სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xbgvncvbncvbnvcb.jpg
27/08/2018 14:28

პროექტი - ,,სიმღერა ყველა სოფელს,, დასრულდა

ა(ა)იპ „ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის” (დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი) პროექტი - ,,სიმღერა ყველა სოფელს" დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის 16 სოფელში გაიმართა კონცერტი, რომლის მიზანი სოფლების გამოცოცხლება, ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება, ხელოვნების დარგების განვითარება და პოპულარიზაცია გახლდათ. „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით, გამართულ კონცერტებში მონაწილეობას ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. ღონისძიებებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ესწრებოდნენ სოფლებში ჩამოსული დამსვენებლები. აღნიშნული პროექტის პარალელურად, სოფლებში სპექტაკლები გამართა კულტურის ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა (რეჟისორი ირინე ჩხეიძე). თოჯინების თეატრი სეზონის ბოლო სპექტაკლს ღორეშაში 29 აგვისტოს, 12:00 საათზე, გამართავს. მოსახლეობა მოხარულია და კმაყოფილებას გამოთქვამს გამართული კულტურული ღონისძიებებით.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/zsdfhbsxzcvbxcvbcv.JPG
24/08/2018 14:28

,,აწარმოე საქართველოში,, - ბიზნეს იდეის ავტორები 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ

დღეს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ იმერეთის კოორდინატორმა, ჭაბუკი ჭეიშვილმა პროგრამით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემური ჩხეიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იმერეთის კოორდინატორმა, ჭაბუკი ჭეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროგრამაში არსებული სიახლეები გააცნო და დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, „კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მეწარმე სუბიექტს, რომელსაც აქვს ბიზნეს იდეა და სურს მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია, ასევე, მეწარმე სუბიექტს ან მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელსაც გასულ წლებში მოპოვებული აქვს დაფინანსება და სურს საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღება. ამ შემთხვევაში, განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც - დაფინანსების ხელმეორედ მოპოვების მსურველმა მოთხოვნილი თანხის არანაკლებ 50 პროცენტი უნდა დაფაროს. ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი კი განისაზღვრება მოხთოვნილი თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. დაფინანსება, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია და შეადგენს 20 000 ლარს. ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანხა უნდა შეესაბამებოდეს მის ბიზნეს იდეას და გათვალისწინებული უნდა იყოს რისკები. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება, მშენებლობა. პრიორიტეტი მიენიჭება ბენეფიციართა მხრიდან მეწარმეობის განვითარებისათვის მანქანა/დანადგარების შეძენას. პრიორიტეტი მიენიჭებათ, ასევე, ახალგაზრდებს, ქალ მეწარმეებსა, დამწყებ მეწარმეებსა და სოფლად განსახორციელებელი ბიზნესის იდეის ავტორებს. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი საფეხურები: 1. ბიზნეს იდეების კონკურსი; 2. ტრენინგი ზოგად მეწარმეობაში; 3. ბიზნეს გეგმების კონკურსი; 4. ხელშეკრულების გაფორმება; 5. თანამონაწილეობის თანხის ჩარიცხვა; 6. გრანტის თანხის ჩარიცხვა; 7. დამატებითი ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები. ის ბენეფიციარები, რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ დაფინანსება გააგზავნიან მხოლოდ ბიზნეს გეგმას. ბიზნეს იდეის ავტორები, რომელთაც სურთ დაფინანსების მოპოვება უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე - qartuli.ge  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dsghnsxfgcb.jpg
24/08/2018 13:55

ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

27 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე ბიუროს წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი 2017 წლის 19 დეკემბრის N 42 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგენს საკითხს. ამავე დღეს, დეპუტატები აღნიშნულ საკითხს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0241.JPG
22/08/2018 15:52

