სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/DvV.JPG

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი სოფლის კრებებში აქტიურად მონაწილეობს

დღეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

 ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერის წარმომადგენელთან ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბესო გრიგალაშვილთან მაჟორიტარ დეპუტატთან, დოდო ხაჩიძესთან, და საკრებულოს წევრთან, ოთარ ლურსმანაშვილთან ერთად, საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით, ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

ვარლამ ჭიპაშვილმა ყურადღება გაამახვილა სოფლის კრებებში თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ გამოყოფილი თანხით სოფლებში ის აუცილებელი პრობლემები მოგვარდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

 მერის პირველი მოადგილე შეხვედრებს დაესწრო ასევე ხუნევის ადმნისტრაციულ ერთეულში.

 მოსახლეობის გადაწყვეტილებით,  გრიგალათში და ციცქიურში გარე განათების ქსელი მოეწყობა. გარე განათების მოწყობას მოხმარდება, ასევე, გამოყოფილი თანხა სოფელ ხევში.

 თანხის ნაწილით კი რთულ მონაკვეთებზე გზები მოიხრეშება.  ხმათა უმრავლესობით სასაფლაოს ტერიტორიას შემოღობავენ სოფელ წაქვაში.

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულში საერთო კრებები 3 თებერვლამდე გაგრძელდება და მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს მათთვის სასურველი საპროექტო წინანდადებები სოფლის კრებაზე განიხილოს.

 

ნანახია: 308 - ჯერ