სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/foto%201.jpg

ხარაგაულის 27 სოფელში ახალი გზა გაკეთდება

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს, რომელიც ხარაგაულის 27 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურას მოწესრიგებას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულს რეგიონული განვითარების ფონდიდან პროექტების განსახორციელებლად 3 643 963 ლარი გამოეყო.

აღნიშნული თანხა ახალი და გარდამავალი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

ჯამში ახალი გზა 27 სოფელში გაკეთდება.

ახალი პროექტების განსახორციელებლად 2 132 888 ლარი დაიხარჯება.

1 511 075 ლარი მოხმარდება  12 გარდამავალი პროექტის განხორციელებას.

საგზაო ინფრასტრუქტურა შემდეგ სოფლებში მოწესრიგდება:

  სოფელ მარელისში გზის რეაბილიტაცია (ქურდაძეების უბანი) - 250,000 ლარი;

  სოფელ მაქათუბანში გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილების უბანი) - 49,191 ლარი;

 სოფელ ხუნევში გზის რეაბილიტაცია (გუბათის უბანი) - 216,952 ლარი;

 სოფელ ხიდარში გლუნჩაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია - 88,875 ლარი;

სოფელ ბრუისში გზის რეაბილიტაცია - 49,777 ლარი;

სოფელ წიფში გზის რეაბილიტაცია - 142,998.67 ლარი;

სოფელ საღანძილეში იჩქიტიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია - 200,222 ლარი;

დაბა ხარაგაულში დევდარიანის ქუჩის რეაბილიტაცია - 118,905 ლარი;

სოფელ ფარცხნალში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ეკლესიის უბანი) - 220,724 ლარი;

 სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ვეფხვაძეების უბანი, ხანდები) - 175,252 ლარი;

 სოფელ ბაზალეთის, სოფელ წყალაფორეთის, სოფელ ვარძიის და კიცხი-ხიდარის დამაკავშირებელი ა/ბეტონის საფარიანი გზების რეაბილიტაცია - 362,767 ლარი;

 სოფელ ჭარტალში გზის რეაბილიტაცია - 155,885 ლარი;

 გარდამავალი პროექტები:

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მაქათუბანის ორ უბანში გზის რეაბილიტაცია (II ეტაპი) - 138,278.00

 სოფელ ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესხების უბანი) -45,021.00

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (III ეტაპი) - 48,473.00

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძეების უბანი) -102,629.00

 სოფელ ლაშეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ცქიტიშვილების უბანი) - 54,920 ლარი;

 სოფელ უბისაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა - 24,419.00

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია -136,038.00

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძეების უბანი) II-ეტაპი -52,861.00

 სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია - 334,000.00

 სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია -190,988.00

 სოფელ ნებოძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია -259,999.00

 სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია (მეორე უბანი) - 123,449.00

ხარაგაულის მერიის ინფრსატრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური მომზადებული პროექტებით შეხვდა ახალ დაფინანსებას. შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად გამოცხადებული ტენდერები ვადებში დასრულდა. სამუშაოები სოფლებში უახლოეს დღეებში დაიწყება.

 

ნანახია: 746 - ჯერ