სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/zmxm.jpg

,,რა?სად? როდის?“ - საღანძილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა

ახალგაზრდული ფესტივალის ,,გაზაფხულის ხარაგაულის" ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაიმართა.

წამყვანის, მამუკა ჭიპაშვილის წინააღმდეგ საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი თამაშობდა.

 ალექსი კიკნაძის ექვსეულმა, ინტელექტუალური თამაში, გამარჯვებით 6:0 დასრულდა.

დღის მოაზროვნედ ლელა ხელაშვილი დასახელდა.

დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ:

ალექსი კიკნაძე, ვარდო ჭიპაშვილი, ეკა მესხი, მაია მესხიშვილი, ლელა ხელაშვილი, დარეჯან გაბუნია.

1 მაისს , ინტელექტუალური თამაშების გაზაფხულის სერიაში, წამყვანის წინააღმდეგ გივი კურტანიძის ექვსეული ითამაშებს.

 

ნანახია: 295 - ჯერ