სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/dffgn_3.png
29/03/2023 18:21

3 აპრილის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

        საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ                                                    დღის წესრიგი ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული  მუშაობის შესახებ                                                                                            მომხს: ჰამლეტი ბერაძე  2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის   ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში                                                                                            მომხს: ვლადიმერ გელაშვილი       3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის             და   ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                           მომხს: მარინე ხვედელიძე   „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის N-69. 69230813 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                            მომხს: პეტრე შარიქაძე                                                                                                               სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე წარუძღვება.                                 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/zur.jpg
29/03/2023 18:11

საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს, რომელიც საკრებულოს წევრებს მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ზურაბ ბანცაძემ წარუდგინა . საკრებულომ მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი დაამტკიცა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/sak.jpg
29/03/2023 18:10

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.   ცვლილების თანახმად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  განსახორციელებელ პროექტების ნუსხას ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  ამბულატორიის მშენებლობის საკითხი დაემატა.   სოფლის ამბულატორიის მშენებლობა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის   მოსახლეობამ საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით აირჩია, იდეის ირგვლივ ოთხი სოფლის მოსახლეობა გაერთიანდა და ერთ საერთო პრიორიტეტზე შეჯერდა.    პროექტი  ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 37 000 ლარით, ხოლო  ხარაგაულის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარით დაფინანსდა.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  178 პროექტი განხორციელდება, რომელზეც 1 124 000 ლარი დაიხარჯება.   აღნიშნული ცვლილება 3 აპრილის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს დაემატება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/dffgn_2.png
29/03/2023 16:24

29 მარტს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ბიუროს სხდომაზე საკრებულოს მორიგის სხდომის დღის წესრიგში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ. საკითხთა ნუსხა „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის N-69. 69230813 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე   მომხს: პეტრე შარიქაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/dffgn_1.png
28/03/2023 18:14

29 მარტს საკრებულოს სხდომა გაიმართება

29 მარტს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება .სხდომაზე განსახილველად საკითხს მერიის ზედამხედველობისა და არქიტექურის სამსახურის უფროსი, ზურაბ ბანცაძე წარადგენს. საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ: დღის წესრიგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დადგენის შესახებ მომხს: ზურაბ ბანცაძე   სხდომა 11 საათზე დაიწყება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2906.JPG
28/03/2023 11:00

მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით,  ამაგდარი მეთოდისტის, თამარ გაჩეჩეჩილაძის იუბილე აღინიშნა

N2 საბავშვო ბაღში, ხარაგაულის სკოლამდელი აღზრდის ამაგდარი მეთოდისტის, თამარ გაჩეჩილაძის, 82 წლის იუბილე ღონისძიებით აღინიშნა. ქალბატონ თამარს დაბადების დღე ყოფილმა თანამშრომლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. გაიხსენეს მისი მოღვაწეობის წლები და მადლობა გადაუხადეს თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის. იუბილარს განსაკუთრებით თბილად მიულოცა დაბადების დღე ქალბატონმა ცაცო შათირიშვილმა და ერთად გატარებული წლები გაიხსენა. თამარ გაჩეჩილაძემ, ხარაგაულის საბავშვო ბაღში მუშაობა 1963 წელს დაიწყო. მას არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი. წლების მანძილზე დიდი პასუხისმგებლობით ემსახურებოდა თავის საყვარელ საქმეს, იყო სკოლამდელ დაწესებულების მეთოდისტი და ლოგოპედი. ღონისძიება ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/IMG_3010.JPG
27/03/2023 21:35

კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის უხუცეს თეატრალებს მადლობის სიგელი გადასცა