„street ball -2018“-ის გამარჯვებული ღომეეთის გუნდი გახდა

ხარაგაულში წლის ყველაზე ახალგაზრდული, ყველაზე ხალხმრავალი და ყველაზე ენერგიული ტურნირი ქუჩის კალათბურთში - „street ball -2018“ დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „ღომეეთი“ და „And 1“ დაუპირისპირდნენ, რომელთა შორის, ღომეეთის ნაკრებმა დამსახურებული გაიმარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ (MVP-2018) მიხეილ ღონღაძე დასახელდა.  გამარჯვებულ გუნდს ორგანიზატორებისგან თასი გადეცა. street ball- ის მიმდინარეობის შესახებ აქტიურად ეცნობოდა ინფორმაციას ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია, რომელმაც აკადემიის მწვრთნელის და ხარაგაულის ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის წევრის, ბექა ჭყოიძის შუამავლობით, ჩემპიონატიდან ოთხი მოთამაშე: ანდრია ქალდანი, საბა მესხი, ლევან ავალიშვილი და ლუკა გვასალია სინჯებზე მიიწვია.  ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი ხარაგაულში, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ორგანიზებით, 2011 წლიდან იმართება და მასში ყოველწლიურად უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება. მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ეწყობოდა მოყვარულთა სროლები ფარში, რომელშიც ასობით ბავშვი იღებდა მონაწილეობას. იღბლიანი მოთამაშეები კოკა-კოლით და ნაყინით წახალისდნენ.  აგვისტოს ცხელ დღეებში street ball -ის დაწყებას ხარაგაულში ჩამოსული დამსვენებლები, უკვე ტრადიციულად, წლიდან წლამდე ელოდებიან და ჩემპიონატისთვის განსაზღვრულ დროს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, საინტერესოდ და შინაარსიანად ატარებენ.  ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატს ხარაგაულში ფინანსური მხარდამჭერი არ ყავს. ერთადერთი შემოსავალი თავად ინიციტორთა კავშირის წევრების მიერ გადახდილი საწევროა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/1498484151_share_1.png
22/08/2018 14:17

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის კოორდინატორი ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდება

გაცნობებთ, რომ 23 აგვისტოს, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ იმერეთის კოორდინატორი, ჭაბუკი ჭეიშვილი ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და პროგრამით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრას გამართავს. მათ ვისაც სურვილი აქვთ ჩაერთონ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამაში, გთხოვთ, მობრძანდეთ, 12:00 საათზე, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში.  შეხვედრაზე კოორდინატორი ჭაბუკი ჭეიშვილი დამსწრე საზოგადოებას პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში არსებულ სიახლეებს გააცნობს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0069.JPG
21/08/2018 12:16

ხარაგაულში ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი ჩატარდა

ხარაგაულში გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელისა და დამსახურებული მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა. ფეხბურთის ჩემპიონატი ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის შორის ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა. ფინალური შეხვედრა, რომელიც დაბა ხარაგაულისა და ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის გაიმართა, დაბის გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის მიერ, რომელიც ტურნირის ორგანიზატორია, სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაწესებული პრიზით ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველი ამირან სარალიძე(ვარძია) დაჯილდოვდა.  დაჯილდოვდნენ ასევე, სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი ფეხბურთელები, რომელთაც პრიზები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა გადასცეს. საჩუქრები გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულებს:  ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე - სოსო აბაშიძე; საუკეთესო მეკარე - შოთა ბუაჩიძე; საუკეთესო გოლის ავტორი - ნიკოლოზ გორგოძე; საუკეთესო ბომბარდირი - თედო ებანოიძე; საუკეთესო მცველი - კახა წერეთელი; მაყურებლის სიმპატია - გიგა ჭყოიძე; საუკეთესო ფეხბურთელი - ლადო თაბუკაშვილი. „თვალს ვადევნებდი ტურნირს და მინდა მივულოცო დაბის გუნდს დამსახურებული გამარჯვება. მიხარია, რომ სოფლებიც ჩაერთო ჩემპიონატში. ნოდარ ახალკაცმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეპოქა შექმნა და ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ის ხარაგაულიდან იყო. მნიშვნელოვანია, რომ მისი სახელობის ტურნირი ტრადიციად იქცევა ხარაგაულში, რაც სპორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ.   სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი სტარტს აიღებს და იგი ყოველწლიურად გაიმართება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/rkinigza-5.jpg
21/08/2018 11:38

