სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdfa.jpg
12/12/2022 12:38

ბუდიანეთის გზის მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია

ხარაგაულის მერის  კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლებში რთულად გადასაადგილებელი მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარეობს. წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბუდიანეთის ცენტრალური გზის მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 200 ათასი ლარით დაფინანსდა. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DASD55.jpg
12/12/2022 12:36

უბისაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნი მოეწყობა

ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ უბისაში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. 2022 წელს მოედნის მშენებლობაზე არანაკლებ 147 683 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. დარჩენილი ღირებულებების სამუშაოები 2023 წელს განხორციელდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd1544asd_1.jpg
12/12/2022 12:34

ევსემ შველიძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, საპატიო ხარაგაულელის წოდება სპორტსმენ, ევსემ შველიძეს მიენიჭა. ევსემ შველიძე 23 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის სამსახურის ჭიდაობის მიმართულების კონსულტანტია თავისუფალ ჭიდაობაში. ჯერ კიდევ მოსწავლეობის წლებში გამოირჩეოდა სპორტული მონაცემებით, მწვრთნელის ანზორ მაღრაძის ხელმძღვანელობით იგი სისტემატურად მონაწილეობდა და იმარჯვებდა სხვადასხვა რესპუბლიკურ ასპარეზობებში. ევსემ შველიძის სპორტსმენად ჩამოყალიბებაში, დიდი წვლილი მიუძღვის ასევე მის მწვრთნელს, რევაზ შერგელაშვილს. ევსემმა 2018 წელს ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. 2022 წელს ერევნის საერთაშორისო ტურნირზე მან პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა. მასზე მწვრთნელები დიდ იმედებს ამყარებენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თანატოლებში, ახალგაზრდებში, კოლეგებსა და ფართო საზოგადოებაში. საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების ცერემონია კინოთეატრში  ხარაგაულობის დღესასწაულის საზეიმო დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asg112.jpg
12/12/2022 12:31

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში კვლევების პრეზენტაცია მოეწყო

გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრთან" თანამშრომლობით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში კვლევების პრეზენტაცია ჩატარდა და პარალელურ რეჟიმში საგამოფენო სივრცე მოეწყო. კვლევების მიზანი, მუნიციპალიტეტის დონეზე სტერეოტიპებისა და მავნე ჩვევების გამოვლენა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კარგი პრაქტიკების შეფასება და წარმოჩენა გახლდათ. კვლევები დანიური ორგანიზაცია kvinfo - სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ხარაგაულელ ქალებზე ფოტო ისტორიები და ჩანახატები შეიქმნა. რომლის მიზანი არტ - პერფორმანსის მეშვეობით მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ქალების პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა გახლდათ. გამოფენა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება giz, -ის მხარდაჭერით, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელდა და მისი მიზანი ხარაგაულში კონკრეტული აქტივობების განხორციელებით, მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმის ხელშეწყობა და გაძლიერება გახლდათ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა უშუალოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებიდან,30 ბენეფიციარი შეირჩა . შეიქმნა 15 ფოტო ისტორია და 15 ჩანახატი. ფოტოისტორიებზე ნათელა გრიგალაშვილმა, ხოლო ესკიზებზე ზაალ სულაკაურმა იმუშავა. ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტი საპილოტეა და ის საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ხარაგაულსა და ამბროლაურში განხორციელდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0294.JPG
09/12/2022 13:39

ხარაგაულის სავიზიტო ბარათი - ახლადრეაბილიტირებული დევები ოფიციალურად გაიხსნა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, ხარაგაულის სავიზიტო ბარათი - ახლად რეაბილიტირებული დევების მონუმენტი და მიმდებარე სკვერი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ  ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, მხარის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე , საჩხერე - ჭიათურა- ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე , მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ,,დევები ხარაგაულისთვის, სავიზიტო ბარათია. რამდენჯერმე მოხდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ასეთი სახის კომპლექსური სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა - " განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ლამპიონები, საპარკინგე ადგილი, ხელნაკეთობებისათვის სავაჭრო სივრცე,  საინფორმაციო დაფა. მოპირკეთდა და დამცავ გარსში მოექცა დევების გამოსახულება. სკვერის  ტერიტორიაზე მოეწყობა ლანდშაფტური გარე სანათები, და დამონტაჟდა ვიდეო სათვალთვალო კამერები. მოხდა სკვერის  გამწვანება  ბუნებრივი კორდით. დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებებისა  და მიმდებარე სკვერის რეაბილატაცია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 264  ათას 999 ლარია.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/317915081_56640538.jpg
09/12/2022 13:38

ხარაგაულელი მეთუნე ზალიკო ბოჟაძე ათ გამარჯვებულს შორისაა

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალზე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით ათ გამარჯვებულს შორისაა ხარაგაულელი, სოფელ მაქათუბანში მცხოვრები მეთუნე ზალიკო ბოჟაძე. ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებული გახდა ასევე ფოლკლორული ანსამბლი “ოდილა”, (ხელმძღვანელი რევაზ შარიქაძე). ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან გამარჯვებულებად დასახელდა სოფელ ჭარტალის მაცხოვრებელი, ავტორ-მთქმელი, ვიტალი ფცქიალაძე . თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ზეპირსიტყვიერების საღამოზე გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები გადაეცათ. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით გამარჯვებულების ნამუშევართა გამოფენა 2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ეძღვნებოდა. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.  გამარჯვებულების ტრანსპორტირებას ხარაგაულის მერია უზრუნველყოფდა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/318772658_135992499255651_2510133961935628289_n.jpg
09/12/2022 12:51