დღეს ხარაგაულში თეატრის საერთაშორისო  დღე აღინიშა. ხარაგაულის კინოთეატრში ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულის თეატრალურ დასს თეატრის საერთაშორისო დღე მიულოცა და სპექტაკლის დაწყებამდე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით თეატრის უხუცესს მსახიობებს ლუიზა კიკნაძეს, ნიკო წიკლაურს, ნიკო დეკანოსიძეს და  გაიოზ შუბითიძეს მრავალწლიანი თეატრალური მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან ერთად გადასცა. კობა ლურსმანაშვილი: ,,დღეს არის განსაკუთრებული დღე, გვსურს ყველა თეატრალს მივულოცოთ ეს დღე. არაერთი სიხარული და ბედნიერება მოუნიჭებიათ მათ ჩვენთვის, თავიანთი განსაცვიფრებელი როლებით და წარმატებებით. ჩვენს თეატრს ჰყავს ბევრი გამორჩეული და ღირსეული პიროვნება, რომლებიც  ქმნიან თეატრის ისტორიას. დღეს ჩვენ გადავავლეთ თვალი ხარაგაულის თეატრალურ ქრონიკას და ვნახეთ თუ რამდენი შრომაა აქ  ჩადებული, რამდენი სიხარულია თაობებისთვის გაზიარებული. მინდა  მივესალმო  ჩვენ გამორჩეულ თეატრალებს, რომლებიც ყოველდღიურად რუდუნებით ქმნიან ახალ სახეებს, საოცრად შრომობენ და საოცრებებს ახდენენ სცენაზე.“ ლუიზა კიკნაძე: ,,თეატრი ჩემი მეორე ოჯახია. ჩემი ყველა როლი ძალიან მიყვარს, მაგრამ გამოვყოფ ფლორენციას, ფუფალას და ტატიანას. მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემები ჩნდება, ფარდა რომ იხსნება ყველაფერი მავიწყდება და ვცხოვრობ ჩემი გმირის ცხოვრებით. დიდი მადლობა ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს ჩვენი ღვაწლის დაფასებისთვის, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის ირინე ჩხეიძეს, ჩემი დასის წევრებს. მე მათ გვერდით ისევ ახალგაზრდა ვარ. გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს. ჩემო ხარაგაულელებო ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება თქვენი მქუხარე ტაშია სპექტაკლის ბოლოს. დიდი მადლობა ამისთვის.“ ნიკო დეკანოსიძე: ,,თეატრი ჩემთვის ყველაფერია, განათლებაც ამ მიმართულებით მაქვს მიღებული. პირველი როლი 1971 წელს შევასრულე სპექტაკლში „სად იყო ჭკუა“. მაშინ 14 წლის ვიყავი, კულტურის სამინისტრომ, მეორე ხარისხის დიპლომით დამაჯილდოვა და ამ დიპლომს დღესაც დიდი მოწიწებით ვინახავ.დღეს ხარაგაულის მერისგან  მივიღე მადლობის სიგელი 50 წლიანი თეატრალური მოღვაწეობისთვის, რომელსაც ასეთივე სიყვარულით შევინახავ. სახალხო თეატრები თუ მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადავა, ვფიქრობ მეტი პერსპექტივა ექნებათ თეატრებს, უფრო გაიზრდება საზოგადოების ინტერესი და შესაბამისად-მოთხოვნებიც. თეატრების განვითარებისთვის აუცილებელია თეატრს ჰქონდეს საკუთარი შენობა.“ გაიოზ შუბითიძე (თეატრის მხატვარი): - ,,ვფიქრობ, სპექტაკლი, რეჟისორის მსახიობების, და მხატვრის ერთობლივი მუშაობის შედეგია. თითოეულ სპექტაკლზე მუშაობა განსაკუთრებული და საინტერესოა. მიყვარს ჩემი საქმე და მადლობა ვინც ამ სიყვარულს ხედავს და აფასებს.“ სპექტაკლში ,,მაცეკვე ტანგო“ მონაწილეობდნენ: ბათუ კიკნაძე , ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ვასილ კიკნაძე. თეატრის მხატვარი - გაიოზ შუბითიძე. დღეს, თეატრის საერთაშორისო დღეს,სპექტაკლის ჩვენება ახალგაზრდებისთვის  ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით გაიმართა. ირინა ჩხეიძე: ,,გვსურს ხარაგაულელ ახალგაზრდებს ხარაგაულიდან გავაყოლოთ დიდი სიყვარული და დიდი ემოცია. განცდა რომ თეატრი აბედნიერებს.” ხარაგაულის თეატრი ახალგაზრდებისთვის უფასო თეატრალურ ჩვენებას  ყოველ 27 მარტს გამართავს. დღესვე, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სიგელები და აფიშები დაეთვალიერებინა, რომელიც თეატრის საუკუნოვან ისტორიას ასახავს. ხარაგაულში თეატრალურ ტრადიციებს ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი და თოჯინების თეატრი აგრძელებს. ხარაგაულის მერია, თეატრალურ დასსთან ერთად, თეატრის საერთაშორისო დღეს ულოცავს ხარაგაულის თეატრის რეჟისორებს: ირინე ჩხეიძეს და იზა ვეფხვაძეს!უსურვებს მათ დიდი თეატრალური ტრადიციების ღირსეულად გაგრძელებას.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/dffgn.png
27/03/2023 21:26

