სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/fhjukghjkgfhjkh_1.jpg

ნიკოლოზ თოფურიძემ ხარაგაულის განვითარების შესახებ იდეები მოისმინა

რამდენიმე კვირაა ხარაგაულში, ლაშა გელაშვილის ინიციატივით შექმნილი ჯგუფი იდეების შესამუშავებლად იკრიბება.

საინიციატივო ჯგუფში, ათობით ახალგაზრდაა გაწევრიანებული, რომლებიც ხარაგაულის განვითარებისთვის საინტერესო იდეებს ერთად განიხილავენ. 

ჯგუფის წევრებმა ამ დრომდე შემუშავებული იდეები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს წარუდგინეს.
„ძალიან საინტერესო იდეები მოვისმინე. მათ უნდათ სასიკეთო ცვლილებები შეიტანონ ხარაგაულის ცხოვრებაში და ზუსტად ვიცი, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ყველა საქმეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ დამოუკიდებლად, თავისუფალ გარემოში და ისე განახორციელონ აქტივობები. მადლობა ლაშას, რომ ორგანიზება გაუწია იდეების თავმოყრას და ათეულობით ახალგაზრდა ერთი საერთო საქმისთვის გააერთიანა. ჩვენ აუცილებლად გავივლით ახალგაზრდებთან ერთად თითოეული პროექტის ბიუჯეტს და უკვე კონკრეტული იდეების დაფინანსებაზე ვიმსჯელებთ“ - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ. 

ნანახია: 4290 - ჯერ