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

ქვეყნდება ,, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2011 წლიდან სს „საქართველოს რკინიგზა“ (შემდგომში რკინიგზა) ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს (შემდგომში პროექტს), რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტის მთავარი მიზნია უღელტეხილის მონაკვეთზე მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობიდან ექვსივე გვირაბის მშენებლობა დასრულებულია. მოდერნიზაციის პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საუღელტეხილო მონაკვეთის გამტარუნარიანობა გაიზრდება 48 მლ ტონამდე, ხოლო სრული ავტობლოკირების სისტემის დანერგვის შემთხვევაში 100 მლ ტონამდე. ამას გარდა შემცირდება რკინიგზის ექსპლუატაციის და მოვლის ხარჯები. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა სხვადასხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (შემდგომში საექსპროპრიაციო ქონება), მათ შორის:   ეთერ ცხოვრებაძის (პ/ნ 35001052396) საკუთრებაში არსებული, N 17.33.152 ს/კ (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მოლითი) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიან 505 კვ.მ; გელა ცხოვრებაძისა (პ/ნ 01033005355) და გოჩა ცხოვრებაძის (პ/ნ 01033005214) თანასაკუთრებაში არსებული, 17.31.071 ს/კ (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად და N36.17.31.052 ს/კ (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი) რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 561 კვ.მ; თინა კვინიკაძის (პ/ნ 56001020037) საკუთრებაში არსებული, 17.33.123 ს/კ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 187 კვ.მ და N36.17.33.234 ს/კ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი) რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 180 კვ.მ; მანანა ლომსაძის (პ/ნ 01027042496) საკუთრებაში არსებული, N17.33.172 ს/კ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ანეულა) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად და მანანა ლომსაძისა (პ/ნ 01027042496) და გიორგი ბანცაძის (პ/ნ 01027052208) თანასაკუთრებაში არსებული, N36.17.33.126 ს/კ (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მოლითი) რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად; ნიკო კაკიაშვილის (პ/ნ 35001047923) საკუთრებაში არსებული, N17.33.233 და N36.17.33.029  საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (მის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნებოძირი, ანეულა) სრულად; რკინიგზის მხრიდან წარმოებული მოლაპარაკებების მიუხედავად, აღნიშნულ მოქალაქეებთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება საექსპროპრიაციო ქონების მორიგებით გამოსყიდვის თაობაზე. მედიაციის რესურსის ამოწურვის შემდეგ, მოქალაქეებს დამატებით, წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის თაობაზე და მიეცათ პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, სსიპ „ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ განსაზღვრული ღირებულების სანაცვლოდ. მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, რკინიგზა იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად, რაც ითვალისწინებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევას შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და კანონის დანაწესის შესაბამისად, რკინიგზამ დაიწყო ექსპროპრიაციის პროცედურები.  „სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №1-1/388 ბრძანებით, რკინიგზას მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, პროექტის ზემოქმედების ქვეშ არსებული, ზემოთ ჩამოთვლილი ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ბრძანება გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე. რკინიგზა, უახლოეს მომავალში მიმართავს სასამართლოს, საექსპროპრიაციო ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/1122_DSC0005.JPG
21/08/2018 10:41

ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება

20 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ოთხი საკითხი განიხილეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული,  სოლომონ მეფის N19ა -ში მდებარე შენობის პირველ  სართულზე  (220,05    კვმ. ფართობი  და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 400   კვმ.) მიწის   ფართობის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გასახსნელად,   გერმანული ასოციაციის, საქართველოს ოფისზე (DVV International)  პირდაპირი განკარგვით, 10 წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემას შეეხებოდა, დეპუტატებს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარუდგინა. ბიურომ აღნიშნულ საკითხს კენჭი უყარა და იმავე დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ ფართის გადაცემაზე მერს თანხმობა მისცა. ჯაბა ბერაძის განცხადებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს საგანმანათლებლო პროექტში და უფასოდ გაიაროს ჭრა-კერვის, კომპიუტერული პროგრამების, უცხო ენებისა და სხვა კურსები. ორგანიზაციას დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით, რაც კარგად ჩანს სხვა მუნიციპალიტეტების მაგალითზე. განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ მისივე კომისიის, ასევე, იურიდიული, სამანდანტო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკისა და ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის  დასკვნა წარმოადგინა და აღნიშნა, „კომისიებმა მხარი დაუჭირეს, რომ მერიას მიეცეს თანხმობა, აღნიშნულ ორგანიზაციას, იჯარის ფორმით  გადაეცეს ფართი. 14 აგვისტოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს ხეშეკრულების პროექტი, რაც დღეს გაგვაცნო, წარმოდგენილი არ ჰქონდა. მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია,  ასევე, ლეგიტიმური შეკითხვები იყო დასმული მანანა ტაბეშიძესთან, გაგვცეს პასუხები, დღეს კი მივიღეთ შესაბამისი  გადაწყვეტილება.” საკრებულოს სხდომაზე, ასევე, იმყოფებოდა პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაციის „წიფლარის“ ხელმძღვანელი, მანანა ტაბეშიძე, რომელმაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ განათლების ცენტრი, შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, იანვარში გაიხსნება და ის მიმართულებები იფუნქციონირებს, რომლებზეც მოთხოვნა იქნება. სხდომაზე ბიუროს წევრებმა, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და  სოციალურ  საკითხთა კომისიის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ (მომხს: გივი თხელიძე); იხ. დანართი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ (მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი); იხ. დანართი 3. ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მუშაობის შესახებ, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით (მომხს: თეა ბერიძე). იხ. დანართი აღნიშნული საკითხებს დეპუტატები 3 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0127.JPG
17/08/2018 15:42

