სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/dv.jpg

საკრებულოს სხდომაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ანგარიში განიხილეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ 2022  წელს გაწეული საქმიანობის შესახებ იმსჯელეს.

ანგარიში  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ წარადგინა.

ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, 2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისთვის. კერძოდ: მოწესრიგდა  შესასვლელი კიბე, მოეწყო სახანძრო გასასვლელი, ჩაისვა მეტალო-პლასმასის ფანჯრები, რაც მთავარია შენობაში მოხდა ბუნებრივი გაზის შეყვანა და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, გაიზრდა  პედაგოგების ხელფასები.  „გვაქვს მხარადჭერა, როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ისე  საკრებულოს მხრიდან.  დარწმუნებული ვარ მომავალშიც გათვალისწინებული იქნება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წინაშე არსებული საჭიროებები, მაგალითად  შენობის შიდა კოსმეტიკური რემონტი და საჭირო ინვენტარის შეძენის საკითხი“ -  განაცხადა ჰამლეტ ბერაძემ

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მოსწავლეთა რაოდენობა 220-ს შეადგენს, ზოგიერთი ბავშვი თავიანთი ინტერესების შესაბამისად   2-3 წრეში მეცადინეობს. წრეებით სარგებლობს როგორც დაბის ასევე სოფლის სკოლის მოსწავლეები, კერძოდ; მარელისის, მოლითის, საღანძილის, ლეღვნის, ბორითის, ვერტყვიჭალის, კიცხის ზონისა და ზვარეს სკოლები.

მისი განცხადებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში,  2022  წლის დასაწყისში  13  წრე ფუნქციონირებდა, რომელსაც შემდეგ ხალხური საკრავების წრე დაემატა- სოფელ კიცხსა და მარელისში.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, აქტიურად თამამშრომლობს მუნიციპალიტეტის სკოლებთან, რათა   მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა სხვადასხვა კონკურსებსა და კულტურულ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა.

მოსწავლე ახალაგაზრდობის სახლის მიზანია, რომ მოზარდებმა მოახდინონ თავისუფალი დროის სწორ ორგანიზება და ასევე, მათი ინტერესის სფერო სხვადასხვა  საგნებთან დაკავშირებით  განვითარდეს.

ჰამლეტ ბერაძემ 2022 წელს განხორციელებული ღონისძიებების ნუსხა წარუდგინა საკრებულოს წევრებს. მან ასევე ა(ა)იპ-ის  სუბსიდირებასთან დაკავშირებით და  თანხების განკარგვასთან დაკავშირებითაც ამომწურავად ისაუბრა.

 

ნანახია: 411 - ჯერ