სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4950.JPG

ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის 2023 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, საკრებულოს ბიუროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული დოკუმენტი წარუდგინა.

 

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.

 

როგორც სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადა, მერიამ საკრებულოს მიერ გაცემული თითოეული რეკომენდაცია გაითვალისწინა და ბიუჯეტში ასახა. „მაქსიმალურად ვეცადეთ მომავალი წლის ბიუჯეტი ყოფილიყო მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული, დავამატეთ რამდენიმე ახალი სოციალური პროგრამა და გავზარდეთ თითქმის ყველა სფეროს დაფინანსება. 2023 წელს ბიუჯეტში ძირითადი პრიორიტეტები კვლავ სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურა, განათლება და კულტურა იქნება.“

 

ბიუჯეტის კორექტირებული დოკუმენტის თანახმად, გაიზარდა: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების არეალი, რომელზეც დამატებით 10,0 ათასი ლარი გამოიყოფა;

ნაგვის ბუნკერების შესაძენად დამატებით 15,0 ათასი ლარი გამოიყოფა, ბუნკერების შესაძენად სულ 40,0 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული.

 

გაიზრდება მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის ხარჯების დაფინანსება 60,0 ათასი ლარამდე.

 

გაგრძელდება უსინათლოთა სწავლების პროგრამა, რომლისთვისაც დამატებით 12,0 ათასი ლარი გამოეყოფა და 15,0 ათასი ლარი დამატებით მიეცემა კულტურული ღონისძიებების განსახორციელებლად.

 

 5, 0 ლარით დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული (სტუდენტების) ახალგაზრდების წახალისება;

რელიგიის დაფინანსების ხარჯები გაიზრდება 20,0 ათასი ლარით, საერთო ჯამში 40,0 ათასი ლარით;

 

მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამას დაემატება 9,0 ათასი ლარი, დაფინანსება საერთო ჯამში 17, 0 ლარს შეადგენს.

 

 ა(ა)იპ სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხარჯები იზრდება 150,0 ათასი ლარით, რომელშიც გათვალისწინებულია თითოეული თანამშრომლის ხელფასის გაზრდა 100 ლარით.

 

 ,,ც’’ ჰეპატიტის სკრინინგის განსახორციელებლად დამატებით ა 3,0 ათასი ლარი გამოიყოფა.

ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით გაიზრდება სათნოების სახლის კვების ხარჯი ერთჯერადი მომსახურებისათვის.

 

 ასევე ბიუჯეტში შესაბამისი მუხლით იქნება გათვალისწინებული  და დაფინანსება ახლად დაქორწინებული წყვილები რომლებსაც აქვთ რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები და ვერ ახერხებენ კლინიკურ ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა მერიამ მიზანშეწონილად ჩათვალა გაიზარდოს: - განათლების სფეროს დაფინანსება 10,0 ათასი ლარით.

 -კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის ღონისძიებები - 5,0 ათასი ლარით (მ.შ.სპორტული ღონისძიებები - 5,0 ათასი ლარით)

 

- სოციალური პროგრამები 49,3 ათასი ლარით, საიდანაც ერთჯერადი ფინანსური დახმარებაზე-40,3 ათასი ლარი მიიმართება და მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამისთვის კი- 9,0 ათასი ლარი.

 აღნიშნული პროგრამების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს დღგს ხარჯიდან დამატებით შემოსული თანხა - 309,3 ათასი ლარი და მიზნობრივი ტრანსფერი ხარჯი 70,0 ათასი ლარი.

 

სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები.

 

 

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2022 წელ გაწეული მუშაობის შესახებ;

მომხსენებელი: დავით კიკნაძე

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

მომხსენებელი: ლენა კალანდაძე

3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ;

მომხსენებელი: ოთარი ლურსმანაშვილი

4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის წლიური სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;

მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე

5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლის დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

 მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი

6.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

 მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიან

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის # 3 დადგენილებაში „ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

  მომხსენებელი: პავლე კიკალიშვილი

8.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა    საკრებულოს    თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების   ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.

  მომხსენებელი: პავლე კიკალიშვილი

 

ნანახია: 509 - ჯერ