სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/VSP-2023/324876595_1314417532740021_1742559106598736911_n.jpg

ხარაგაულში ძლიერი ქარის შედეგად, კინოთეატრის მიმდებარედ ორი ნაძვის ხე წაიქცა

საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხარაგაულის კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის მიერ დროულად მოხდა ტერიტორიის გასუფთავება. 

როგორც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აცხადებს ხარაგაულის სოფლებში ამ ეტაპზე, ძლიერი ქარის შედეგად  რამე სახის დაზიანება არ გვაქვს.

მერიის სამსახურები მუდმივ კავშირზე იმყოფებიან მერის წარმომადგენლებთან.

მოსახლეობის საყურადღებოდ!

ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში , აუცილებლად მიმართეთ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ს, ასევე შეგიძლიათ დარეკოთ მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე:

ხარაგაული,  ცხელი ხაზი: 595 51 98 10;  0433 223 -225

ნანახია: 522 - ჯერ