2023 19:53

ხარაგაულის 27 სოფელში ახალი გზა გაკეთდება

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, რომელიც ხარაგაულის 27 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურას მოწესრიგებას ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულს რეგიონული განვითარების ფონდიდან პროექტების განსახორციელებლად 3 643 963 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა ახალი და გარდამავალი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ჯამში ახალი გზა 27 სოფელში გაკეთდება. ახალი პროექტების განსახორციელებლად 2 132 888 ლარი დაიხარჯება. 1 511 075 ლარი მოხმარდება  12 გარდამავალი პროექტის განხორციელებას. საგზაო ინფრასტრუქტურა შემდეგ სოფლებში მოწესრიგდება:   სოფელ მარელისში გზის რეაბილიტაცია (ქურდაძეების უბანი) - 250,000 ლარი;   სოფელ მაქათუბანში გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილების უბანი) - 49,191 ლარი;  სოფელ ხუნევში გზის რეაბილიტაცია (გუბათის უბანი) - 216,952 ლარი;  სოფელ ხიდარში გლუნჩაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია - 88,875 ლარი; სოფელ ბრუისში გზის რეაბილიტაცია - 49,777 ლარი; სოფელ წიფში გზის რეაბილიტაცია - 142,998.67 ლარი; სოფელ საღანძილეში იჩქიტიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია - 200,222 ლარი; დაბა ხარაგაულში დევდარიანის ქუჩის რეაბილიტაცია - 118,905 ლარი; სოფელ ფარცხნალში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ეკლესიის უბანი) - 220,724 ლარი;  სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ვეფხვაძეების უბანი, ხანდები) - 175,252 ლარი;  სოფელ ბაზალეთის, სოფელ წყალაფორეთის, სოფელ ვარძიის და კიცხი-ხიდარის დამაკავშირებელი ა/ბეტონის საფარიანი გზების რეაბილიტაცია - 362,767 ლარი;  სოფელ ჭარტალში გზის რეაბილიტაცია - 155,885 ლარი;  გარდამავალი პროექტები:  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მაქათუბანის ორ უბანში გზის რეაბილიტაცია (II ეტაპი) - 138,278.00  სოფელ ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესხების უბანი) -45,021.00  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (III ეტაპი) - 48,473.00 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძეების უბანი) -102,629.00  სოფელ ლაშეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ცქიტიშვილების უბანი) - 54,920 ლარი;  სოფელ უბისაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა - 24,419.00  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია -136,038.00  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძეების უბანი) II-ეტაპი -52,861.00  სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია - 334,000.00  სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია -190,988.00  სოფელ ნებოძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია -259,999.00  სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია (მეორე უბანი) - 123,449.00 ხარაგაულის მერიის ინფრსატრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური მომზადებული პროექტებით შეხვდა ახალ დაფინანსებას. შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად გამოცხადებული ტენდერები ვადებში დასრულდა. სამუშაოები სოფლებში უახლოეს დღეებში დაიწყება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/vebb_2.jpg
04/04/2023 19:40

ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გეზრბენში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა

დღეს ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის" ფარგლებში იმერეთის რეგიონალური პირველობა გეზრბენში, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში გაიმართა. სპორტულ ოლიმპიადაში დაბა ხარაგაულის მეორე საჯარო  სკოლის გოგონათა გუნდმა საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა (პედაგოგი გოჩა ჭყოიძე). დღესვე, იმერეთის რეგიონულ პირველობაზე გამგზავრებამდე  ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ 2022-2023 წლების სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების ფინალურ ეტაპზე გასულ    დაბის მეორე და მესამე საჯარო სკოლის გუნდებს საჩუქრად სპორტული ფორმები გადასცა. სასკოლო ოლიმპიადა ხარაგაულში ოქტომბრის თვეში დაიწყო და  თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, კერძოდ: გეზრბენში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში, ხელბურთში, კალათბურთში, მინი ფეხბურთსა და მხიარულ სტარტებში ჩატარდა. საერთო ჯამში, სასკოლო - სპორტულ ოლიმპიადაში  სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, 16 საჯარო სკოლის 700-მდე მოსწავლე ჩაერთო. თამაშები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ასევე, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით მიმდინარეობდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/dv.jpg
03/04/2023 15:13

