სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sss_1.png

15 აპრილს ბიუროს სხდომა გაიმართება

სხდომაზე 18 აპრილის რიგგარეშე სხდომის და 7 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგს განიხილავენ.

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 აპრილის ბიუროს

მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა

 

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირი- ს „ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ

დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული

საქმიანობის შესახებ

მომხს: თამარ ლაცაბიძე

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის

ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ

მომხს: ვლადიმერ გელაშვილი,

თანამომხს: ვარლამ ჭიპაშვილი

  1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა,

პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ

პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19

დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხს: კახაბერგოლუბიანი

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის,

შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური

აღნუსხვის უზრუნველსაყოფად საგრანტო პროექტის - „შემოქმედებითი კომპასი

საქართველო“-ს ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირისაგან

5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობით გრანტის მისაღებად, ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

მომხს: გივი კურტანიძე

დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი , მე-2 და მე-3 საკითხი 7 მაისის საკრებულოს სხდომაზე , ხოლო მე-4 საკითხი,  18 აპრილს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.

 

 

ნანახია: 216 - ჯერ