სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/322663711_8532293860943765793_n.jpg
26/12/2022 11:35

ხარაგაულის მთავარი საახალწლო ღონისძიება დასრულდა

ხარაგაულში მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაეთვალიერებინათ. ბავშვებისთვის მოეწყო სივრცეები, წარმოდგენები, ღონისძიებაზე მოსული პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს, თოვლის ბაბუამ კი მათ საჩუქრები დაურიგა. მოეწყო საკარნავლო მსვლელობა. მერმა კობა ლურსმანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცა: „გილოცავთ შობა-ახალი წლის სულ სხვა ხარაგაულში შემობრძანებას. დღეს გამორჩეული დღეა ხარაგაულისთვის, ყველა ვზეიმობთ ერთად. მომავალ წელს ხარაგაულს კიდევ უფრო მეტი სიახლე ელოდება.“ მთავარი საახალწლო ღონისძიება საბავშვო კონცერტით გაიხსნა, რომელშიდაც ადგილობრივი შემოქმედებითი ძალები მონაწილეობდნენ. სცენაზე წარსდგნენ კულტურისა და ხელოვნების სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ და ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის საესტრადო სიმღერის გოგონათა გუნდი, ინდივიდუალური შემსრულებლები თეო ჭიპაშვილი და ნიცა ზუმბაძე, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთიელი“, ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდი „ედელვაისი“. დღის ბოლოს ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა. ხარაგაულელებს ანსამბლმა ,,შვიდკაცამ“ და ჯგუფმა ,,რეზო და ბავშვებმა" ნამდვილი საახალწლო განწყობა შეუქმნეს. საზეიმო ვითარებაში აინთო ხარაგაულის ნაძვის ხე და ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0031.JPG
26/12/2022 11:29

ხარაგაულში მთავარი საახალწლო ღონისძიებისთვის სამზადისი დაიწყო

ხარაგაულში პრემიერ-მინისტრის  ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთავარი საახალწლო ღონისძიება იმართება. მერიის წინ საახალწლო დეკორაციების ბოლო დეტალების გამართვა და სცენის მონტაჟი სრულდება. თქვენ გელოდებათ: 14:00 - ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი 14:00 - მოსიარულე ორკესტრის შოუ 14:00-18:00 - საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა 14:30 - 17:00 - თოვლის ბაბუა და საჩუქრები 14:30 - 17:00 თამაშები, ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა 15:30 – 16:30 - ქიმიური შოუ 14:00-20:00 - საშობაო ბაზრობა 14:00-20:00 - ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა 14:00-20:00 - გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი 18:20 - 19:30 ხარაგაულს ეწვევა ანსამბლი ,,შვიდკაცა“და ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“ 18:00- 18:20 ღონისძიების კულმინაცია იქნება საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო ანთება 19:30- ზღაპრული ფოიერვერკი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/319362475_93819541073_n.jpg
23/12/2022 11:37

ხარაგაულში სკოლების მონაწილეობით საახალწლო კარნავალი იმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის სკოლების მონაწილეობით საახალწლო კარნავალი მიმდინარეობს. 22 დეკემბერს კარნავალი  ვერტყვიჭალის, ხუნევის, ხევის, ბორითისა და ღორეშის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიებას კულტურის სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კარნავალში მონაწილე გუნდებს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა საახალწლო ტკბილეული გადასცეს. 23 დეკემბერს კარნავალი კიცხის, ვარძიის,  წყალაფორეთის საჯარო სკოლებისა და ბორის სკოლა-პანსიონის მონაწილეობით გაიმართება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_7269.JPG
22/12/2022 16:42

თოვლის ბაბუა სტუმრად ბაღებში

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სტურად თოვლის ბაბუა დაბრძანდება. დღეს საახალწო საჩუქრები საღანძილის, მარელისის, ვახანის, მოლითის , ლეღვნის, წიფის, ზვარის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა მიიღეს. ხარაგაულის მერიის სახელით, საახალწლო საჩუქრები 523 ბავშვს გადაეცემა. ტკბილეულის შესაძენად, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ, 10 460 ლარი გამოყო.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/319422799327910018528_n.jpg
22/12/2022 14:53

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ მოსწავლეების მონაწილეობით დასრულდა

