სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/424582741_773810524782039_2279026115006023299_n.jpg

"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", ფერმერებს საგრანტო კონკურსში იწვევს

"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", "გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება" პროექტის ფარგლებში, იწვევს ფერმერებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მესაქონლეობის (მერძეული) და მეფუტკრეობის (თაფლი) მიმართულებით სადემონსტრაციო ფერმების მოწყობის მიზნით შემდეგი სამიზნე რეგიონებიდან: კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

 

საგრანტო პროექტის კონკურსის საფუძველზე საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), შეარჩევს 8 ფერმას (თითო სადემონსტრაციო ფერმა თითო რეგიონში თითო მიმართულებით – 4 ფერმა მესაქონლეობა (მერძევეობა); 4 ფერმა (მეფუტკრეობა) პროექტის სამიზნე რეგიონებიდან კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, რომლებიც დაინტერესებული არიან არსებული ფერმერული მეურნეობის განვითარებით.

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა: 04 მარტი, 2024.

დეტალური ინფორმაციისთვის აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბმულს: https://grants.gfa.org.ge/grants/capca/

 

მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად დაესწროთ საინფორმაციო შეხვედრას:

ქუთაისი – 23 თებერვალი, 13:00 სთ სასტუმრობესტ უესთერნ ქუთაისი” (იოსებ გრიშაშვილის N11)

__________________________________________

* კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის კონსულტანტს: მაკა ცერცვაძე 591 15 15 43

 

 

ნანახია: 276 - ჯერ