სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfdghfg.JPG
13/02/2019 16:38

სარგვეშის თემის სოფლებმა პროექტები შეარჩიეს

სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში საერთო კრებები გაიმართა, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი უძღვებოდნენ.  სარგვეშის მოსახლეობამ ფარული კენჭისყრით, სოფლისთვის პრიორიტეტული თემა აირჩია - სოფლის ბიბლიოთეკის შენობის დასრულება, სველი წერტილის მოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის (სოფლის ცენტრის) განათება. ერთ იდეაში გაერთიანებული ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისთვის, სარგვეშის მაცხოვრებლები, მათთვის გამოყოფილ 12 000 ლარს დახარჯავენ. საბეს მოსახლეობამ, ასევე ფარული კენჭისყრით, მაღალაურის საუბნო გზის შეკეთება გამოყო პრიორიტეტად. დაახლოებით 2 კმ-მდე გზა 10 000 ლარით გასწორდება და მოიხრეშება. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა გადაწყვიტა სოფელ ხორითის მოსახლეობამ, აღნიშნულ სოფელზეც 10 000 ლარია გამოყოფილი. წყლის წისქვილს ჩაუტარებენ რეაბილიტაციას და საუბნო გზას შეაკეთებენ სოფელ მიროწმინდაში მაცხოვრებლები და ამ პროექტზე 10 000 ლარს გადაანაწილებენ.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  იხილეთ ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/FGHXDFB.jpg
13/02/2019 16:37

ხარაგაულში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 12 თებერვალს საერთო კრებები ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ოთხ სოფელში ჩატარდა, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე უძღვებოდა. მარელისის მოსახლეობა 12 000 ლარით საბანკეტო დარბაზს მოაწყობს და ინვენტარს შეიძენს. ლეღვანში 16 000 ლარი დაიხარჯება შიდა საუბნო გზების შესაკეთებლად.  ასევე, გზებს შეაკეთებს და გარე განათებას მოაწყობს დიდვაკის მოსახლეობაც მათთვის გამოყოფილი 10 000 ლარით.  პატარა სახვლარში რეგისტრირებულმა ორმა ოჯახმა კი, სასოფლო გზის შეკეთება აირჩია. აღნიშნულის შესასრულებლად 10 000 ლარს დახარჯავენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საერთო კრებების ჩატარება 28 თებერვალს დასრულდება. იხილეთ ოქმი    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfygjhnch.jpg
11/02/2019 17:45

ხარაგაულში ქართულ ჭიდაობაში ჩემპიონატი გაიმართა

8 თებერვალს ხარაგაულის  ა(ა)იპ “სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) სპორტულ დარბაზში, ქართული  ჭიდაობაში ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა  ხარაგაულის, ზესტაფონის, ჭიათურის, თერჯოლის, ქუთაისის, ტყიბულის, წყალტუბოს, ვანის, ოზურგეთის, ცაგერისა და საჩხერის გუნდებმა მიიღეს. ჩემპიონატს ესწრებოდა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ოთარ ყურაშვილი. ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ტურნირის 6 წარმატებული მონაწილე თებერვლის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და მედლებით. ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ: 35 კგ წონით კატეგორიაში: პირველი ადგილი ომანაძე ლუკა (წყალტუბო). მეორე ადგილი გრიგალაშვილი ვასო (ხარაგაული). მესამე ადგილი გორგაძე გოგა (ზესტაფონი). 40 კგ წონით კატეგორია: პირველი ადგილი ჯუღელი გაგა (ზესტაფონი). მეორე ადგილი კვატაშიძე ლომერი (ქუთაისი). მესამე ადგილი გუმბერიძე რეზო (ქუთაისი). 45 კგ წონით კატეგორია: პირველი ადგილი ხიდაშელი თენგიზი(ზესტაფონი). მეორე ადგილი კლდიაშვილი საბა (ზესტაფონი). მესამე ადგილი სტანაძე გაგა (ქუთაისი). 50 კგ წონით კატეგორია: პირველი ადგილი გაბრიჭიძე ნიკა (ქუთაისი). მეორე ადგილი მარკოიძე შაქრო (ვანი). მესამე ადგილი ედიბერიძე შოთიკო (ქუთაისი). 55 კგ წონით კატეგორია: პირველი ადგილი თურმანიძე ბექა(ზესტაფონი). მეორე ადგილი კოპალიანი ვლადიმერი (ცაგერი). მესამე ადგილი კაპატაძე მათე (ქუთაისი). 60 კგ წონით კატეგორია: პირველი ადგილი გველესიანი საბა (წყალტუბო). მეორე ადგილი ხურციძე ბეჟანი(ვანი). მესამე ადგილი ჭუმბურიძე გიორგი (ზესტაფონი). 66 კგ წონით კატეგორია: პირველი ადგილი ჩეჩელაშვილი რეზო (ქუთაისი). მეორე ადგილი ცხვედაძე ლუკა (ხარაგაული). მესამე ადგილი წვერავა გეგი(ზესტაფონი). +66 კგ წონით კატეგორია. პირველი ადგილი ნიქაბაძე რომეო (ქუთაისი). მეორე ადგილი გავაშელაშვილი ზურა (თერჯოლა). მესამე ადგილი გიორხელიძე მათე (წყალტუბო).  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fjkfhjkfhj.JPG
11/02/2019 17:24

დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცეს

ხარაგაულს სკოლების სარეაბილიტაციოდ 200 000 ლარი გამოეყო, აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა განაცხადა და დეპუტატებს საბიუჯეტო ცვლილება გააცნო. ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N13 განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის მიზნობრივი ტრანსფერი-200 000 ლარი გამოეყო, ხოლო მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად-108 743 ლარი. საბიუჯეტო ცვლილების მიზეზი გახდა ასევე, მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის N45 განკარგულება, რის საფუძველზეც, პირველ ეტაპზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - 430 000 ლარით დაფინანსდა. სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ (2015-2018 წლებში) აღებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭიროა მუნიციპალიტეტის 2019 წლის პირველი იანვრისთვის არსებული ნაშთიდან, ბიუჯეტის ხარჯებში ამ ეტაპისთვის მიიმართოს 462 505 ლარი. აქედან: სახელმწიფო ფონდებით გამოყოფილი სახსრების ნაშთიდან-43 005 ლარი, რომელიც ძირითადად გზების, ხიდებისა და ბოგირების რეაბილიტაციაზეა გათვალისწინებული და საკუთარი სახსრების ნაშთი 419 500 ლარი, რომელიც  შემდეგ მიმართულებებზე გაიხარჯება: 1.289 700 ლარს 2019 წელში გამოყოფილი თანხების მონიტორინგის ჯგუფის ანაზღაურებისთვის მიმართავს;         2.7300 ლარს – ხიდ-ბოგირების შეკეთებაზე;        3.64 ათას ლარს – ანეულაში სარიტუალო სახლის მშენებლობაზე;        4.43 ათას ლარს – მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესაძენად;       5. 10 ათას ლარს – საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მომსახურებისთვის;        6.– სახალხო     თეატრში ერთი მსახიობის შტატის დამატების გამო. დეპუტატებმა აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებასთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს მერიისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილის შესაძენად გათავალისწინებულ 43 ათას ლარზე, რომელსაც  არცერთმა მათგანმა მხარი არ დაუჭირა. ასევე საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა გააკრიტიკეს, მონიტორინგის ჯგუფის ანაზღაურებისა და    „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ 5 500 ლარით სუბსიდირების საკითხი. საკრებულოს ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ინგა მაღრაძე თანხების არაეფექტურ ხარჯვას უწოდებს მონიტორინგის ჯგუფისათვის გათვალისწინებულ 11 ათას ლარს. მისი განმარტებით მუნიციპალიტეტის მერიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული მონიტორინგის ჯგუფთან 600 000 ლარზე, რომელმაც მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი სამი წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს. ფრაქციის თავმჯდომარემ, ასევე განმარტავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტი დეკემბერში დამტკიცდა და ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხელმძღვანელს ამ დროისთვის უნდა ცოდნოდა სჭირდებოდა თუ არა სამსახურში ერთი შტატის ასაყვანად დამატებით 5 ათასი ლარი.    საკრებულოს ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე, თორნიკე ავალიშვილი მიჩნევს, რომ მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესაძენად გათვალისწინებული თანხა - 43 000 ლარი სოციალურ მიმართულებებზე უნდა გაიხარჯოს. ასევე აღნიშნავს, რომ მონიტორინგის ჯგუფის ანაზღაურებისათვის ამ ეტაპისათვის გამოყოფილი - 111 000 ლარი ზედმეტ ხარჯად აწევს მუნიციპალიტეტს, ვინაიდან ინფრასტრუქტურული პროექტები ხარისხი შეიძლება სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც ჩაატაროს. საბოლოოდ საბიუჯეტო ცვლილებას მუხლობრივად ეყარა კენჭი. სხდომაზე მყოფმა არცერთმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირა მერიისთვის მსუბუქი ავტომობილის შეძენას. ხოლო დანარჩენი საკითხები დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით დადებითად შეფასდა.          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/dfjhndfghb_1.jpg
11/02/2019 16:55

ხარაგაულის სოფლებში საერთო კრებები გრძელდება

ლაშეს, ღვერკის და უჩამეთის მოსახლეობამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისთვის, საერთო კრებებზე პრიორიტეტები შეარჩია. ლაშეში, სოფლისთვის გამოყოფილი 12 000 ლარით წყლის სისტემის მოწესრიგება, მილების შეძენა და გზების მოხრეშვა გადაწყდა. უჩამეთის მოსახლეობა 10 000 ლარით შიდა საუბნო გზებს მოხრეშავს და სანიაღვრე არხებს გააკეთებს, ხოლო ღვერკის მაცხოვრებლები, ასევე 10 000 ლარით სოფლის წისქვილის რეაბილიტაციას, საუბნო გზების მოხრეშვას და გარე განათების მოწყობას გეგმავენ. საერთო კრებებს ზემოთ აღნიშნულ სოფლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ესწრებოდა.  იხილეთ ოქმი  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/lkm.%2Cbnjm%2C.jpg
11/02/2019 16:55

