სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sdcb_1.jpg

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“  სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით ერთ პირს მაღალთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა.

 

შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკურმა პირმა  მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. განცახადებას თან უნდა დაერთოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში  9 თვის ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კომისია ორი თვის განმავლობაში შეისწავლის საკითხს.

 

ხარაგაულის „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ თავმჯდომარე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ინგა ლურსმანაშვილი გახლავთ.  სხდომის თავმჯდომარის მოადგილე - იურიდიული განყოფილების  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, თამარ სულაქველიძე;

 

 სხდომის მდივანი - ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი, ნინო ფერაძე;

 

საბჭოს წევრები:

 

მერის მრჩეველი სოციალურ საკითხებში, გივი თხელიძე;

 

შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი, ინგა თურქაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 11 სოფელი შედის: გოლისი, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა, ნუნისი, პატარა სახვლარი, ზვარე, ჩრდილი, გედსამანია, წიფა, ბჟინევი.

 

მაღალმთიანი დასახლებაში მცხოვრები სტატუსი ხარაგაულში  1 303 ფიზიკურ პირს აქვს მინიჭებული.

 

ოქმი

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N 591 დადგენილების ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების,   შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი“-ს  მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად გეგზავნებათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის   მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმს N28RSX00151 მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით.

 

 

ნანახია: 424 - ჯერ