ხარაგაულელები ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულებად დასახელდნენ

ხარაგაულის მერის მრჩევლის კულტურის საკითხებში, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან გამარჯვებულებად ფოლკლორული ანსამბლი “ოდილა”, (ხელმძღვანელი რევაზ შარიქაძე) და  ავტორ-მთქმელი, ვიტალი ფცქიალაძე (სოფელი ჭარტალი) დასახელდნენ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ზეპირსიტყვიერების საღამოზე გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები გადაეცათ. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით ათ გამარჯვებულს შორისაა ხარაგაულელი , სოფელ მაქათუბანში მცხოვრები ზალიკო ბოჟაძე. გამარჯვებულების ნამუშევართა გამოფენა 2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ეძღვნებოდა. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.  გამარჯვებულების ტრანსპორტირებას ხარაგაულის მერია უზრუნველყოფდა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/318786143_135992462588988_8303185928664257470_n.jpg
09/12/2022 12:36

ავტორ-მთქმელი, ვიტალი ფცქიალაძე, სოფელ ჭარტალიდან, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულია

ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან გამარჯვებულებად დასახელდა სოფელ ჭარტალის მაცხოვრებელი, ავტორ-მთქმელი, ვიტალი ფცქიალაძე . ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებული გახდა ასევე ფოლკლორული ანსამბლი “ოდილა”, (ხელმძღვანელი რევაზ შარიქაძე). თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ზეპირსიტყვიერების საღამოზე გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები გადაეცათ. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით ათ გამარჯვებულს შორისაა ხარაგაულელი , სოფელ მაქათუბანში მცხოვრები ზალიკო ბოჟაძე. გამარჯვებულების ნამუშევართა გამოფენა 2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ეძღვნებოდა. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.  გამარჯვებულების ტრანსპორტირებას ხარაგაულის მერია უზრუნველყოფდა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/318756148_135992202589014_7173938401650183676_n.jpg
09/12/2022 12:25

ანსამბლი ,,ოდილა“ ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულია

ხარაგაულის მერის მრჩევლის კულტურის საკითხებში, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან გამარჯვებულებად ფოლკლორული ანსამბლი “ოდილა”, (ხელმძღვანელი რევაზ შარიქაძე) და  ავტორ-მთქმელი, ვიტალი ფცქიალაძე (სოფელი ჭარტალი) დასახელდნენ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ზეპირსიტყვიერების საღამოზე გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები გადაეცათ. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით ათ გამარჯვებულს შორისაა ხარაგაულელი , სოფელ მაქათუბანში მცხოვრები ზალიკო ბოჟაძე. გამარჯვებულების ნამუშევართა გამოფენა 2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ეძღვნებოდა. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.  გამარჯვებულების ტრანსპორტირებას ხარაგაულის მერია უზრუნველყოფდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/shin%20movla.jpg
06/12/2022 16:39

შინ მოვლის და პერსონალური ასისტენტის პროგრამაში დასაქმებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

5 დეკემბერს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა შინ მოვლის და პერსონალური ასისტენტის პროგრამაში დასაქმებულ პირებს სერტიფიკატები გადასცა.    სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიას,მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, სოციალური სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე ,პროგრამის კოორდინატორი, მერი ვაშაკიძე, ა/ო ,,ნაბიჯი ხარაგაულის" წარმომადგენელი, რუსუდან გურგენიძე და პროექტის კოორდინატორი, თამარ შავიძე ესწრებოდნენ.   შინ მოვლის პროგრამაში 24 პირმა შინ მოვლის 60 და პერსონალური ასისტენტის 40 საათიანი ტრენინგ კურსი გაიარა. პროგრამაში ხარაგაულის მასშტაბით 100- მდე ბენეფიციარია ჩართული.    სამუშაო ჯგუფის მიერ ამ ეტაპზე ბართელის ინდექსის მიხედვით 60 ბენეფიციარი არის ზუსტად იდენტიფიცირებული.   ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მხარდაჭერა გამოხატა პროექტის მიმართ და აღნიშნა, რომ ხარაგაულის მერია აქტიურად არის ჩართული პროგრამის განხორციელების პროცესში და მზადაა ერთი წლის შემდეგ, შინ მოვლის და პერსონალური ასისტენტის, როგორც სოციალური სერვისის მართვა მერიამ გადაიბაროს.   მომავალი წლის ბიუჯეტში მერია, შინ მოვლის პროგრამის განხორციელებისთვის 70 ათას ლარს ითვალისწინებს.   პროექტს ხარაგაულში არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“, ასოციაცია “ ანიკას ” დაფინანსებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში ახორციელებს.    პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“.  
სრულად