სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfbvzcxbcxvb.JPG
30/08/2018 15:24

ხარაგაულში ამერიკის ელჩი ელიზაბეთ რუდი იმყოფება

ხარაგაულში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის ელჩმა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, კობა ლურსმანაშვილთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ისტორიულ მუზეუმში ფოტო-გამოფენა - „საქართველო და ქართველები ამერიკულ პრესაში“ დაათვალიერა. გამოფენაზე ამერიკაში რამაზ ბლუაშვილის მიერ მოპოვებული მასალებია წარმოდგენილი. ამავე დღეს, ელიზაბეთ რუდი ხარაგაულის კინოთეატრში რამაზ ბლუაშვილის ფილმის -„სიმღერა“ ჩვენებას დაესწრო. ფილმი 1977 წელს ქართული პოლიფონიური სიმღერის -„ჩაკრულო“ კოსმოსში გაგზავნას ეძღვნება. ამერიკის ელჩი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ხარაგაულმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ელიზაბეთ რუდის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირადად გაეცნო ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებას.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ  მადლობა გადაუხადა ელიზაბეთ რუდს ხარაგაულში სტუმრობისთვის და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. დღის ბოლოს ამერიკის ელჩი სოფელ ნუნისში გაემგზავრება, სადაც ხვალ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხარაგაულელი ახალგაზრდების მიერ  მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების შესახებ მომზადებულ პრეზენტაციას გაეცნობა.    ამერიკის ელჩის ხარაგაულში ვიზიტის ინიციატორი გახლავთ ხარაგაულელი რამაზ ბლუაშვილი. ვიზიტის მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0226_1.JPG
29/08/2018 08:46

დოღი და ქართული ჭიდაობა - ვახანში ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაიმართა

ხარაგაულში საერთო სახალხო დღესასწაული ვახანლობა გაიმართა. ვახანლობა ხარაგაულში უკვე 28 წელია ტარდება. ამ დღეს სოფელში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სპორტული აქტივობები ტარდება.  დოღი, მკლავჭიდი და შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში - ეს სპორტის ის სახეობებია, რომელშიც აქტიურად ერთვებიან როგორც ადგილობრივები, ისე მეზობელი სოფლის ახალგაზრდები. ტრადიციულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე პირველ მოადგილესთან, არჩილ მაღრაძესთან ერთად, ესწრებოდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.  ხარაგაულის მერიისგან დოღში გამარჯვებულ გოგა ფერაძეს 200კგ. ქერი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელ მერაბ თიკანაშვილს -100კგ, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გიორგი არევაძეს - 50კგ.  საერთო სახალხო დღესასწაული, ბოლო წლებია, რაც გარდაცვლილი რეინჯერის, სოფელ ვახანის მკვიდრის, მერაბ არევაძის სახელს ატარებს. ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაული ხარაგაულში მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით და მხარადაჭერით ხორციელდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/IMG_0181.JPG
27/08/2018 16:25

ხარაგაულს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებითი თანხები გამოეყო

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის ცვლილება წარუდგინა. ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით (17, 23 აგვისტო) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის  დამატებით გამოიყო  752 777 ლარი. დამატებით გამოყოფილი თანხით ფინანსდება შემდეგი 4 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება: 1. ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ხემაღალში (მეორე ეტაპი) გზის რეაბილიტაცია (121 121 ლარი); 2. მანჯავიძეების და ცისკაძეების, მაჭავარიანების საუბნო გზების რეაბილიტაცია (265 511 ლარი); 3.  ლაშის იგორეთის გზის რეაბილიტაცია (226 460 ლარი); 4. ლეღვან-მარელისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (139 685 ლარი). ჩამოთვლილ პროექტებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება  5%-ს შეადგენს. დეპუტატთა უმრავლესობამ დამატებით გამოყოფილი თანხით აღნიშნული პროექტების დაფინანსება გააპროტესტა. მათი აზრით, პრიორიტეტების შერჩევა ხდება პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და სწორედ ამიტომ, ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტიდან სამი ფინანსდება ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ერთი ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თემური თაბუკაშვილის განმარტებით, პროექტები იყო მზად და ზემოაღნიშნულ სოფლებში გზების რეაბილიტაციას ამიტომ მიენიჭა პრიორიტეტი.   საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, გამომდინარე იქიდან, რომ გამოყოფილი თანხის ბიუჯეტში ასახვა უნდა მომხდარიყო, მათ აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xbgvncvbncvbnvcb.jpg
27/08/2018 14:28