ხარაგაულის „კულტურისა და ხელოვნების“ ცენტრისა და  საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლების მოსწავლეობის მონაწილეობით გამართული ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ დასრულდა. ზამთრის სეზონის ბოლო თამაშში წარმატებით გამოვიდა  მარელისის საჯარო სკოლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გუნდი. მარელისის საჯარო სკოლის გუნდმა თამაში 6:4, ხოლო  წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გუნდმა  6:2 დაასრულა. საუკეთესო მოაზროვნეებს გიორგიბ ჭყოიძეს, ქეთი მანჯავიძესა და თაკო სებისკვერაძეს „ბროლის ბუ“ გადაეცათ. ინტელექტუალურ თამაშში ასევე წარმატებით იასპარეზა ღორეშის საჯარო სკოლამ. ღორეშის საჯარო სკოლიდან დღის მოაზროვნედ ლუკა კურტანიძე დასახელდა. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით, ასევე, სერტიფიკატები გადაეცა ინტელექტუალური თამაშის ყველა მონაწილეს.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/482293540694227.jpg
21/12/2022 18:14

ხარაგაულის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

ხარაგაულის მერიამ დღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი წარუდგინა.  სხდომას ესწრებოდა მერი, კობა ლურსმანაშვილი,  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი. კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, 2022 წელი წარმატებული გახლდათ ხარაგაულისთვის. 2023 წლის ბიუჯეტში კვლავ პრიორიტეტად რჩება  ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება, განათლება და კულტურის  სფერო.  გაზრდილია თანხები სხვადასხვა მიმართულებით და ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი პროგრესია წინა წლებთან შედარებით. კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა აღვნიშნო, რომ მერმა და მერიის სამსახურებმა სრული დატვირთვით იმუშავეს. სამუშაო ჯგუფში ჩართვის საშუალება ჰქონდა ყველა სამსახურს, პოლიტიკური თანამდებობის პირს და  საკრებულოს წარმომადგენელს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას თანამშრომლობისთვის." საკრებულოს უმრავლესობამ ბიუჯეტი დადებითად შეაფასა.    ბიუჯეტის პროექტს და პრიორიტეტების დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ხარაგაულის ვებ გვერდზე  https://bit.ly/3hEuQAi    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0017.JPG
21/12/2022 14:30

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობას 2022 წლის ანგარიში წარუდგინა

