სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/312154051_5917346811629525_8337311356407946529_n_1.jpg
19/10/2022 11:49

სპარტაკ ლაცაბიძის წიგნის - “მზის ამოსვლამდე“ პრეზენტაცია გაიმართა

ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში სპარტაკ ლაცაბიძის ახალი ლექსების კრებულის - „მზის ამოსვლამდე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების წამყვანმა, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ მოკლედ მიმოიხილა პოეტის ცხოვრება და შემოქმედება და დამსწრე საზოგადოებას ავტორის რიგით მეორე ლექსების კრებული გააცნო. იზა ვეფხვაძე - „წიგნის გამოცემა ჰგავს ოჯახში შვილის დაბადებას, რომელიც გაიზრდება და ჩვენი მეგობარი გახდება. ჩემო სპარტაკ გილოცავ ახალი წიგნის დაბადებას შენს ოჯახში, რომელიც არამარტო შენი მეგობარი, არამედ შენი შვილი და ჩვენი მეგობარიც იქნება. ერთია სხვა რას ფიქრობს შენზე და მეორეა თვითონ როგორ აფასებს საკუთარ თავს, ეს კარგად იკითხება მის სტრიქონებში: „გეფაროს“ ჭილის კაცს თავზე თუნდაც, არ უნდა გქონდეს გზა-კვალი მრუდი, ჯერ თავი, თავი დაიდგა უნდა, რომ ქუდი გახდეს ნამუსის ქუდი.“ ახალი წიგნის პრეზენტაცია მიულოცეს და წარმატებები უსრვეს სპარტაკ ლაცაბიძეს ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ, მოადგილეებმა დავით კიკნაძემ, პაატა გოგოლაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი - „ჯერ უნდა იყო კარგი ადამიანი და შემდეგ სხვა დანარჩენი. უპირველესად სპარტაკი არის კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი და თანაგუნდელი, რომელსაც გააჩნია პასუხისმგებლობა. მან თავისი შემოქმედებით აღიარება მოიპოვა და და კიდევ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს. მე კი წარმატებებს ვუსურვებ მას.“ როგორც სპარტაკ ლაცაბიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, პირველი ლექსი დიდი ხნის წინ დაწერა, ბევრს წვალობდა რომ გამოსვლოდა, ახლა კი ის აწვალებს, რომ არ დაწეროს. ავტორმა საკუთარი შემოქმედებიდან ახალი ლექსები წაიკითხა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის. სპარტაკ ლაცაბიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელია მოლითის ადმოინისტრაციულ ერთეულში, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. წიგნის რედაქტორია მურად მთვარელიძე, კომპიუტერული უზრუნველყოფა გააკეთა მაია ხარიბეგაშვილმა, ხოლო დიზაინი ჯაბა ფცქიალაძე. წიგნი დაიბეჭდა მერაბ ტალახაძის ხელშეწყობით.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png
18/10/2022 17:10

საკრებულოს მორიგი სხდომა 7 ნომბერს გაიმართება

7 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ : 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება “ - ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ; მომხს: ზაზა კაციტაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბაზალეთის და სოფელ ვარძიის სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ; მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სიფელ ხიდარში მდებარე ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების, გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.37.501) კომპანია “Hunan Road and Brigde Consrtaqcion LTD”- სათვის , პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით ( იჯარის ფორმით), ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს: ინგა ლურსმანაშვილი  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0126.JPG
17/10/2022 17:43

