სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sofeli_progra.jpg

24 იანვრიდან ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

ხარაგაულს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2023 წელს 890 000 ლარი გამოეყო.

მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში საერთო კრებები 24 იანვრიდან დაიწყება და 3 თებერვალს დასრულდება.

კობა ლურსმანაშვილი: - „მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნება მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური, ასევე, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობისთვის სასურველი პროექტების შერჩევა და შემდეგ მათი განხორციელება.“

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პირველი საერთო კრება 24 იანვარს ხევისა და ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

შეხვედრების განრიგს გაეცანით ლინკზე:

https://bit.ly/3k1au54

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი წინადადებები ელექტრონული ფორმით შეავსონ მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე ან გამოგზავნოთ ფოსტაზე: petresharikadze@gmail.com

 

 

 

 

ნანახია: 684 - ჯერ