პროექტი - ,,სიმღერა ყველა სოფელს,, დასრულდა

ა(ა)იპ „ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის” (დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი) პროექტი - ,,სიმღერა ყველა სოფელს" დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის 16 სოფელში გაიმართა კონცერტი, რომლის მიზანი სოფლების გამოცოცხლება, ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება, ხელოვნების დარგების განვითარება და პოპულარიზაცია გახლდათ. „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით, გამართულ კონცერტებში მონაწილეობას ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. ღონისძიებებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ესწრებოდნენ სოფლებში ჩამოსული დამსვენებლები. აღნიშნული პროექტის პარალელურად, სოფლებში სპექტაკლები გამართა კულტურის ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა (რეჟისორი ირინე ჩხეიძე). თოჯინების თეატრი სეზონის ბოლო სპექტაკლს ღორეშაში 29 აგვისტოს, 12:00 საათზე, გამართავს. მოსახლეობა მოხარულია და კმაყოფილებას გამოთქვამს გამართული კულტურული ღონისძიებებით.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/zsdfhbsxzcvbxcvbcv.JPG
24/08/2018 14:28

,,აწარმოე საქართველოში,, - ბიზნეს იდეის ავტორები 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ

დღეს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ იმერეთის კოორდინატორმა, ჭაბუკი ჭეიშვილმა პროგრამით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემური ჩხეიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იმერეთის კოორდინატორმა, ჭაბუკი ჭეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროგრამაში არსებული სიახლეები გააცნო და დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, „კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მეწარმე სუბიექტს, რომელსაც აქვს ბიზნეს იდეა და სურს მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია, ასევე, მეწარმე სუბიექტს ან მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელსაც გასულ წლებში მოპოვებული აქვს დაფინანსება და სურს საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღება. ამ შემთხვევაში, განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც - დაფინანსების ხელმეორედ მოპოვების მსურველმა მოთხოვნილი თანხის არანაკლებ 50 პროცენტი უნდა დაფაროს. ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი კი განისაზღვრება მოხთოვნილი თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. დაფინანსება, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია და შეადგენს 20 000 ლარს. ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანხა უნდა შეესაბამებოდეს მის ბიზნეს იდეას და გათვალისწინებული უნდა იყოს რისკები. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება, მშენებლობა. პრიორიტეტი მიენიჭება ბენეფიციართა მხრიდან მეწარმეობის განვითარებისათვის მანქანა/დანადგარების შეძენას. პრიორიტეტი მიენიჭებათ, ასევე, ახალგაზრდებს, ქალ მეწარმეებსა, დამწყებ მეწარმეებსა და სოფლად განსახორციელებელი ბიზნესის იდეის ავტორებს. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი საფეხურები: 1. ბიზნეს იდეების კონკურსი; 2. ტრენინგი ზოგად მეწარმეობაში; 3. ბიზნეს გეგმების კონკურსი; 4. ხელშეკრულების გაფორმება; 5. თანამონაწილეობის თანხის ჩარიცხვა; 6. გრანტის თანხის ჩარიცხვა; 7. დამატებითი ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები. ის ბენეფიციარები, რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ დაფინანსება გააგზავნიან მხოლოდ ბიზნეს გეგმას. ბიზნეს იდეის ავტორები, რომელთაც სურთ დაფინანსების მოპოვება უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე - qartuli.ge  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dsghnsxfgcb.jpg
24/08/2018 13:55

ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

27 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე ბიუროს წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი 2017 წლის 19 დეკემბრის N 42 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგენს საკითხს. ამავე დღეს, დეპუტატები აღნიშნულ საკითხს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0241.JPG
22/08/2018 15:52

„street ball -2018“-ის გამარჯვებული ღომეეთის გუნდი გახდა

ხარაგაულში წლის ყველაზე ახალგაზრდული, ყველაზე ხალხმრავალი და ყველაზე ენერგიული ტურნირი ქუჩის კალათბურთში - „street ball -2018“ დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „ღომეეთი“ და „And 1“ დაუპირისპირდნენ, რომელთა შორის, ღომეეთის ნაკრებმა დამსახურებული გაიმარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ (MVP-2018) მიხეილ ღონღაძე დასახელდა.  გამარჯვებულ გუნდს ორგანიზატორებისგან თასი გადეცა. street ball- ის მიმდინარეობის შესახებ აქტიურად ეცნობოდა ინფორმაციას ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია, რომელმაც აკადემიის მწვრთნელის და ხარაგაულის ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის წევრის, ბექა ჭყოიძის შუამავლობით, ჩემპიონატიდან ოთხი მოთამაშე: ანდრია ქალდანი, საბა მესხი, ლევან ავალიშვილი და ლუკა გვასალია სინჯებზე მიიწვია.  ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი ხარაგაულში, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ორგანიზებით, 2011 წლიდან იმართება და მასში ყოველწლიურად უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება. მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ეწყობოდა მოყვარულთა სროლები ფარში, რომელშიც ასობით ბავშვი იღებდა მონაწილეობას. იღბლიანი მოთამაშეები კოკა-კოლით და ნაყინით წახალისდნენ.  აგვისტოს ცხელ დღეებში street ball -ის დაწყებას ხარაგაულში ჩამოსული დამსვენებლები, უკვე ტრადიციულად, წლიდან წლამდე ელოდებიან და ჩემპიონატისთვის განსაზღვრულ დროს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, საინტერესოდ და შინაარსიანად ატარებენ.  ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატს ხარაგაულში ფინანსური მხარდამჭერი არ ყავს. ერთადერთი შემოსავალი თავად ინიციტორთა კავშირის წევრების მიერ გადახდილი საწევროა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/1498484151_share_1.png
22/08/2018 14:17

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის კოორდინატორი ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდება

გაცნობებთ, რომ 23 აგვისტოს, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ იმერეთის კოორდინატორი, ჭაბუკი ჭეიშვილი ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და პროგრამით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრას გამართავს. მათ ვისაც სურვილი აქვთ ჩაერთონ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამაში, გთხოვთ, მობრძანდეთ, 12:00 საათზე, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში.  შეხვედრაზე კოორდინატორი ჭაბუკი ჭეიშვილი დამსწრე საზოგადოებას პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში არსებულ სიახლეებს გააცნობს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0069.JPG
21/08/2018 12:16

ხარაგაულში ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი ჩატარდა

ხარაგაულში გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელისა და დამსახურებული მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა. ფეხბურთის ჩემპიონატი ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის შორის ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა. ფინალური შეხვედრა, რომელიც დაბა ხარაგაულისა და ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის გაიმართა, დაბის გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის მიერ, რომელიც ტურნირის ორგანიზატორია, სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაწესებული პრიზით ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველი ამირან სარალიძე(ვარძია) დაჯილდოვდა.  დაჯილდოვდნენ ასევე, სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი ფეხბურთელები, რომელთაც პრიზები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა გადასცეს. საჩუქრები გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულებს:  ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე - სოსო აბაშიძე; საუკეთესო მეკარე - შოთა ბუაჩიძე; საუკეთესო გოლის ავტორი - ნიკოლოზ გორგოძე; საუკეთესო ბომბარდირი - თედო ებანოიძე; საუკეთესო მცველი - კახა წერეთელი; მაყურებლის სიმპატია - გიგა ჭყოიძე; საუკეთესო ფეხბურთელი - ლადო თაბუკაშვილი. „თვალს ვადევნებდი ტურნირს და მინდა მივულოცო დაბის გუნდს დამსახურებული გამარჯვება. მიხარია, რომ სოფლებიც ჩაერთო ჩემპიონატში. ნოდარ ახალკაცმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეპოქა შექმნა და ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ის ხარაგაულიდან იყო. მნიშვნელოვანია, რომ მისი სახელობის ტურნირი ტრადიციად იქცევა ხარაგაულში, რაც სპორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ.   სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი სტარტს აიღებს და იგი ყოველწლიურად გაიმართება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/rkinigza-5.jpg
21/08/2018 11:38

