სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ASHYTERE.jpg

22 ივნისს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ხარაგაულის თეატრი გელოდებათ

ხარაგაულის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე დათო ტურაშვილის პიესით ,,დოდოს მოლოდინში“ წარსდგება. სპექტაკლის ჩვენება 19 საათზე გაიმართება.

პიესა ემიგრაციის თემას და საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში მოღვაწე ათასობით ქართველ ქალს ეძღვნება , ვისთვისაც საქართველოში დაბრუნება, ყველაზე სანუკვარი ოცნებაა.

ირინე ჩხეიძე:

,,თემა რომელსაც  ჩვენ შევეხეთ ძალიან აქტუალურია, ბევრი ადამიანი არის წასული საზღვარგარეთ ემიგრაციაში, თუნდაც ხარაგაულიდან, სწორედ ამ პრობლემას ეხება ეს სპექტაკლი. ეს არის იუმორით შეზავებული დრამა, სადაც გადმოცემულია რამდენიმე ქალის ისტორია.

სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი – ირინე ჩხეიძე

მონაწილეობენ: ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ირინე ჩხეიძე, მაია ბერაძე, ბათუ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, ვასიკო კიკნაძე, გიორგი ჭიპაშვილი.

ოპერატორები: დავით კვირიკაშვილი, ირაკლი შარიქაძე, ზაზა ტაბატაძე, ქორეოგრაფი-ზაზა ლურსმანაშვილი.

თეატრალური დასი, სპექტაკლის ჩვენებას ხარაგაულში 27 ივნისს,  18 საათზე გამართავს.

 

 

ნანახია: 711 - ჯერ