სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/sdvdv.jpg

სოფელ მაქათუბანში , გზის მობეტონების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო.

27 სოფელში გზების რეაბილიტაციას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი უშუალოდ უწევს კონტროლს და მონიტორინგს.

სოფელ მაქათუბანში წიქარიშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

სამუშაოების მიმდინარეობას დღეს მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ზურა ბანცაძესთან ერთად გაეცნო.

რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ბეტონის საფარი, სოფელ მაქათუბანში 212 მეტრ სიგრძეზე დაიგება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულს პირველ ეტაპზე 3 643 963 ლარი გამოეყო.

12 ახალი პროექტის განსახორციელებლად 2 132 888 ლარი დაიხარჯება.

1 511 075 ლარი მოხმარდება 12 გარდამავალი პროექტის განხორციელებას.

ხარაგაულის მერიის ოფიციალურ გვერდზე თქვენ ეტაპობრივად გაეცნობით სიახლეებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

ვრცელ ინფორმაციას რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ გაეცანით აქ https://bit.ly/42Ziy8p

 

 

ნანახია: 492 - ჯერ