სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/zdhvb.jpg

პროექტით - „აწარმოე საქართველოში“ დაინტერესებულ პირებს ტრენინგი ჩაუტარდათ

დღეს ხარაგაულის მერიის ორგანიზებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საპილოტე პროექტის - „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება: პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში” ფარგლებში, ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ტრენინგი გამართა.
ტრენინგს ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. მათ დეტალურ ინფორმაცია მიიღეს კონკურსის პირობების, განაცხადის ფორმის შევსების და საიტზე რეგისტრაციის შესახებ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  წარმომადგენელი, პაატა შარაშენიძე და მოწვეული ექსპერტი, გიორგი ცხვედიანი დაინტერესებულ პირებს იმ კონკრეტულ და საჭირო საკითხებზე ესაუბრა,რისი გათვალისწინებაც ბიზნეს იდეის წარმატებით წარსადგენად საჭირო და მნიშვნელოვანია.
შეხვედრისას შესაძლებელი იყო ასევე ინდივიდუალური კონსულტაციის მიღება.


პროექტი მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ხორციელდება

ნანახია: 435 - ჯერ