დღეს , 21 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობას 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მუნიციპალიტეტის მერმა, საზოგადოებას ასევე ხარაგაულის მერიის 10 წლის ანგარიში გააცნო. ,,ხარაგაულს მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, საკრებულოსთან, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და მაჟორიტარ დეპუტატთან. სწორედ მათი მხარდაჭერით და ჩართულობით 2022 წელს ხარაგაულში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტრული პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტი ახალ წელს, ახალი გზებით, სკვერებით, ფასადებითა და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება”-აღნიშნა ანგარიშის წარდგენისას ხარაგაულის მერმა. შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა ვრცლად ისაუბრა 2022 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე: ,,ხარაგაულის მერია დაკომპლექტებულია კვალიფიციური საჯარო მოხელეებით. სწორედ მათთან უშუალო კომუნიკაციის, გააზრებული ქმედებების და სათანადო პასუხისმგებლობის საფუძველზე, სხვადასხვა მიმართულებებით ჩვენ შევძელით მიმდინარე წლის წარმატებით დასრულება. საანგარიშო წლის განმავლობაში მერიის შესაბამის სამსახურებთნ ერთად აქტიურად ვთანამშრომლობდით სახელმწიფო კანცელარიასთან, სამინისტროებთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, ადგილობრივი წარმომადგენლობით ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მუდმივი და ღია ურთიერთობის შედეგად ხარაგაულში 2022 წლის განმავლობაში მიღწევები ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული და სპორტული მიმართულებებით არ შეჩერებულა. ხარაგაულში წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით. 2022 წელი გამორჩეული იყო, როგორც მუნიციპალიტეტის მიერ პრიორიტეტების შესაბამისად დაგეგმილი პროექტების განხორციელებით, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით. უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას მიმდინარე წელს 25 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. წელს პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ინიციატივით, ხარაგაულში ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში შენობა - ნაგებობების ფასადების და სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო. ხარაგაულში 2022 წელს წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა მოიხსნა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის შედეგად დაბა ხარაგაულს უწყვეტი წყალმომარაგება აქვს . მიმდინარეობს წყალარინების (კანალიზაციის) მასშტაბური, საუკუნოვანი პროექტის სამუშაოები. მთელი წლის განმავლობაში ხარაგაული ინფრასტრუქტურული პროექტების გაბნხორციელებით, საქართველოს მასშტაბით ღირსეულად ინარჩუნებდა ადგილს 10 წარმატებულ მუნიციპალიტეტს შორის. წელს პირველად, ხარაგაულმა მიიღო დამატებითი ბონუს თანხა 50 ათასი ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების დროული და რიგ შემთხვევებში წინსწრებით შესრულებისთვის. მიღებული ბონუს თანხით ხარაგაულის მერიამ დამატებით 3 პროექტის განხორციელება და სოფლებში რთულად გადასაადგილებელი მონაკვეთების რეაბილიტაცია შეძლო. აღსანიშნავია, რომ 2022 წელი გარდამავალ პროექტებში 1,5 მილიონი ლარის წინსწრებით შესრულებული სამუშაოებით გამოირჩევა. სოციალური მიმართულება ხარაგაულის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გასულ წელთან შედარებით გაზრდილი გახლდათ სოციალურ პროგრამებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქმიანი თანამშრომლობის და საჭიროებების სწორად იდენტიფიცირების შედეგად ჩვენ შევძელით მოსახლეობისთვის ახალი სოციალური სერვისების შეთავაზება.“ ხარაგაულის მერმა, აღნიშნა რომ 2022 წელი ასევე გამორჩეული გახლდათ კულტურული მიღწევებით, გამარჯვებებით და აღიარებით. კობა ლურსმანაშვილი იმედოვნებს , რომ ინფრასტრუქტურული გამოწვევების დადებით გადაჭრა, სამომავლოდ, ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკისა და სოციალური დონის გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება და ხარაგაულელებს 2023 წელს ხარაგაულის განვითარებისთვის უფრო მეტ მასშტაბურ პროექტს ჰპირდება. ,,წლის ბოლომდე ხარაგაულში ყველა მიმდინარე პროექტი დასრულებული იქნება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას კვლავ გააგრძელებს. ველოდებით მოსახლეობის კიდევ მეტ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში. მადლობას ვუხდი მათ 2022 წლის განმავლობაში გამოხატული აქტიურობისთვის, დაინტერესებისთვის. სწორედ მათთან მუდმივი კომუნიკაციით მიიღწევა წარმატება , რომელიც მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია” -აღნიშნავს ხარაგაულის მერი. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. ანგარიშის სრული ვერსია განთავსდება ვებ - გვერდზე  kharagaulinews.gov.ge  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4950.JPG
20/12/2022 12:43

ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის 2023 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, საკრებულოს ბიუროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული დოკუმენტი წარუდგინა.   სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.   როგორც სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადა, მერიამ საკრებულოს მიერ გაცემული თითოეული რეკომენდაცია გაითვალისწინა და ბიუჯეტში ასახა. „მაქსიმალურად ვეცადეთ მომავალი წლის ბიუჯეტი ყოფილიყო მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული, დავამატეთ რამდენიმე ახალი სოციალური პროგრამა და გავზარდეთ თითქმის ყველა სფეროს დაფინანსება. 2023 წელს ბიუჯეტში ძირითადი პრიორიტეტები კვლავ სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურა, განათლება და კულტურა იქნება.“   ბიუჯეტის კორექტირებული დოკუმენტის თანახმად, გაიზარდა: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების არეალი, რომელზეც დამატებით 10,0 ათასი ლარი გამოიყოფა; ნაგვის ბუნკერების შესაძენად დამატებით 15,0 ათასი ლარი გამოიყოფა, ბუნკერების შესაძენად სულ 40,0 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული.   გაიზრდება მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის ხარჯების დაფინანსება 60,0 ათასი ლარამდე.   გაგრძელდება უსინათლოთა სწავლების პროგრამა, რომლისთვისაც დამატებით 12,0 ათასი ლარი გამოეყოფა და 15,0 ათასი ლარი დამატებით მიეცემა კულტურული ღონისძიებების განსახორციელებლად.    5, 0 ლარით დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული (სტუდენტების) ახალგაზრდების წახალისება; რელიგიის დაფინანსების ხარჯები გაიზრდება 20,0 ათასი ლარით, საერთო ჯამში 40,0 ათასი ლარით;   მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამას დაემატება 9,0 ათასი ლარი, დაფინანსება საერთო ჯამში 17, 0 ლარს შეადგენს.    ა(ა)იპ სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხარჯები იზრდება 150,0 ათასი ლარით, რომელშიც გათვალისწინებულია თითოეული თანამშრომლის ხელფასის გაზრდა 100 ლარით.    ,,ც’’ ჰეპატიტის სკრინინგის განსახორციელებლად დამატებით ა 3,0 ათასი ლარი გამოიყოფა. ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით გაიზრდება სათნოების სახლის კვების ხარჯი ერთჯერადი მომსახურებისათვის.    ასევე ბიუჯეტში შესაბამისი მუხლით იქნება გათვალისწინებული  და დაფინანსება ახლად დაქორწინებული წყვილები რომლებსაც აქვთ რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები და ვერ ახერხებენ კლინიკურ ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას.   გარდა ზემოთ აღნიშნულისა მერიამ მიზანშეწონილად ჩათვალა გაიზარდოს: - განათლების სფეროს დაფინანსება 10,0 ათასი ლარით.  -კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის ღონისძიებები - 5,0 ათასი ლარით (მ.შ.სპორტული ღონისძიებები - 5,0 ათასი ლარით)   - სოციალური პროგრამები 49,3 ათასი ლარით, საიდანაც ერთჯერადი ფინანსური დახმარებაზე-40,3 ათასი ლარი მიიმართება და მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამისთვის კი- 9,0 ათასი ლარი.  აღნიშნული პროგრამების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს დღგს ხარჯიდან დამატებით შემოსული თანხა - 309,3 ათასი ლარი და მიზნობრივი ტრანსფერი ხარჯი 70,0 ათასი ლარი.   სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები.     1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2022 წელ გაწეული მუშაობის შესახებ; მომხსენებელი: დავით კიკნაძე 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ; მომხსენებელი: ლენა კალანდაძე 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ; მომხსენებელი: ოთარი ლურსმანაშვილი 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის წლიური სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ; მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე 5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლის დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;  მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი 6.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;  მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიან   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის # 3 დადგენილებაში „ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;   მომხსენებელი: პავლე კიკალიშვილი 8.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა    საკრებულოს    თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების   ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.   მომხსენებელი: პავლე კიკალიშვილი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1_2_3_1_1.png
19/12/2022 15:29

21 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

  გთავაზობთ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მომხს: ვლადიმერ  გელაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: კახაბერ გოლუბიანი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის # 3 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პავლე კიკალიშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მომხს: პავლე კიკალიშვილი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/gcfhjfg.JPG
15/12/2022 16:23

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა ინფორმაცია.   ვარლამ ჭიპაშვილმა დეპუტატებს, ასევე, ის პროექტები წარუდგინა მოსაწონებლად, რომელიც  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2023 წელს დასაფინანსებელ პროექტთა ნუსხას დაემატება. ეს პროექტებია: ბაზალეთის, წყალაფორეთის, ვარძიისა და კიცხი-ხიდრის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია; ვაშლევის გზის რეაბილიტაცია (გაღმა ვაშლევი); ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (სარალიძეების უბანი); ზვარეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჭენჭეხის უბანი). საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ  დეპუტატებს 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში გააცნო. მანანა ბარბაქაძემ იმ პროექტებსა და აქტივობებზე ისაუბრა, რომელიც პირადი თუ საკრებულოს წევრების ინიციატივით განხორციელდა. დასასრულს კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მერიასთან აქტიური თანამშროლობისთვის და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „შედეგებისთვის მნიშვნელოვანია საკრებულოსა და მერიის აქტიური ურთიერთკავშირი. წარმატებები ერთად გავქვს და პრობლემებზეც ერთობლივად ვართ პასუხისმგებლები“ - აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ. მანანა ბარბაქაძემ საკრებულოს წევრებს საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ წარუდგინა საკითხი.   ზემოთ აღნიშნული ყველა საკითხი დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.
სრულად