28 მარტს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

  28 მარტს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება .სხდომაზე განსახილველად საკითხს მერიის ზედამხედველობისა და არქიტექურის სამსახურის უფროსი, ზურაბ ბანცაძე წარადგენს. საკითხთა ნუსხა:  მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურისათვის ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე. მომხს: ზურაბ ბანცაძე ბიუროზე განხილულ საკითხს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ, რომელიც  29 მარტს 11 საათზე გაიმართება.                 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/info_saj/IMG_3222.JPG
27/03/2023 18:50

დღეს ხარაგაულში თეატრის საერთაშორისო  დღე აღინიშა

ხარაგაულის კინოთეატრში ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა,  რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის სპექტაკლი - „მაცეკვე ტანგო“ გამართა. სპექტაკლს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, რომელმაც ხარაგაულის თეატრალურ დასს თეატრის საერთაშორისო დღე მიულოცა და სპექტაკლის დაწყებამდე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით თეატრის უხუცესს მსახიობებს ლუიზა კიკნაძეს, ნიკო წიკლაურს, ნიკო დეკანოსიძეს და  გაიოზ შუბითიძეს თეატრთან მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან ერთად გადასცა. სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო" რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ნინო მირზიაშვილის პიესის მიხედვით დადგა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ბათუ კიკნაძე , ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ვასილ კიკნაძე. თეატრის მხატვარი - გაიოზ შუბითიძე. ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით, ყოველ 27 მარტს ხარაგაულის თეატრი ახალგაზრდებისთვის უფასო თეატრალურ ჩვენებას გამართავს. დღესვე, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სიგელები და აფიშები დაეთვალიერებინა, რომელიც თეატრის საუკუნოვან ისტორიას ასახავს. ხარაგაულში თეატრალურ ტრადიციებს ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი და თოჯინების თეატრი აგრძელებს. ხარაგაულის მერია, თეატრალურ დასსთან ერთად, თეატრის საერთაშორისო დღეს ულოცავს ხარაგაულის თეატრის რეჟისორებს: ირინე ჩხეიძეს და იზა ვეფხვაძეს!უსურვებს მათ დიდი თეატრალური ტრადიციების ღირსეულად გაგრძელებას.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/fdxhgh_1.jpg
24/03/2023 12:29

ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა

ინფორმაციას ამის შესახებ kharagaulinews - ს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) აწვდის. გიმნაზიამ ავტორიზაცია პირველად 2012 წელს გაიარა, შემდეგ 2017 წელს, რომლის ვადაც  6 წლით  განისაზღვრა და 2023 წლის 24 აპრილს იწურებოდა. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ, განათლების და მეცნიერების სამინისტროს,   ავტორიზაციის განახლების და ხელახლა გავლის  სურვილით 2022 წლის ოქტომბრის თვეში განმეორებით მიმართა. პირველ ეტაპზე სკოლას, მაძიებლის სტატუსი მიენიჭა, რის შემდეგაც გიმნაზიას ექსპერტთა ჯგუფი ეწვია. ექსპერტები სამი დღის განმავლობაში დეტალურად გაეცვნენ   სკოლის ცხოვრებას, სასკოლო ინფრასტრუქტურას, მოხდა ყველა საჭირო დოკუმენტაციის ზედმიწევნით შესწავლა. სკოლის შესახებ დამატებითი, მნიშვნელოვანი და ობიექტური ინფორმაციის მიღების მიზნით შედგა საუბრები პედაგოგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან, რითაც  ექსპერტები კმაყოფილები და აღფრთოვანებულები დარჩნენ. ,,ავტორიზაციის საბჭოს წევრები  წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაზე მომზადებული პრეზენტაციის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ  მალავდნენ, საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენი სასულიერო გიმნაზია სრულად აკმაყოფილებს ყველა ძირითად საერთაშორისო სტანდარტს, მათი მხრიდან არ ყოფილა დამატებითი კითხვები და  ერთხმად მოგვანიჭეს და აღიარეს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ავტორიზაცია“ - გვიამბობს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე). ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე): ,,თქვენ მოგეხსენებათ,  რომ ხარაგაულის გიმნაზიის რექტორი ბრძანდება  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მართგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე , მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მობრძანების შემდეგ სრული ტრანსფორმაცია განიცადა ჩვენმა გიმნაზიამ. სრულიად გამოიცვალა შენობის  სახურავი, იატაკი, ჭერი,  გაკეთდა ცენტრალური გათბობა, სახურავზე დამონტაჟდა მზის პანელები, სველი წერტილები მოეწყო შენობის შიგნით ,  გაკეთდა ხელოვნურ საფარიანი მოედანი, ღია ამფითეატრი ბავშვებისთვის, მოხდა პედაგოგების სახელფასო ზრდა, შეიძლება ითქვას სრულიად განახლდა და შეიცვალა სკოლის ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეუფე  ბრძანდება ძალიან განათლებული ადამიანი მას განათლება მიღებული აქვს,  როგორც საქართველოში, ასე საზღვარგარეთ.  რაღა თქმა უნდა მის ყოვლადუსამღვდელოესობას ძალიან კარგად ესმის განათლების მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ უდიდეს  ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო დაწესებულებას. ფაქტობრივად მან ამ წლების  განმავლობაში შეუძლებელი შეძლო, რომ არა მისი ასეთი შრომა , თავდადება, დამოკიდებულება სწავლის და განათლების მიმართ ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნებოდა იმ შედეგის მიღწევა, რაც გიმნაზიას აქვს. მინდა ეს სიხარული  განსაკუთრებულად მივულოცო მეუფე მელქისედეკეს, როგორც რექტორს. მინდა ასევე მივულოცო ჩვენს პედაგოგებს და მადლობა გადავუხადო მათ იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რაც თითოეულმა მათგანმა გიმნაზიისთვის გასწია, რომ  არა მათი შრომა და თავდადება  ფაქტიურად  წარმოუდგენელი იქნებოდა ამ შედეგის მიღება. როგორც გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი ვულოცავ ჩვენი სკოლის თითოეულ თანამშრომელს, ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს და ოჯახს, მთლიანად ხარაგაულს, თითოეულ ხარაგაულელ  ადამიანს ,ყველას ვინც ჩვენი გულშემატკივარია. ვფიქრობ ეს საზოგადო სიხარულია, რადგან მოგეხსენებათ, საგანმათლებლო დაწესებულების ფუნქციონირება, რომელიც მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს,  ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის.“ ვულოცავთ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელბის სასულიერო გიმნაზიას ავტორიზაციის წარმატებით გავლას.  
სრულად