სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/43178789_753726694975488_7749941690160381952_n.jpg
05/10/2018 12:35

საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა მიმდინარეობს

3 ოქტომბერს ხარაგაულში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამების ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ და ფონდის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას  მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 20 სექტემბრიდან დაიწყო და  სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. კვლევის მიზანია ძირითადი მონაცემების შეგროვება ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად.  კველავ ასევე, ითვალისწინებს  წყლის ხარისხის შესწავლასა და  ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენას და იგი  საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ყველა რეგიონში, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში ჩატარდება. სულ, 14 000 ოჯახში. სისხლში ტყვიის არსებობის დასადგენად, ქვეყნის მასშტაბით, 2-დან 7 წლამდე ასაკის 1 500 ბავშვს გამოიკვლევენ. ნიმუშები გადაიგზავნება იტალიაში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში და ანალიზის პასუხებს ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ. ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციას გაუწევს. კვლევების ჩასატარებლად ოჯახებს საქსტატის წარმომადგენლები ეწვევიან. სპეციალურად შერჩეული მედდა მშობლებისა და ბავშვის თანხმობით, ბავშვის ვენიდან სისხლის სინჯს აიღებს, ხოლო მეორე წარმომადგენელი - სასმელი წყლის სინჯს. სასმელი წყლის ნიმუშების აღება  მოხდება ყოველ მეოთხე ოჯახში, სინჯი შემოწმდება ნაწლავის ჩხირის არსებობაზე.  შედეგები გამოავლენს წყლის ხარისხს, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე რეგიონის დონეზე. მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. კვლევის ფინანსურ მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო(SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD),  შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია  (WHO), მსოფლიო ბანკი და იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი.  შეხვედრის მეორე ნაწილი გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული კამპანიას “დაასრულე ძალადობა“  დაეთმო,. სადაც შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია თუ, რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. კამპანია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/_DSC0334%20ss.jpg
04/10/2018 14:51

ხარაგაულს ოფიციალური ვიზიტით შვედეთის ელჩი სტუმრობდა

3 ოქტომბერს შვედეთის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომი, პირველი გასვლითი ვიზიტის ფარგლებში ხარაგაულს  სტუმრობდა. შვედეთის ელჩი, იმერეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორთან, შავლეგო ტაბატაძესთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან ერთად, ბორითის საბავშვო ბაღში სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმების მიერ ბავშვთა კვლევის პროცესს დაესწრო. ღონისძიებას ბორითის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ასევე, დაესწრნენ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ შვედეთის ელჩს, შვედ ექიმებსა და პროექტის კოორდინატორს, მაია ბერაძე-ჯონსონს მადლობა გადაუხადა ხარაგაულში ასეთი მნიშვნელოვანი გამოკვლევების ჩატარებისთვის, რომელიც უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს  მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ა(ა)იპ „ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრს“ სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის მიერ გამოკვლევების ჩასატარებლად სპეციალური აპარატი გადაეცა. სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმები ხარაგაულში უკვე ორი კვირაა იმყოფებიან. ამ დროის განმავლობაში, სმენის პრობლემების მქონე დაახლოებით 800-მდე ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 16-ს სასმენი აპარატი გადაეცა. აპარატები გადაეცემათ ასევე 22 ბენეფიციარს. სტოქჰოლმის Widex AB Hearing Aids Company -იის წარმომადგენლების ხარაგაულში ვიზიტის მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/fghjhjkhjljkl.JPG
02/10/2018 11:24

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში საკრებულომ დადებითად შეაფასა

