სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asad.jpg

ირინე ჩხეიძე - თეატრი ჩემი ცხოვრებაა!

ირინე ჩხეიძე, ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი:

ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი 123 წლისაა , 2004 წლიდან ვარ ამ თეატრში და 17 სპექტაკლი მაქვს დადგმული, თოჯინების თეატრში კი 7 სპექტაკლი.

მარჯანიშვილი წერდა, თეატრის დანიშნულებაა მიანიჭოს ადამიანებს სიხარული. ჩვენი სლოგანიც ასეთია - თეატრი აბედნიერებს, მაგრამ თეატრი, ასევე,  აუცულებლად უნდა საუბრობდეს  პრობლემებზე და საჭირბოროტო საკითხებზე. ასე რომ, თეატრი ტრიბუნაცაა საიდანაც  ადამიანებს შეიძლება შეახსენო უმთავრესი ღირებულებები.“

ხარაგაულის მერია ულოცავს ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორს ირინე ჩხეიძეს და თეატრალურ დასს ქართული თეატრის დღეს.

ასევე ვულოცავთ ხარაგაულის თოჯინების თეატრს, რომელსაც დაარსებიდან ირინე ჩხეიძე ხელმძღვანელობს და უკვე მრავალი წელია პატარებს აბედნიერებს.

ნანახია: 661 - ჯერ