სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/322663711_8532293860943765793_n.jpg

ხარაგაულის მთავარი საახალწლო ღონისძიება დასრულდა

ხარაგაულში მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაეთვალიერებინათ.

ბავშვებისთვის მოეწყო სივრცეები, წარმოდგენები, ღონისძიებაზე მოსული პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს, თოვლის ბაბუამ კი მათ საჩუქრები დაურიგა. მოეწყო საკარნავლო მსვლელობა.

მერმა კობა ლურსმანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცა:

„გილოცავთ შობა-ახალი წლის სულ სხვა ხარაგაულში შემობრძანებას. დღეს გამორჩეული დღეა ხარაგაულისთვის, ყველა ვზეიმობთ ერთად. მომავალ წელს ხარაგაულს კიდევ უფრო მეტი სიახლე ელოდება.“

მთავარი საახალწლო ღონისძიება საბავშვო კონცერტით გაიხსნა, რომელშიდაც ადგილობრივი შემოქმედებითი ძალები მონაწილეობდნენ.

სცენაზე წარსდგნენ კულტურისა და ხელოვნების სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ და ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის საესტრადო სიმღერის გოგონათა გუნდი, ინდივიდუალური შემსრულებლები თეო ჭიპაშვილი და ნიცა ზუმბაძე, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთიელი“, ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდი „ედელვაისი“.

დღის ბოლოს ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა.

ხარაგაულელებს ანსამბლმა ,,შვიდკაცამ“ და ჯგუფმა ,,რეზო და ბავშვებმა" ნამდვილი საახალწლო განწყობა შეუქმნეს.

საზეიმო ვითარებაში აინთო ხარაგაულის ნაძვის ხე და ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 

ნანახია: 537 - ჯერ