1 ოქტომბერს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში მოისმინეს. სხდომაზე საკითხი, ამავე სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარადგინა. ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა საკუთარი შეხედულებები და შენიშვნები გამოთქვეს. საკრებულოს წევრის, ინგა მაღრაძის განმარტებით ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეები წლების მანძილზე ფლობენ მიწის ნაკვეთს, მაგრამ საკუთრების რეგისტრაციას მაინც ვერ ახერხებენ. დეპუტატის აზრით, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურმა, საკრებულოს წევრებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად უნდა მოაწყოს შეხვედრა უფლებამოსილ პირებთან, რათა კანონში შევიდეს ცვლილებები და მოსახლეობამ კუთვნილი ქონება მარტივად დაირეგისტრიროს. ჯაბა ბერაძის განმარტებით, მერიაში შექმნილი მიწის აღიარებითი კომისია სრული დატვირთვით მუშაობს და ამ დრომდე, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ვინმეს მიწის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით პასუხი დაგვიანებით ან, საერთოდ არ მიეღო. სხდომას ესწრებოდა სოფელ ანეულას მოსახლეობა, რომელთაც სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს. მოსახლეობის განცხადებით, რკინიგზის წარმომადგენლები განსახლების ზოლში მოყოლილ მოსახლეობას ქონებაზე ძალიან დაბალ თანხას სთავაზობენ და სახლებიდან იძულებით გამოყვანას პირდებიან. მათთვის შემაწუხებელია ასევე, აფეთქებების ხმა, რომელიც სახლებს აზიანებს და გარემოს აბინძურებს. ეკონომიკის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძის თქმით, სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები ადგილობრივ დონეზე ვერ გადაწყდება. „ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არაერთხელ ვიმყოფებოდით ანეულაში და ვისმენდით მოსახლეობის პრეტენზიებს. დავუკავშირდით სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რათა დამატებით მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება და განმეორებით შეისწავლონ სოფელში არსებული მდგომარეობა“ - აღნიშნა სამსახურის უფროსმა. საკრებულოს წევრი ჯამბულ გამცემლიძე თვლის, რომ მოსახლეობის მხრიდან წამოჭრილი ეს ურთულესი პრობლემაა. ირღვევა ადამიანის უფლებები და ხდება ქონების ხელყოფა. დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს, დაუყონებლივ, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, როგორც საკრებულოს, ისე მერიის მხრიდან. სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში დადებითად შეაფასა საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და ეკონომიკის კომისიამ, აღნიშნულთან დაკავშირებით დასკვნა კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ფხალაძემ წარმოადგინა. მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილმა, ეკონომიკის სამსახურის მუშაობა უარყოფითად შეაფასა. მისი განცხადებით სამსახურმა ვერ დაგეგმა მოსაკრებელი, ვერ მოახდინა მუნიციპალური ქონების აღრიცხვა და მოვლ- პატრონობა, რადგან დღემდე უპატრონოდ არის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში არსებული ტექნიკა და შენობა-ნაგებობები, რომლებიც დღითიდღე ნადგურდება. ვარლამ ჭიპაშვილმა ასევე კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ „ამფითეატრზე“ ისაუბრა, მისი აზრით მოხდა ვანდალური ფაქტი და რაც იყო ისიც განადგურდა. მიუხედავად საკრებულოს მხრიდან არაერთი მითითებისა, სამსახურმა ვერ უზრუნველყო ამფითეატრის მოვლა-პატრონობა, არც რაიმე სახის ღონისძიებები გაუტარებია. ჯამბულ გამცემლიძის თქმით, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემუშავებული მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმა. საკრებულომ აღნიშნულ საკითხზე 10 წუთიანი შესვენება გამოაცხადა, თუმცა ანგარიში, საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით დადებითად შეფასდა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახაბერ გოლუბიანმა დეპუტატებს საშტატო ნუსხაში შესატანი ცვლილებები გააცნო, მისი განმარტებით, მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან უმცროსი სპეციალისტის შტატი გადაინაცვლებს კოორდინაციის განყოფილების კიცხის ადმინისტრაციული ერთეულში. სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ (მომხს: ლენა კალანდაძე); 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე); 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/44 განკარგეულბაში „„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე); 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 06 აგვისტოს N32 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი); 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი); 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 აგვისტოს N15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი); 7. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი) 8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის # 12 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: თეა ბერიძე) .  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/SDFGFGBHJKMH.JPG
02/10/2018 10:31

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე. დადებითი რეკომენდაცია გაეწიათ შემდეგ მოქალაქეებს:  ზვიად ლომიძე, ვალერი გრიგალაშვილი, ია კახნიაშვილი, მალხაზ ბლიაძე, მარიამ კაპანაძე, გიორგი გრიგალაშვილი, ნაზიბროლა ბრეგვაძე, ცირა ბლიაძე, ანა ჩადუნელი, ნანა ბლიაძე, შმაგი ბლიაძე, ანზორ ბლიაძე, ნონა ბლიაძე, ზინა ბლიაძე, შურა ბლიაძე, მურთაზ ბლიაძე, ემზარი ჩადუნელი, ნონა ხარაიშვილი, ამირან ბლიაძე, ზაურ კურტანიძე, ზინა ბლიაძე, ტარიელ ბლიაძე, ემზარ ბლიაძე, დალი ბლიაძე, ვერიჩკა ბლიაძე, გულნაზი კახიძე, გუგულა რიკაძე, ზაირა საცერაძე, ლალი დევაძე, დავით რიკაძე, ასმათ ნოზაძე, თემურ რიკაძე,დალი რიკაძე, ტარიელ რიკაძე, მზია რიკაძე, სონია რიკაძე, რუსნა ჩადუნელი, ტარიელ ტაბატაძე, ავთანდილ ტაბატაძე, ვერიჩკა ტაბატაძე, ლოლა ბიწაძე, ნორა ჩადუნელი, სულიკო ჩადუნელი, ზოია ლომიძე, ნარგიზა ჩადუნელი, ლიანა ჩადუნელი, ეთერი ლაბაძე, რებიკო ბლიაძე, გუნარა ჩადუნელი, ნინა ტაბატაძე, გაიოზ რიკაძე, იზოლდა ლომიძე, ლელა ჩადუნელი, ტატიანა ჩადუნელი, სონა რიკაძე, ინვერი ჩადუნელი, მარო ლომიძე, სონა ლომიძე, რეზო ჩაჩანიძე, ქეთევან ლომიძე, სოფო არევაძე, ირმა ლომიძე, უშანგი ლომიძე, თეა ლომიძე, ზიანა ჩაჩანიძე. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:  ინგა ლურსამანაშვილი - იურდიული განყოფილების, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების უფროსი (სხდომის თავმჯდომარე); თამარ სულაქველიძე - იურდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის თავმჯდომარის მოადგილე); ნინო ფერაძე - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის მდივანი); თამთა მეტრეველი - იურდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საბჭოს წევრი); ალექსანდრე ტაბატაძე - სოციალური დაცვის განყოფილების მეორადის ტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/dfjhfhjkhjkj.jpg
01/10/2018 13:04