საკრებულოს სხდომაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ანგარიში განიხილეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ 2022  წელს გაწეული საქმიანობის შესახებ იმსჯელეს. ანგარიში  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ წარადგინა. ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, 2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისთვის. კერძოდ: მოწესრიგდა  შესასვლელი კიბე, მოეწყო სახანძრო გასასვლელი, ჩაისვა მეტალო-პლასმასის ფანჯრები, რაც მთავარია შენობაში მოხდა ბუნებრივი გაზის შეყვანა და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, გაიზრდა  პედაგოგების ხელფასები.  „გვაქვს მხარადჭერა, როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ისე  საკრებულოს მხრიდან.  დარწმუნებული ვარ მომავალშიც გათვალისწინებული იქნება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წინაშე არსებული საჭიროებები, მაგალითად  შენობის შიდა კოსმეტიკური რემონტი და საჭირო ინვენტარის შეძენის საკითხი“ -  განაცხადა ჰამლეტ ბერაძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მოსწავლეთა რაოდენობა 220-ს შეადგენს, ზოგიერთი ბავშვი თავიანთი ინტერესების შესაბამისად   2-3 წრეში მეცადინეობს. წრეებით სარგებლობს როგორც დაბის ასევე სოფლის სკოლის მოსწავლეები, კერძოდ; მარელისის, მოლითის, საღანძილის, ლეღვნის, ბორითის, ვერტყვიჭალის, კიცხის ზონისა და ზვარეს სკოლები. მისი განცხადებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში,  2022  წლის დასაწყისში  13  წრე ფუნქციონირებდა, რომელსაც შემდეგ ხალხური საკრავების წრე დაემატა- სოფელ კიცხსა და მარელისში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, აქტიურად თამამშრომლობს მუნიციპალიტეტის სკოლებთან, რათა   მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა სხვადასხვა კონკურსებსა და კულტურულ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა. მოსწავლე ახალაგაზრდობის სახლის მიზანია, რომ მოზარდებმა მოახდინონ თავისუფალი დროის სწორ ორგანიზება და ასევე, მათი ინტერესის სფერო სხვადასხვა  საგნებთან დაკავშირებით  განვითარდეს. ჰამლეტ ბერაძემ 2022 წელს განხორციელებული ღონისძიებების ნუსხა წარუდგინა საკრებულოს წევრებს. მან ასევე ა(ა)იპ-ის  სუბსიდირებასთან დაკავშირებით და  თანხების განკარგვასთან დაკავშირებითაც ამომწურავად ისაუბრა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/xzx.jpg
03/04/2023 14:09

საკრებულომ ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში შეაფასა და დაამტკიცა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც საკრებულოს წევრებს  დასამტკიცებლად  2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა და და მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ვრცლად ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში იხილეთ აქ  https://bit.ly/3K7F5XZ ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს სხდომაზე წარადგინა ასევე საკითხი  „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის N-69. 69230813 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ცვლილებით, სოფელ ბაზალეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამბულატორია აშენდება. პროექტზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებით 32 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 20 000 ლარი დაიხარჯება. სხდომაზე დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს: ჰამლეტ ბერაძე 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;  მომხს: დავით კიკნაძე    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1-4-0_2.jpg
03/04/2023 11:58

5 აპრილს, ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი ,,გაზაფხულის ხარაგაული

