სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sa-mer_2_1.png

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში წინადადებების მიღება დასრულდა

პროექტის ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი”  ფარგლებში საპროექტო წინადადებების მიღება დასრულდა.

სულ შემოვიდა 35 საპროექტო წინადადება. 

მერის ბრძანებით,  პროგრამის განსახორციელებლად, შექმნილი სამუშაო ჯგუფი შემოსულ წინადადებებს 2 მაისამდე განიხილავს.

ხარაგაულის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ინდივიდუალურად გაგაცნობთ  კენჭისყრის ეტაპზე  გადასული პროექტების ავტორებს და მათ იდეებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

ინფორმაციისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს 7 პროექტი დაფინანსდა.

 პროგრამის ეფექტურად განხორციელების და მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფისთვის 2022 წელს ხარაგაულის მერია საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა.

ხარაგაულის მერს , კობა ლურსმანაშვილს ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელებისთვის საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის(NALAG)  მიერ გამართულ ღონისძიებაზე საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადაეცა.

საპროექტო წინდადებების პირველადი გადარჩევა - 24 აპრილიდან - 1 მაისამდე გაგრძელდება.

კენჭისყრის ეტაპი - 2 მაისიდან - 16 მაისამდე;

გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით - 17 მაისიდან - 31 მაისამდე;

ადევნეთ თვალი ხარაგაულის მერიის გვერდს და მიიღეთ ინფორმაცია პროგრამის განხორციელების თითოეულ ეტაპზე.

 

 

ნანახია: 188 - ჯერ