"ჩემი საქართველო აქ არის" - ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი პროექტს აგრძელებს

ხარაგაულის „რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი“ (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში   პროექტს  " ჩემი საქართველო აქ არის" აგრძელებს. ლიტერატურულმა თეატრმა, ამჯერად, გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილი  სპექტაკლი -  “ზღვამ დაგვანახვა მისი სიმაღლე"  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ბახტრიონის ციხესთან გამართა. მწერალმა ბავშვობის გარკვეული წლები სწორედ აქ გაატარა. სპექტაკლს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, კულტურისა და საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლები და  სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ესწრებოდნენ. სპექტაკლზე იმყოფებოდნენ, ასევე, იმ ოჯახის წევრები ალვანიდან, სადაც გურამი ბავშვობაში ცხოვრობდა.  იზა ვეფხვაძემ ადგილობრივების წინაშე გააჟღერა ინიციატივა, რომ ალვანის ერთ-ერთ სკოლას გურამ რჩეულიშვილის სახელი მიენიჭოს. სპექტაკლი ხარაგაულელი ბაქარ დევდარიანის მხარდაჭერითა და დაფინანსებით მისივე მამულში გაიმართა. რეზო თაბუკაშვილის ლიტერატურული თეატრი 13 ოქტომბერს, მერაბ კოსტავას დაღუპვის დღეს, ბორითში სპექტაკლის - " საქართველოს შიშველი სატევარი" გამართავს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/xhbfghnvbnv.JPG
28/09/2018 12:47

ხარაგაულში ევროპის კვირეული დასრულდა

ევროპის კვირეული ხარაგაულში დასრულდა. კვირეულის ფარგლებში, სპორტდარბაზში ერთი კვირის განმავლობაში, მიმდინარეობდა სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი:  ჭადრაკში, ნარდში, დომინოსა და მაგიდის ჩოგბურთში. კვირეულის ფარგლებში პირველი შეჯიბრი მუნიციპალიტეტის  პირველობაზე ჭადრაკში გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ნიკოლოზ ბუაჩიძე გახდა, ხოლო მეორე ადგილი წილად ხვდა გია თავზარაშვილს. ნარდის ტურნირში, სულ 24-მა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან პირველი ადგილი  ივანე გოლუბიანმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილი - ალექსანდრე ტაბატაძემ. დომინოს ჩემპიონატის გამარჯვებული  და პირველი ადგილის მფლობელი პაატა ვეფხვაძისა და ლაშა გურგენიძის წყვილი გახდა, მეორე ადგილი წილად ხვდა ივანე გოგოლაძისა და გრიგოლ ჭიპაშვილის წყვილს. მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში პირველი ადგილი ნიკოლოზ ბუაჩიძეს, მეორე ადგილის - დავით კიკნაძეს, ხოლო მესამე ადგილი ზაზა ბერაძეს ხვდა. ტურნირში გამარჯვებული მოთამაშეები  ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ევროპის კვირეული საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდა. ხარაგაულში ევროპის კვირეულის მხარდამჭერი და ორგანიზატორია მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (უფროსი ირინე ჩხეიძე) და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი (დირექტორი, გრიგოლ ჭიპაშვილი).  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
28/09/2018 12:03

