სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdfadfasf.jpg

ლაშეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრება გაიმართა

დღეს ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობამ საერთო კრებებზე პროექტები შეარჩია.
მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერის წარმომადგენელთან კახა კვინიკაძესთან და დეპუტატთან პავლე კიკალიშვილთან ერთად, მოქალაქეებს შეხვდა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებაზე გაამახვილა ყურადღება.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით გამოყოფილი თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა:
ლაშე
გარე განათების ქსელის მოწყობა;
საუბნო საუბნო გზას შეკეთება;
უჩამეთი
სანიაღვრე არხის მოწყობა;
გარე განათების მოწყობა;
ღვერკი
საუბნო გზის მობეტონება;
ხემაღალი
საუბნო გზის შეკეთება;
ლაშის იგორეთი
საუბნო გზის შეკეთება.

ნანახია: 449 - ჯერ