სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4.png

დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა

ბიუროს სხდომას მერის პირველი მოადგილე ესწრებოდა.

სხდომაზე ვარლამ ჭიპაშვილმა და მერიის სამსახურის ხელმძღვანელებმა ბიუროს წევრებს მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია წარუდგინეს.

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან, ვლადიმერ გელაშვილთან ერთად  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შედეგების შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია  ბიუროს.

ბიუროს წევრებს, გაწეული საქმიანობის შესახებ, ანგარიში გააცნო „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, თამარ ლაცაბიძემ.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაცია წარმოადგინა, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა.

არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსმა, გივი კურტანიძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირისაგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობით გრანტის მისაღებად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ინფორმაცია გააცნო ბიუროს წევრებს.

საგრანტო პროექტი - „შემოქმედებითი კომპასი საქართველოში“  - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკურ აღნუსხვას ითვალისწინებს.

დღეს ბიუროს სხდომაზე 18 აპრილის რიგგარეშე სხდომის და 7 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი განიხილეს.

ბიუროს წევრები დეტალურად გაეცნენ დღის წესრიგით წარმოდგენილ  საკითხებს

დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი , მე-2 და მე-3 საკითხი 7 მაისის საკრებულოს სხდომაზე , ხოლო მე-4 საკითხი,  18 აპრილს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.

ნანახია: 159 - ჯერ