საკრებულოს სხდომა 1 ოქტომბერს გაიმართება

1 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები, დღის წესრიგით გათვალისწინებულ, შემდეგ საკითხებს განიხილავენ: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ( მომხს: ჯაბა ბერაძე); 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ (მომხს: ლენა კალანდაძე); 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე); 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/44 განკარგეულბაში „„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე); 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე” (მომს: კახაბერ გოლუბიანი); 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 06 აგვისტოს N32 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ზურაბ ბანცაძე); 7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 აგვისტოს N35 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ზურაბ ბანცაძე); 8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი); 9. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ (მომხს: მალხაზ ფხალაძე); 10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის # 12 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: თეა ბერიძე).  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/DFGFHGFHJHJ_1.JPG
26/09/2018 12:40

“გენდერული თანასწორობის საბჭოები და გარემოს დაცვითი ინიციატივები” ხარაგაულში

არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ხარაგაულის საკრებულოს გენდერული საბჭოსთან ერთად პროექტი - „გენდერული თანასწორობის საბჭოები და გარემოს დაცვითი ინიციატივები“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში ხარაგაულში ერთ-ერთი კედელი ფერადად მოიხატა. პანო, რომელიც  ხარაგაულელმა მხატვარმა გია მეიფარიანმა შეასრულა,  საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებასა და არსებულ ეკოლოგიურ გამოწვევებს ეძღვნება. ფერად პანოსთან, დღეს, ხარაგაულის საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, საბჭოს მდივანი, მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძე, საბჭოს წევრები, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის, მერიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ხელმძღვანელმა, ხათუნა მანჯავიძემ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე და ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე  ისაუბრა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასმელი წყლის დაბინძურების ხარისხი გამოიკვლიეს, მერის წარმომადგენლების ჩართულობით მოიძიეს ინფორმაცია სოფლებში მეწყერსაშიში ზონების შესახებ, ასევე, შეიკერა და დარიგდა  ჩანთები, და ამით  მესიჯი გაეგზავნა საზოგადოებას, რომ პოლიეთილენის პარკების ნაკლები გამოყენებით ხელი  შევუწყოთ გარემოს დაცვას. დღეს შეხვედრაზე ასევე აღინიშნა , რომ ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭომ დაამტკიცა  2018-2019 წლების ,,მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა“ , რომლის ფარგლებშიც დაგეგმილ აქტივობებს გენდერული საბჭო თანმიმდევრულად განახორციელებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/sgysdfghfhfhj_1.png
25/09/2018 12:53

კენკროვანი კულტურების გაშენება ხარაგაულში 100%-ით დაფინანსდება

ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელმა, ნათია ბერაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში დაბის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ნათია ბერაძემ მოსახლეობას სახელმწიფო პროექტში - „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილებები გააცნო. პროექტს ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“ დაემატა, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულშიც, 100%-ით დაფინანსდება. შესაძენი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ნერგების ღირებულება 100%-ით დაფინანსდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში. 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც. საჭიროების შემთხვევაში კი  ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალებიც. ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.  სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული  მაცივარკონტეინერი (საშუალოდ 20 ტონიანი ტევადობით). ტერიტორიაზე სადაც ბენეფიციარი გეგმავს ბაღის გაშენებას აუცილებელია არაუმეტეს 500 მეტრში იყოს წყლის სათავე ნაგებობა და ელექტროენერგიის წყარო არაუმეტეს 800 მეტრში. ტერიტორიაზე არ უნდა იყოს შენობა-ნაგებობები და ნარგავები. გათვალისწინებულია შესაბამისი ტრენინგების ჩატარება ბენეფიციარებისთვის, რომლებიც სრულად წარადგენენ სააგენტოში პირველ ეტაპზე წარსადგენ დოკუმენტაციას. ტრენინგების დასრულების შემდგომ ტარდება ტრენინგგავლილი პირების ტესტირება შესწავლილ საკითხებში. ბენეფიციარის გამარჯვების შემთხვევაში სპეციალისტების მიერ  შემოწმდება მიწის ვარგისიანობა კენკროვანი მცენარეებისთვის. დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ: სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურს. ნათია ბერაძე ტელ: 599 85 26 01 ასევე, მერის წარმომადგენელს თქვენ ადმინისტრაციულ ერთეულში.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/sfgjhlbkjrty.jpg
24/09/2018 13:38

„ეტალონში“ გამარჯვებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონში“ გამარჯვებული მოსწავლეები ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრა.  2017-2018 სასწავლო წელს, ხარაგაულში გამართული „ეტალონის“ გამარჯვებული მოსწავლეები არიან - ლიზა ბარბაქაძე (N2 საჯარო სკოლა - I ადგილი), ნინო მაღრაძე (ვახანის საჯარო სკოლა - II ადგილი) და მარიამ კოჩაძე (მარელისის საჯარო სკოლა - III ადგილი). ნიკოლოზ თოფურიძე, მოსწავლეებს და მათ მშობლებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს, მარინა ვეფხვაძესთან ერთად შეხვდა და წარმატებები უსურვა.      
სრულად