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

მიმდინარე სამუშაოებს მერი, ინფრასტრუქტურული მიმართულების ხელმძღვანელთან, დავით დევდარიანთან და თანაშემწესთან , ჟანა ნემსაძესთან ერთად გაეცნო და სამუშაო პროცესის მონიტორინგი განახორციელა. კობა ლურსმანაშვილი: ,, პროექტის მიმდინარეობისას მოხდა გარკვეული კორექტირებები, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და გაამრავალფეროვნებს ცენტრალური პარკის საბოლოო სახეს.| სამუშაოები საკმაოდ დიდია. ჩვენ არა მარტო დაჩქარებულ ტემპს ვითხოვთ, არამედ სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე ვართ ორინეტირებულები. წლის ბოლოს ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს. მშენებელი კომპანიის პასუხი არის რომ ისინი სახელშეკრულებო ვადებში ჩაეტევიან.  ჩემი, ისევე როგორც ნებისმიერი ხარაგაულელის სურვილი და მოლოდინი არის, რომ ხარისხიანი, ყველასთვის მოსაწონი და შინაარსობრივად დატვირთული პარკი მივიღოთ.  ხარაგაულელებს სჯეროდეთ ჩვენ ყურადღებას არ დავაკლებთ პროექტის მიმდინარეობას. მერია მონიტორინგს გაუწევს, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ იმ თანხით, რაც პროექტის განსახორციელებლად გამოიყო“- ამბობს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი. პროექტის კონცეფციის შესაბამისად, ხარაგაულის ცენტრალური პარკი ყველა თაობის წარმომადგენელისთვის იქნება შინაარსობრივად დატვირთული. გასართობი ცენტრი, კაფე-ბარი , ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი სხვადასხვა ლოკაციები ერთ სივრცეში იქნება განთავსებული.  ახალი რეკრეაციული ზონა , 10500 კვმ-ზე იქნება განაშენიანებული.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0107.JPG
17/10/2022 17:33

კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ახალი ტურისტულ-რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა

,,ჩაიფიქრე_ხარაგაული“ - ახალი ტურისტულ-რეკრეაციული სივრცე, სულ მალე ხარაგაულელების საყვარელი ადგილი გახდება.   ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის განხორციელებით დაინტერესდა და ახალი რეკრეაციული სივრცე მერის მოადგილესთან, დავით დევდარიანთან და თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან ერთად დაათვალიერა.   ხარაგაულის სერზე, სარეკრეაციო ზონის მოსაწყობად  სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. დარჩენილია პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე დეტალი, რის შემდეგაც ახალი ტურისტულ - რეკრეაციული სივრცე  სრულ სახეს მიიღებს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა  ორ ადგილიანი საქანელა, ფოტოს გადასაღები ჩარჩო და ფანჩატური. ხარაგაულის მერმა ახალი სივრცე ბავშვებთან ერთად დაათვალიერა და პროექტის უსაფრთხოების დეტალებით დაინტერესდა. ადგილი, საიდანაც ხარაგაულის ულამაზესი ხედები იშლება , მალე საინტერესო და სიმბოლური დატვირთვის მქონე გახდება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. პროექტი კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი იდეაა, რომელიც სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. იდეა, ხარაგაულელ ზურაბ თაბუკაშვილს ეკუთვნის. პროექტის ღირებულება  10 279 ლარს შეადგენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0105.JPG
17/10/2022 17:27

,,ჩაიფიქრე_ხარაგაული“ - ახალი ტურისტულ-რეკრეაციული სივრცე ხარაგაულში

,,ჩაიფიქრე_ხარაგაული“ - ახალი ტურისტულ-რეკრეაციული სივრცე, სულ მალე ხარაგაულელების საყვარელი ადგილი გახდება.   ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის განხორციელებით დაინტერესდა და ახალი რეკრეაციული სივრცე მერის მოადგილესთან, დავით დევდარიანთან და თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან ერთად დაათვალიერა.   ხარაგაულის სერზე, სარეკრეაციო ზონის მოსაწყობად  სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. დარჩენილია პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე დეტალი, რის შემდეგაც ახალი ტურისტულ - რეკრეაციული სივრცე  სრულ სახეს მიიღებს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა  ორ ადგილიანი საქანელა, ფოტოს გადასაღები ჩარჩო და ფანჩატური. ხარაგაულის მერმა ახალი სივრცე ბავშვებთან ერთად დაათვალიერა და პროექტის უსაფრთხოების დეტალებით დაინტერესდა. ადგილი, საიდანაც ხარაგაულის ულამაზესი ხედები იშლება , მალე საინტერესო და სიმბოლური დატვირთვის მქონე გახდება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. პროექტი კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი იდეაა, რომელიც სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. იდეა, ხარაგაულელ ზურაბ თაბუკაშვილს ეკუთვნის. პროექტის ღირებულება  10 279 ლარს შეადგენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/302190647_857807445631908_3704224838900148106_n.jpg
17/10/2022 10:58

