წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_3.jpg

19 დეკემბერს საკრებულო რიგგარეშე სხდომას გამართავს

19 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო წლის ბოლო რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომაზე დეპუტატები 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ. საკითხს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსაურის უფროსი ვლადიმერ
გელაშვილი წარადგენს.


სხდომაზე ასევე განიხილავენ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ კიცხში მდებარე 1 518 კვმ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობის (ს/კ N36.10.32.451) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ინფორმციას და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ღორეშაში მდებარე შენობის 96.22 კვმ ფართის (ს/კ N36.06.32.341.01.501) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ინფორმაციას,  რომლებსაც დეპუტატებს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე გააცნობს.

ნანახია: 4836 - ჯერ