სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/319422799327910018528_n.jpg

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ მოსწავლეების მონაწილეობით დასრულდა

ხარაგაულის „კულტურისა და ხელოვნების“ ცენტრისა და  საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლების მოსწავლეობის მონაწილეობით გამართული ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ დასრულდა.

ზამთრის სეზონის ბოლო თამაშში წარმატებით გამოვიდა  მარელისის საჯარო სკოლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გუნდი.

მარელისის საჯარო სკოლის გუნდმა თამაში 6:4, ხოლო  წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გუნდმა  6:2 დაასრულა.

საუკეთესო მოაზროვნეებს გიორგიბ ჭყოიძეს, ქეთი მანჯავიძესა და თაკო სებისკვერაძეს „ბროლის ბუ“ გადაეცათ.

ინტელექტუალურ თამაშში ასევე წარმატებით იასპარეზა ღორეშის საჯარო სკოლამ.

ღორეშის საჯარო სკოლიდან დღის მოაზროვნედ ლუკა კურტანიძე დასახელდა.

გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით, ასევე, სერტიფიკატები გადაეცა ინტელექტუალური თამაშის ყველა მონაწილეს.

 

 

 

 

ნანახია: 483 - ჯერ