სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dvsd.JPG

კობა ლურსმანაშვილი სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სოფელ კიცხის მოსახლეობას შეხვდა

შეხვედრას მერი, მერის  მოადგილესთან, დავით დევდარიანთან,მერის თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, კიცხი-ფარცხნალის მაჟორიტარ დეპუტატთან, კიაზო გამრეკელაშვილთან, საკრებულოს წევრთან, ამირან ოქრომჭედლიძესთან და მერის წარმომადგენელთან, პაატა ბერაძესთან ერთად ესწრებოდა.

კრებაზე ადგილობრივმა მაცხოვრებლებლებმა სოფლისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები ღია დისკუსიის ფორმატში განიხილეს.

24 იანვრიდან 3 თებერვლამდე ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის და მერის მოადგილეების, ვარლამ ჭიპაშვილის და დავით დევდარიანის  ჩართულობით სოფლის საერთო კრება ხარაგაულის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

კრებებზე გადაწყვეტილებების მიმღები პირები მოსახეობასთან ერთად განიხილავდნენ საპროექტო წინადადებებს.

საერთო ჯამში, ხარაგაულის 20 ადმინისტაციულ ერთეულში 74 სოფლის საერთო კრება ჩატარდა.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები დღეს სოფელ კიცხში გამართული შეხვედრით დასრულდა.

კიცხი

სკვერის მოწყობა

საუბნო გზების გასწორხაზოვნება

 

თეთრაწყარო

 სასაფლაოს შემოღობვა

წყლის მილების შეძენა

სოფლის სკვერში და სასაფლაოს ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის აშენება

საუბნო გზების გასწორხაზოვნება

 

ბორი

სასაფლაოს შემოღობვა

საუბნო გზების შეკეთება

 

საქარიქედი

საუბნო გზების შეკეთება

იგორეთი

სასაფლაომდე მისასვლელი გზის და საუბნო გზის გასწორხაზოვნება.

2023 წელს ხარაგაულში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 890 ათასი ლარი დაიხარჯება. 

ნანახია: 450 - ჯერ