20 აგვისტოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა 20 აგვისტოს  11 საათზე გაიმართება.   სხდომაზე ბიუროს წევრები შემდეგ საკითხებს განიხილავენ 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ჯანდაცვისა  და  სოციალურ  საკითხთა კომისიის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს: გივი თხელიძე 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;   მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში,  სოლომონ მეფის N19ა -ში მდებარე შენობის პირველ    სართულზე    220,05    კვმ.    ფართობისა    და    არასასოფლო--სამეურნეო დანიშნულების       400   კვმ.   მიწის   ფართობის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გასახსნელად,   სახალხო   უნივერსიტეტთა   გერმანული ასოციაციის, საქართველოს ოფისზე (DVV International)  პირდაპირი განკარგვით, სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმა), 10 წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;    მომხს: ჯაბა ბერაძე 4. ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მუშაობის შესახებ, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. მომხს: თეა ბერიძე      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0128.JPG
17/08/2018 10:26

საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ჩაატარა

დღეს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.  სხდომაზე პირველი საკითხი,  მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით დაბა ხარაგაულში N46 -ში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობის 23 კვმ. ფართი ესაჭიროება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით უნდა გადაეცეს. საკრებულოს დეპუტატმა, ქეთევან ზუმბაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო უბნად პატარა ხარაგაულში N2 საბავშვო ბაღის ფართს იყენებს, რაც დაუშვებელი. მისი განმარტებით, აუცილებელია  ცეესკომ  საარჩევნო უბნისთვის საჭირო ფართი ან დაიქირაოს, ან ალტერნატიული სხვა საშუალება გამოძებნოს. დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის შემდეგ ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა. საკითხთან დაკავშირებით პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „წიფლარის“ ხელმძღვანელმა, მანანა ტაბაშიძემ ამომწურავად ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ზრდასრულთა განათლების ცენტრის პროექტის ხარაგაულში განხორციელების მიზნით, გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისში სააპლიკაციო ფორმა წარადგინა, რომელმაც მოწონება დაიმსახურა და შემდეგ გადაწყდა პროფესიული სასწავლებლის მსგავსი დაწესებულების ხარაგაულში გახსნის საკითხი. „ გერმანული ასოციაცია საქართველოს ოფისი საქართველოში 20 წელია რაც  შემოვიდა და  მას 10 მუნიციპალიტეტში აქვს დაფუძნებული ზრდასრულთა განათლების ცენტრი. სასწავლებლები წლების მანძილზე წარმატებით ფუნქციონირებენ. ვფიქრობ, პროექტის განხორციელება სასიკეთო საქმე იქნება ხარაგაულელებისათვის, სადაც ზრდასრულ პიროვნებებს შეეძლებათ უფასოდ შეისწავლონ ისეთი ხელობები, რომელსაც შემდეგში პრაქტიკაში გამოიყენებენ და შემოსავალსაც მიიღებენ:  უცხო ენები, კომპიუტერულ პროგრამები, მაკრამე, მეფუტკრეობა და ა.შ “ საკრებულოს დეპუტატების განმარტებით, პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს კითხვები, რომელთან დაკავშირებითაც უნდა იმუშაონ შესაბამისმა კომისიებმა. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს შემდეგი ოთხი საკითხი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე (მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი); 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 მარტის N 7 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს: ნინო მაღლაკელიძე); 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილების გაცნობის შესახებ (მომხს:მანანა ბარბაქაძე).
სრულად