ლიტერატურული თეატრი სპარტაკ ლაცაბიძის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე გიწვევთ

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის,ხელმძღვანელის , იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, 18 ოქტომბერს, 15 საათზე , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, სპარტაკ ლაცაბიძის წიგნის ,,მზის ამოსვლამდე" პრეზენტაცია გაიმართება. ეს სპარტაკ ლაცაბიძის მეორე წიგნია. წიგნის რედაქტორია მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მურად მთვარელიძე. წიგნის წინასიტყვაობის ავტორები მურად მთვარელიძე და იზა ვეფხვაძე. დასწრება თავისუფალია.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/311227936_1412680502589729_4497206432767920041_n_1.jpg
13/10/2022 18:52

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ზურაბ მენთეშაშვილი და პროგრამის ხელმძღვანელი ანა ბენდელიანი დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებლებს შეხვდნენ, მათთან ერთად პროგრამის მიმდინარეობის პროცესებს გაეცნენ  და არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას  ხარაგაულის მერის პირველ მოადგილე  ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან და  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად  ესწრებოდა. ვარლამ ჭიპაშვილმა პროგრამის განხორციელებისას გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ გამოწვევებზე დეტალურად ისაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხარაგაულს საზოგადოებრივი სამუშაოების  პროგრამის განხორციელების საუკეთესო მენეჯმენტი და პრაქტიკა აქვს. ,,ყველაზე მეტი დასაქმებული იმერეთში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ჰყავს , რაც კიდევ ერთხელ  პროგრამის განხორციელების მიმართ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მიუთითებს“ - აღნიშნა პროგრამის ხელმძღვანელმა ანა ბენდელიანმა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ზურაბ მენთეშაშვილმა შეხვედრაზე პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ გააჟღერა ინფორმაცია, რაც მონიტორინგის პროცესის დაწყებას  გულისხმობს. ზურაბ მენთეშაშვილი: ,,მონიტორინგის ეტაპი სამ თვეს მოიცავს და  წლის ბოლომდე ყველა დამსაქმებლისა და დასაქმებულის შემოწმებას ითვალისწინებს. შემოწმება შრომის ინპექციის , დასაქმების სააგენტოს და მერიის მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელდება. პროექტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შეფასება გავაკეთოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ არსებული გამოწვევები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შესაბამისი რეკომენდაციები გავცეთ. ჩვენი მიზანია დასაქმების  პროცესი იყოს სამართლიანი და პროგრამა გამჭირვალედ წარიმართოს.“    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0474.JPG
13/10/2022 17:34

13 ოქტომბერი, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა

დღეს, ეროვნული გმირის გარდაცვალების დღეს, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი საკრებულოს წევრთან, ოთარ ლურსმანაშვილთან ერთად სოფელ ბორითში, იმ ადგილზე მივიდა,  სადაც მერაბ კოსტავა 33 წლის წინ, ავტოკატასტროფაში, ტრაგიკულად დაიღუპა. მერის პირველმა მოადგილემ,  მერაბ კოსტავას მონუმენტი გვირგვინით შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირი ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული და გადასახლებული.  ბოლოს1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს დაიღუპა.  დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png
13/10/2022 17:13

17 ოქტომბრის ბიუროს სხდომა გაიმართება

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ოქტომბრის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა 1..ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,, ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება “ - ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ მომხს: ზაზა კაციტაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბაზალეთის და სოფელ ვარძიის სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების, გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/download%20(1).jpg
13/10/2022 11:25

18 ოქტომბერს  გოჩა ბუაჩიძის სახელობის ტურნირი გაიმართება

18 ოქტომბერს , სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ინიციატივით,  საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთში გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდება. ტურნირი სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დარბაზში 10 საათზე დაიწყება.  
სრულად