სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2906.JPG

მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით,  ამაგდარი მეთოდისტის, თამარ გაჩეჩეჩილაძის იუბილე აღინიშნა

N2 საბავშვო ბაღში, ხარაგაულის სკოლამდელი აღზრდის ამაგდარი მეთოდისტის, თამარ გაჩეჩილაძის, 82 წლის იუბილე ღონისძიებით აღინიშნა.

ქალბატონ თამარს დაბადების დღე ყოფილმა თანამშრომლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. გაიხსენეს მისი მოღვაწეობის წლები და მადლობა გადაუხადეს თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის.

იუბილარს განსაკუთრებით თბილად მიულოცა დაბადების დღე ქალბატონმა ცაცო შათირიშვილმა და ერთად გატარებული წლები გაიხსენა.

თამარ გაჩეჩილაძემ, ხარაგაულის საბავშვო ბაღში მუშაობა 1963 წელს დაიწყო. მას არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი. წლების მანძილზე დიდი პასუხისმგებლობით ემსახურებოდა თავის საყვარელ საქმეს, იყო სკოლამდელ დაწესებულების მეთოდისტი და ლოგოპედი.

ღონისძიება ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

 

ნანახია: 212 - ჯერ