სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98.jpg

ხარაგაულის მერი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში იმყოფებოდა, სადაც შესაძლეობლობა ჰქონდა ზრდასრულთა განათლების ცენტრების (DVV) მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდა.

ხარაგაულში უკვე მეხუთე წელია გერმანიის ზრადსრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც ხარაგაულელ ახალგაზრდებს ახალი პროფესიების დაეუფლების შესაძლებლობას აძლევს.

ვიზიტის მიზანი ზრდასრულთა განათლების ცენტრების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა და ამ კუთხით გამოცდილების მიღება გახლდათ.

სამუშაო ვიზიტი გერმანიაში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ორგანიზებით განხორციელდა.

შეხვედრები გაიმართა ბავარიის ზრდასრულთა განათლების თავმჯდომარესთან, ასევე ბავარიის პარლამენტის წევრებთან და მიუნხენის ვიცე მერთან.

კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მერი:

„ზრდასრულთა განათლების ცენტრი ეს არის პროფესიული კადრების შექმნის შესაძლებლობა, ეს მიმართულება კარგადაა განვითარებული გერმანიაში, მარტო ბავარიის მხარეს 180 ასეთი ცენტრი აქვს. ჩვენ ამომწურავად მივიღეთ ინფორმაცია თუ რა მოლოდინები აქვთ გერმანელებს ამ ცენტრებიდან და რა შედეგს იღებენ მაქსიმალური დაფინანსების სანაცვლოდ.“

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, იგი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრს.

,,ხარაგაულის მერია მაქსიმალურად გაიზიარებს ცენტრის ინიციატივებს და დაეხმარება მათ ახალი იდეების განხორციელებაში"- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

 

ნანახია: 140 - ჯერ