გაზაფხულს ხარაგაული ახალგაზრდული ფესტივალით ხვდება. ყველაზე მხიარული, მუსიკალური, ფერადი, თავგადასავლებით აღსავსე ახალგაზრდული ფესტივალი 5 აპრილს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება. ფესტივალი „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინიციატივით დაიგეგმა და მის ორგანიზებაში მონაწილეობას მიიღებენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი და ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულო. ვარლამ ჭიპაშვილი: -  ,,მიხარია, რომ ხარაგაული გაზაფხულს ახალგაზრდული ფესტივალით ხვდება. ასევე სასიხარულოა ჩვენი სამსახურების და აიპების ასეთი გუნდური მუშაობა. ვფიქრობ, ხარაგაულელ ახალგაზრდებს წინ საინტერესო და დაუვიწყარი დღეები ელოდებათ“. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი და დატვირთულია. მამუკა ჭიპაშვილი: ,,ასეთი მასშტაბის ფესტივალი ხარაგაულში არ ჩატარებულა. აქ ბევრი ისეთი პროექტია, რომელიც პირველად ტარდება და ახალგაზრდებისთვის საინტერესო იქნება. ფესტივალის ხიბლი იქნება ის, რომ ის ყველა სოფელში მაცხოვრებელ ახალგაზრდას მოიცავს და მათი უნარების წარმოჩენა შეუწყობს ხელს.“ ფესტივალს ექნება ჰიმნი, რომელიც ვეფხვია ღონღაძის ლექსზე დალი მერაბიშვილმა დაწერა და მას წლების განმავლობაში ხარაგაულის თაობები მღეროდნენ. მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი, გამწვანების აქცია, ინტელექტუალური თამაშები, ველო-ტური, ფოტოკონკურსი, ლიტერატურული კონკურსი, შეხვედრა წარმატებულ ხარაგაულელ ახალგაზრდებთან, ხატვის კონკურსი, სათავგადასავლო ტურ-თამაშები, ექსტრემალური ტური, ჯომარდობა , - ასეთი თემატიკის იქნება ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები.   გთავაზობთ საგაზაფხულო ფესტივალის პროგრამას: 5 აპრილი 15.00 - ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ გახსნა ხარაგაულის კინო-თეატრში (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 15.30 – „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“, ხარაგაულის სასკოლო ლიგა, შესარჩევი ტური. (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 6 აპრილი 11.00 - გამწვანების აქცია „ დარგე, გაახარე და გაიხარე!“(კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 10 აპრილი  12.00- ინტელექტუალური კონკურსი მოსწავლეთათვის „რჩეული“. შესარჩევი ტური ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში.(კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 19.00 - ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერია (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 11 აპრილი 15.00 - პროექტ  „წარმატების გასაღები“ ფარგლებში უფროსკლასელთა შეხვედრები წარმატებულ ხარაგაულელებთან. (ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით); 12 აპრილი ინტელექტუალური კონკურსი „ერუდიტი“ მე-6 მე-8 კლასელების მონაწილეობით (მოსწავლეთა სახლის ორგანიზებით); 19 აპრილი-1 მაისი ფოტოკონკურსი „გაზაფხული ხარაგაულში“ (მოსწავლეთა სახლის ორგანიზებით); 20 აპრილი 12.00 – 14.00  ინტელექტუალური კონკურსი მოსწავლეთათვის „რჩეული“ (ნახევარფინალი) (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 21 აპრილი 11.00 - დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია „მოვარჩინოთ დედამიწა“; 24 აპრილი 13.00- საბიბლიოთეკო კვირეულის  ფარგლებში პროექტი „წარმატების გასაღები“ ღონისძიებები გაიმართება  კიცხის, მარელისის, ვახანის, ვერტყვიჭალის და ნადაბურის სასოფლო ბიბლიოთეკებში; 19.00 - ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერია (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 25 აპრილი 13.00 - ღონისძიება საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ღორეშის სასოფლო ბიბლიოთეკაში -ნოდარ დუმბაძე-95, „სიყვარულის და იუმორის ენა“; 15.00 – „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“, ხარაგაულის სასკოლო ლიგა, ნახევარფინალი (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 26 აპრილი 15.00 - „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“, ხარაგაულის სასკოლო ლიგა, ნახევარფინალი (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 17.00 - ფოტოგამოფენა მუზეუმის ეზოში (ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით); 27 აპრილი 14.00-- ღონისძიება საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, თეთრაწყაროს სასოფლო განყოფილებაში გაიმართება ოთარ ჭილაძის 90 წლისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო; 15.00 - საბავშვო ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ, ნოდარ დუმბაძე -95 „სამშობლო ტაძარია სალოცავი“; 28 აპრილი 11.00 - ველო- ტური (კულტურის სამსახურის ორგანიზებით); 15.00 - პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გაიმართება ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ( ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით); 29 აპრილი 10.00 - 20.00 - ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდებისათვის „ოდეონი ჯუნიორი“ (ხარაგაულის რ. თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით); 1 მაისი 19.00 -ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერია (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 1-5 მაისი 11.00 - სამაგიდო თამაშების კვირეული ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში (ჭადრაკი, დომინო, ნარდი) (კულტურის სამსახურის ორგანიზებით); 2 მაისი 12.00-15.00 - სათავგადასავლო გასართობი „ტურ-თამაშები“ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ( სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით); 3 მაისი 15.00- ინტელექტუალური კონკურსი მოსწავლეთათვის „რჩეული“ (ფინალი) ხარაგაულის კინო- თეატრში (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 20.00 -ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „გრავეს“ კონცერტი ღია ცის ქვეშ (კულტურისა და დასვენების პარკში, ხარაგაულის სამუსიკო სკოლის ორგანიზებით); 4 მაისი 11.00-15.00 - ხატვის კონკურსი მოსწავლეთათვის ღია სივრცეში (მოსწავლეთა სახლის ორგანიზებით); 7  მაისი 10.00 -ექსტრემალური ტური ლიტერატურის მოყვარულთათვის „ეძიე წიგნი“ (ხარაგაულის რ. თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით); 8 მაისი-11 მაისი 13.00 -თოჯინების თეატრის მოგზაურობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხარაგაულის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელობით); 19.00 -- ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერია (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 10 მაისი 12.00 - ჯომარდობა მდინარე  „ჩხერიმელაზე“ (სპორტისა და ტურიზმის სამსახურის ორგანიზებით); 11 მაისი 09.00-18.00 – „თვითმმართველობის დღე ხარაგაულში“ მოსწავლეთა მონაწილეობით.(ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულოს ორგანიზებით) ; 13 მაისი-14 მაისი 10.00 -სათავგადასავლო კარვების ტური  „ბორჯომ -ხარაგაულის ეროვნული პარკის“ ტერიტორიაზე((სპორტისა და ტურიზმის სამსახურის ორგანიზებით);  15 მაისი 19.00 -ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერიის ფინალი (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 20.00 – „მოდი ღამე მუზეუმში“ (ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით); 17 მაისი 15.00 -  „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“, ხარაგაულის სასკოლო ლიგა (ფინალი) (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით); 18 მაისი 13.00 - ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ეროვნული სამოსით მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში (ხარაგაულის კულტურის სამსახურის ორგანიზებით); 19.00 - ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ საზეიმო დახურვა-კონცერტი  ღია ცის ქვეშ (ფოიერვერკი)  (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით).    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/szdv.jpg
31/03/2023 12:45

