სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/319362475_93819541073_n.jpg

ხარაგაულში სკოლების მონაწილეობით საახალწლო კარნავალი იმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის სკოლების მონაწილეობით საახალწლო კარნავალი მიმდინარეობს.

22 დეკემბერს კარნავალი  ვერტყვიჭალის, ხუნევის, ხევის, ბორითისა და ღორეშის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა.

ღონისძიებას კულტურის სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კარნავალში მონაწილე გუნდებს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა საახალწლო ტკბილეული გადასცეს.

23 დეკემბერს კარნავალი კიცხის, ვარძიის,  წყალაფორეთის საჯარო სკოლებისა და ბორის სკოლა-პანსიონის მონაწილეობით გაიმართება.

ნანახია: 595 - ჯერ