სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/iuyiuoo.JPG

2019 წელს ხარაგაულში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და  მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე დაესწრნენ.

წლის ბოლო სხდომაზე საკრებულომ საბიუჯეტო ცვლილება განიხილა და 2019 წელს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები განიხილა.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის განცხადებით, 2018 წლის საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან  გამოყოფილი სახსრები 11 800 ლარით შემცირდა და 308 500 ლარით განისაზღვრა;

 გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები  42 300  ლარით შემცირდა და 11 028 100 ათასი ლარით განისაზღვრა;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი  შემოსულობების ნაწილში    17 700  ლარით გაიზარდა და    13 601 200 ლარით განისაზღვრა;

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი  ტრანსფერი   29 500 ლარით გაიზარდა და  6 333 700  ლარით განისაზღვრა;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი  გადასახდელების ნაწილში  17 700 ათასი ლარით გაიზარდა და   18 320 400   ლარით განისაზღვრა;

სტიქიით   დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები 60 000 ლარით გაიზარდა და  125 300 ათასი ლარით განისაზღვრა.

2019 წელს ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდიდან  განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი, საკრებულოს, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, თემური თაბუკაშვილმა წარუდგინა.

საკრებულოსა და მერიის შეთანხმებით, ასევე, მოსახლეობის მოთხოვნებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე ხარაგაულში, 2019 წელს, 41 პროექტის განხორციელება იგეგმება.

გთავაზობთ პროექტების ჩამონათვალს.

ხარაგაულის მერის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ხარაგაულს 3 700 000 ლარი გამოეყოფა და პრიორიტეტი იმ გზების მშენებლობას მიენიჭება, რომლის პროექტებიც უკვე არსებობს. ნიკოლოზ თოფურიძე განმარტავს, რომ თუ მუნიციპალიტეტი გეგმა გრაფიკით შეასრულებს პროექტებს, თანხების დამატება კიდევ მოხდება, რისი დიდი იმედიც აქვთ. 

სხდომაზე დებატები გამოიწვია პროექტთა შესრულებისა და თანხების ათვისების დაბალმა მაჩვენებელმა. როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს შემსრულებელი კომპანიების დიდი ნაწილი არაკეთილსინდისიერად იქცევა და სამუშაოებს ჯარიმის თანხლებით აგრძელებენ.

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თემური თაბუკაშვილის ინფორმაციით, ის ვალდებულება, რაც მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაოების განსახორციელებლად ეკისრება, ზედმიწევნით ვადების დაცვით  სრულდება და პროექტების შესრულების დაბალი მაჩვენებელი ტენდერების ხშირი ჩავარდნითა და  მეწარმეების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებითაა გამოწვეული.  

 

 

 

 

ნანახია: 6620 - ჯერ