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა იწყება

ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პროგრამით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა, გიორგი კვარაცხელიამ და  ირინა გიორგიძემ დეტალურად ისაუბრეს პროგრამის პირობების შესახებ. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს. თანამონაწილეობის თანხა გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%-ს. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობა გრანტის თანხის არანაკლებ 50%-ით, მაღალმთიან დასახლებებში კი, არანაკლებ 25%-ით განისაზღვრა.   პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულია: ახალი ბიზნესის წამოწყება; ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; შშმ პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; სოციალურად დაუცველი პირის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; სოფლად/მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის დაწყება/გაფართოება; განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტის განხორციელება. პროგრამის ფარგლებში 2023 წელს აღარ დაფინანსდება 2020-2022 წლებში გამარჯვებული და 2015-2018 წლების ორჯერ დაფინანსებული ბენეფიციარები. მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების მიღება დაიწყება 3 აპრილს და 27 აპრილამდე გაგრძელდება. ხარაგაულში 2015-2022 წლების განმავლობაში დაფინანსბულია 66 პროექტი, აქედან 29 ქალი მეწარმე გახლავთ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/unnamed_2.jpg
30/03/2023 12:32

ხარაგაულში, დეკორატიული ხეების, ბუჩქებისა და ყვავილების დარგვა უახლოს დღეებში დაიწყება

კამელია, ნაძვი, ირმის რქა, ემონიუსი, ინდიკა, კალესტემონი, აზალია, სურო, პალმა, ჰორტენზია, ფიტოსფერეთი, მაგნოლია - ეს იმ ხე ყვავილების ჩამონათვალია, რომელიც სულ მალე ხარაგაულის ქუჩებს, სკვერებსა და ცენტრალურ პარკს დაამშვენებს. ,,კეთილმოწყობისა და დასუფთავების“ გაერთიანების ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს შეძენილი დეკორატიული ხეების, ბუჩქების და ყვავილოვანი ხეების რაოდენობა ყველაზე მასშტაბურია.   299 ძირი მრავალწლოვანი მცენარის დარგვა უახლოეს დღეებში დაიწყება. მაისის ბოლოს სკვერებსა და გაზონებს ერთწლოვანი კულტურებიც შეემატება, ნერგების გამოყვანას და დათესვას ,,დასუფთავების და კეთილმოწყობის“ გაერთიანება საკუთარი ძალებით მოახდენს.   მნიშვნელოვანია, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გაიზიაროს თითოეულმა ხარაგაულელმა, რათა ახალი ნარგავები დიდხანს ალამაზებდეს ჩვენს ხარაგაულს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/dffgn_3.png
29/03/2023 18:21

3 აპრილის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

        საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ                                                    დღის წესრიგი ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული  მუშაობის შესახებ                                                                                            მომხს: ჰამლეტი ბერაძე  2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის   ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში                                                                                            მომხს: ვლადიმერ გელაშვილი       3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის             და   ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                           მომხს: მარინე ხვედელიძე   „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის N-69. 69230813 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                            მომხს: პეტრე შარიქაძე                                                                                                               სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე წარუძღვება.                                 
სრულად