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

ქვეყნდება ,, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2011 წლიდან სს „საქართველოს რკინიგზა“ (შემდგომში რკინიგზა) ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს (შემდგომში პროექტს), რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტის მთავარი მიზნია უღელტეხილის მონაკვეთზე მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობიდან ექვსივე გვირაბის მშენებლობა დასრულებულია. მოდერნიზაციის პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საუღელტეხილო მონაკვეთის გამტარუნარიანობა გაიზრდება 48 მლ ტონამდე, ხოლო სრული ავტობლოკირების სისტემის დანერგვის შემთხვევაში 100 მლ ტონამდე. ამას გარდა შემცირდება რკინიგზის ექსპლუატაციის და მოვლის ხარჯები. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა სხვადასხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (შემდგომში საექსპროპრიაციო ქონება), მათ შორის:   ეთერ ცხოვრებაძის (პ/ნ 35001052396) საკუთრებაში არსებული, N 17.33.152 ს/კ (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მოლითი) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიან 505 კვ.მ; გელა ცხოვრებაძისა (პ/ნ 01033005355) და გოჩა ცხოვრებაძის (პ/ნ 01033005214) თანასაკუთრებაში არსებული, 17.31.071 ს/კ (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად და N36.17.31.052 ს/კ (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი) რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 561 კვ.მ; თინა კვინიკაძის (პ/ნ 56001020037) საკუთრებაში არსებული, 17.33.123 ს/კ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 187 კვ.მ და N36.17.33.234 ს/კ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი) რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 180 კვ.მ; მანანა ლომსაძის (პ/ნ 01027042496) საკუთრებაში არსებული, N17.33.172 ს/კ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ანეულა) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად და მანანა ლომსაძისა (პ/ნ 01027042496) და გიორგი ბანცაძის (პ/ნ 01027052208) თანასაკუთრებაში არსებული, N36.17.33.126 ს/კ (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მოლითი) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად; ნიკო კაკიაშვილის (პ/ნ 35001047923) საკუთრებაში არსებული, N17.33.233 და N36.17.33.029  საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი, ანეულა) სრულად; რკინიგზის მხრიდან წარმოებული მოლაპარაკებების მიუხედავად, აღნიშნულ მოქალაქეებთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება საექსპროპრიაციო ქონების მორიგებით გამოსყიდვის თაობაზე. მედიაციის რესურსის ამოწურვის შემდეგ, მოქალაქეებს დამატებით, წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის თაობაზე და მიეცათ პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, სსიპ „ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ განსაზღვრული ღირებულების სანაცვლოდ. მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, რკინიგზა იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად, რაც ითვალისწინებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევას შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და კანონის დანაწესის შესაბამისად, რკინიგზამ დაიწყო ექსპროპრიაციის პროცედურები.  „სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/388 ბრძანებით, რკინიგზას მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, პროექტის ზემოქმედების ქვეშ არსებული, ზემოთ ჩამოთვლილი ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ბრძანება გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე. რკინიგზა, უახლოეს მომავალში მიმართავს სასამართლოს, საექსპროპრიაციო ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით
სრულად