კიცხისა და ბორის მოსახლეობის პრიორიტეტები

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება. სოფლის კრებები კიცხში და ბორში ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ჩაატარა, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის პრიორიტეტები შეარჩია.  კიცხის მაცხოვრებლებმა 16 000 ლარით, ხმათა უმრავლესობით, საუბნო გზების მოხრეშვა, სასაფლაოს შემოღობვა, ასევე, ავალიშვილების, ჩხიკვაძეების და გიორგაძეების უბნებისთვის წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა გადაწყვიტა.  ბორის მოსახლეობისთვის 12 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით სოფელმა მაჭავარიანების უბანში წყლის სისტემის მოწყობას, გზების მოხრეშვას და გარე განათების სისტემის ნაწილობრივ გაკეთებას დაუჭირა მხარი. სოფლის კრებები ხარაგაულში 28 თებერვლამდე გაგრძელდება. იხილეთ ოქმი  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghkhj%2Chb.jpg
11/02/2019 16:54

ხიდრის მოსახლეობა გამოყოფილი თანხით სარიტუალო სახლს მოაწყობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის კრებას ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და ვიცე-მერი არჩილ მაღრაძე უძღვებოდნენ. სოფელმა, სადაც 600-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, ერთხმად გადაწყვიტა, რომ მათთვის გამოყოფილი 16 000 ლარით, სოფელში არსებული სარიტუალო სახლი მოაწყონ. კერძოდ, შეიძინონ ინვენტარი და მოაწესრიგონ ეზო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 860 000 ლარს მიიღებს. საერთო კრებები 28 თებერვალს დასრულდება.  მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მიერ არჩეული პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდება. იხილეთ ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/dhjkghkjjhlkj.jpg
11/02/2019 12:17

ბაბში, ქვებში, დეისსა და ჭარტალში საერთო კრებები გაიმართა

ბაბის, ქვების, დეისის და ჭარტალის მოსახლეობამ წინასწარ წარმოდგენილი საპროექტო წიადადებები საერთო კრების ფორმატში განიხლა. ბაბში რეგისტრირებული მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა გადაწყდა, რისთვისაც 10 000 ლარი დაიხარჯება. სასაფლაოს შემოღობავენ და სასოფლო გზებს შეაკეთებენ ჭარტალშიც, მათთვის გამოყოფილი 10 000 ლარით.  ქვების მოსახლეობამ პრიორიტეტად ცენტრალური გზის გასწვრივ მოცურების საწინააღმდეგო ბაგირის გაკეთება, ასევე სარიტუალო დარბაზისთვის ინვენტარისა და თავშეყრის ადგილის მოსაწყობად მასალის შეძენა დაასახელა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები ქვების მაცხოვრებლებმა ერთ იდეაში გააერთიანეს, რისთვისაც 12 000 ლარს დახარჯავენ. დეისის მოსახლეობამ, სოფლისთვის გამოყოფილი 10 000 ლარით შიდა გზების მოხრეშვა, წყლის სისტემის შეკეთებისთვის, სარიტუალო დარბაზისთვის, წყაროს შეკეთებისთვის, წისქვილის სახურავისა და თავშეყრის ადგილის რეაბილიტაციისთვის მასალების შეძენა გადაწყვიტა. საერთო კრებებს მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, სოფლის წარმომადგენელი სპარტაკ ლაცაბიძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ტალახაძე დაესწრნენ. სხდომის ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjg.jpg
11/02/2019 12:08

ზაურ ბერაძის მორიგი გამარჯვება ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე

10 თებერვალს, ბულგარულ ბლაგოევგრადში "პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის" სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, სადაც საქართველო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა, ოთარ თუშიშვილისა და აკაკი კუნჭულიას ხელმძღვანელობით, 100%-იანი შედეგით 9 ოქროს მედლით დაასრულა ასპარეზობა. საერთაშორისო ტურნირის მონაწილე იყო ხარაგაულელი ზაურ ბერაძე, რომელმაც თავისუფალ ჭიდაობაში, 86 კგ. წონით კატეგორიაში,  აშკარა უპირატესობით, რუმინელი მიჰაი 11:0 დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა. ვულოცავთ ზაურს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ! ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრზე მონაწილეობა რუსეთის, აშშ-ს, ისრაელის, ინდონეზიის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვას, რუმინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ტუნისის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, იაპონიის, მასპინძელი ბულგარეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.              
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkmghnc.jpg
11/02/2019 11:43

სპექტაკლის პრემიერა - „მე თქვენ მიყვარხართ“

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი (რეჟისორი იზა ვეფხვაძე)  ხარაგაულის კინოთეატრში  ლიტერატურული სპექტაკლის პრემიერას - „მე თქვენ მიყვარხართ" გამართავს.   სპექტაკლი 14 თებერვალს, 15:00 საათზე, დაიწყება. დასწრება თავისუფალია.              
სრულად