სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/vat.jpg

ხარაგაულში მოყვარული ფოტოგრაფის, ვატო მაღრაძის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართა

ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა მოყვარული ფოტოგრაფის, ვატო მაღრაძის პერსონალური ფოტოგამოფენა გამართა.

ვატო 12 წლიდან აქტიურად იღებს ფოტოებს. თავიდან ეს მისთვის სამოყვარულო ხასიათს ატარებდა, რამდენიმე სერიოზული და საინტერესო შეფასების მოსმენამ მეტი მოტივაცია მისცა და ამ თემით პროფესიულ დონეზე დაინტერესდა.

ვატოს მაღრაძის ფოტოები ძირითადად სოციალურ თემებზეა, ამიტომ მის ობიექტივში ხშირად ხვდება ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, ქუჩა და შენობები.

საამაყოა რომ ერთ-ერთი ფოტო  ,, ხარაგაულის ცენტრში ტრიალებს ვარდისფერკაბიანი გოგონა“ ,,nationalgeographic” – ის კონკურსის რჩეული გახდა.

ვატოს პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა ახალგაზრდული ფესტივალის, ,,გაზაფხულის ხარაგაულის“ ფარგლებში გაიმართა.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნინო დიდიძემ ვატო მაღრაძეს სპეციალური დიპლომი გადასცა და აღნიშნა რომ მუზეუმი ყოველთვის ცდილობს კარი გაუღოს ნიჭიერ და შემოქმედ ახალგაზრდებს.

ფოტოგამოფენას ხარაგაულის საზოგადოების წარმომადგენელები,  ვატოს მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ფოტოგამოფენა ისტორიულ მუზეუმში 6 მაისამდე გაგრძელდება.

ნანახია: 249 - ჯერ