სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8854.JPG

მერის თათბირი გაიმართა

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.

თათბირზე მერმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით გააკეთა გაცხადება და წარმომადგენლებს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და შეხვედრებზე დასწრების უზრუნველყოფა მოსთხოვა.

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 25  იანვარს  დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება.

თათბირის მიმდინარეობისას სოფლის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის ხარაგაულის საინფორმაციო - საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, ბონდო კიკნაველიძემ გააკეთა განცხადება და მერის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც 25 იანვარს გაიმართება.

შეხვედრაზე დაინტერესებული პირები მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის ხელშეწყობის პროგრამის ირგვლივ მიიღებენ ინფორმაციას.

პროგრამა მეცხოველეობაში დასაქმებული პირების ხელშეწყობას, ასევე სასათბურე მეურნობის მოწყობით დაინტერესებული ახალგაზრდების (მამაკაცები 35 წლამდე , ქალები - 40 წლამდე) თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

შეხვედრა ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში 25 იანვარს, 12 საათზე გაიმართება.

ორშაბათის ტრადიციულ თათბირს, მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, და მერის მრჩევლები, იუზა კელენჯერიძე, გივი თხელიძე და ნიკოლოზ მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

ნანახია: 135 - ჯერ