წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0820.JPG

ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც ბიუროს წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს.

წარმოებაში მიიღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 – 2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის სახელმწიფო აუდიტის ანგარიში, რომლებიც ბუროს წევრთა გადაწყვეტილებით დღეიდან განსახილველად გადაეცემა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს. ზემოთ აღნიშნულ ორივე საკითხს ხარაგაულის საკრებულო 2 მარტის მორიგ სხდომაზე შეაფასებს.

სხდომაზე მოისმინეს ასევე საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების გამოყოფას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანხების მიღებას, ასევე წინა წელში აღებული ვალდებულებების და ახალი ვალდებულებების შესასრულებლად საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან თანხების გამოყოფას ეხებოდა.  

ნანახია: 4397 - ჯერ