სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/xzx.jpg

საკრებულომ ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში შეაფასა და დაამტკიცა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც საკრებულოს წევრებს  დასამტკიცებლად  2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა და და მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ვრცლად ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში იხილეთ აქ https://bit.ly/3K7F5XZ

ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს სხდომაზე წარადგინა ასევე საკითხი  „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის N-69. 69230813 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

აღნიშნული ცვლილებით, სოფელ ბაზალეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამბულატორია აშენდება. პროექტზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებით 32 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 20 000 ლარი დაიხარჯება.

სხდომაზე დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:

ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

მომხს: ჰამლეტ ბერაძე

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

 მომხს: დავით კიკნაძე

 

 

ნანახია: 414 - ჯერ